„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 74
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 12/03/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/03/2024
სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.017806
74
12/03/2024
ვებგვერდი, 13/03/2024
230210000.22.033.017806
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №74

2024 წლის 12 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით (ვებგვერდი, 30/08/2019, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.017230) დამტკიცებული „საბაჟო ფორმალობების განხორციელებისას „ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის (NCTS)“ გამოყენების შესაძლებლობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №20):

1. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. ამ დანართის მიზნებისათვის, ტრანზიტის პროცედურის მფლობელი არის პირი (დეკლარანტი ან ირიბი წარმომადგენელი), რომელიც წარადგენს „სატრანზიტო სისტემაში (NCTS)“ შევსებულ ტრანზიტის დეკლარაციას.“.

2. მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2 „სატრანზიტო სისტემაში (NCTS)“ ტრანზიტის დეკლარაციის შევსებას, დეკლარანტის მოთხოვნით, საბაჟო ორგანო ახორციელებს იმ შემთხვევებში, როდესაც ექსპორტის საბაჟო დეკლარაცია/რეექსპორტის დეკლარაცია შევსებულია საბაჟო ორგანოს მიერ.

3. ტრანზიტის პროცედურის მფლობელი უფლებამოსილია, „სატრანზიტო სისტემაში (NCTS)“ შეავსოს ტრანზიტის საბაჟო დეკლარაცია, თუ:         

ა) დეკლარირებას ახორციელებს თავისი სახელით (მათ შორის, ირიბი წარმომადგენლობისას);

ბ) გააჩნია შემოსავლების სამსახურის შესაბამის სერვერთან მიერთების შესაძლებლობა და აქვს დაშვება „სატრანზიტო სისტემაში (NCTS)“.“.

3. მე-3 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „სატრანზიტო სისტემაში (NCTS)“ ტრანზიტის დეკლარაციის შევსებისას სავალდებულოა საქართველოს რეზიდენტის მიერ გაცემული ან CTC-ის წევრ ქვეყანაში გაცემული გარანტიის წარდგენა.“;

ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. გარანტიის ოდენობა შეადგენს იმპორტის გადასახდელის შესაბამის თანხას, რომელიც გადაიხდევინებოდა ტრანზიტის დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს ამ საქონლის საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის სასაქონლო სუბპოზიციის შესაბამისი მაქსიმალური განაკვეთ(ებ)ის გათვალისწინებით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევისას.“;

დ) მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) განცხადების წარდგენის თვის წინა 12 თვის განმავლობაში განმცხადებლის მიერ საქართველოდან CTC-ის წევრი ქვეყნის დანიშნულებით ან მისი გავლით მესამე ქვეყნის დანიშნულებით ან ამ ქვეყნიდან საქართველოს დანიშნულებით ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გავლით მესამე ქვეყნის დანიშნულებით გადაადგილებული საქონლის შესახებ ინფორმაცია  – შესაბამისი იმპორტის გადასახდელის (თანხის, რომელიც გადაიხდევინებოდა ტრანზიტის დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს ამ საქონლის საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის სასაქონლო სუბპოზიციის შესაბამისი მაქსიმალური განაკვეთ(ებ)ის გათვალისწინებით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევისას) საშუალო მაჩვენებელი, შესაბამის საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში დეკლარირების რაოდენობის მიხედვით, და“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი