„საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით შემოწმების, მათ შორის გაფრენისწინა შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს 2017 წლის 3 ივლისის №109 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით შემოწმების, მათ შორის გაფრენისწინა შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს 2017 წლის 3 ივლისის №109 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 66
დოკუმენტის მიმღები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 14/03/2024
დოკუმენტის ტიპი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/03/2024
სარეგისტრაციო კოდი 310150000.54.066.016333
66
14/03/2024
ვებგვერდი, 15/03/2024
310150000.54.066.016333
„საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით შემოწმების, მათ შორის გაფრენისწინა შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს 2017 წლის 3 ივლისის №109 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
 

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №66

2024 წლის 14 მარტი

ქ. თბილისი

 

„საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით შემოწმების, მათ შორის გაფრენისწინა შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს 2017 წლის 3 ივლისის №109 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით შემოწმების, მათ შორის გაფრენისწინა შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს 2017 წლის 3 ივლისის №109 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 04/07/2017, 310150000.54.066.016121) დამტკიცებულ „საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით შემოწმების, მათ შორის გაფრენისწინა შემოწმების წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5.  სამოქალაქო საჰაერო ხომალდზე  გადასატანად აკრძალული საგნებისა და ნივთიერებების ნუსხა განსაზღვრულია ამ წესის №1 დანართით. ამ ნუსხით გათვალისწინებული საგნები და ნივთიერებები იკრძალება აეროპორტის მარაგსა და საბორტო მარაგში,  მათი შეტანა ასევე აკრძალულია  შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში დაშვების დროს.“.

2. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს საქართველოს საჰაერო კოდექსითა და „მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის  2023 წლის 29 დეკემბრის №556 დადგენილებით განსაზღვრული მნიშვნელობა.“.

3. მე-3 მუხლს:

ა) დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 და 82 პუნქტები:

„81. შემოწმებაგავლილი და შემოწმებაგაუვლელი მგზავრების შერევის შემთხვევაში, თუ რომელიმე გამფრენ მგზავრს ჰქონდა წვდომა საჰაერო  ხომალდთან, დამატებით უნდა განხორციელდეს საჰაერო ხომალდის შემოწმება, გაფრენისწინა შემოწმების მოთხოვნების სრული დაცვით.

82. უმეთვალყურეოდ მიტოვებული ბარგი/საგანი განიხილება როგორც საეჭვო და მის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება აეროდრომის ექსპლუატანტის საავიაციო უშიშროების სამსახურს, რომელიც ახორციელებს ზომებს რისკის შეფასების საფუძველზე და განსაზღვრულია აეროდრომის ექსპლუატანტის გაუთვალისწინებელ ვითარებაში მოქმედების გეგმა.“;

ბ) მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„17. მგზავრების, მათი თანმქონი ნივთების, ხელბარგის, ბარგის, მგზავრის სტატუსის არმქონე პირების, საჰაერო ხომალდის, საჰაერო ხომალდის საბორტო მარაგის, აეროპორტის მარაგის, ბორტკვებისა და თანმდევი საშუალებების, ტვირთის/ფოსტის, ავიაგადამზიდველის ფოსტის, ავიაგადამზიდველის მასალების   ფეთქებადი ნივთიერების კვალის აღმომჩენი მოწყობილობით შემოწმებისას, სიგნალის ამოქმედებისას უნდა განხორციელდეს განმეორებითი შემოწმება იგივე მოწყობილობით. განმეორებითი შემოწმებისას სიგნალის ამუშავების შემთხვევაში ხორციელდება გულდასმით  შემოწმება სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით, ვიდრე არ დადასტურდება, აკრძალული საგნების/ნივთიერების არარსებობა. თუ შემოწმების ოპერატორი ვერ დარწმუნდა აკრძალული საგნების/ ნივთიერების არარსებობაში, აღნიშნული არ დაიშვება საჰაერო ხომალდზე/შეზღუდული დაშვების დაცულ ზონაში. შემოწმების შედეგად აკრძალული საგნების/ნივთიერების გამოვლენის შემთხვევაში შემოწმების ოპერატორი აცნობებს საავიაციო უშიშროების სამსახურის ცვლის უფროსს  სამართალდამცავი ორგანოების  ჩართვის  მიზნით. უნდა განხორციელდეს ამ წესის №9 დანართით გათვალისწინებული აქტის შევსება.“.

4. მე-4 მუხლის

ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. თუ გაფრენისწინა შემოწმება ხორციელდება ავიაგადამზიდველის მიერ, შემოწმებას ატარებენ ავიაგადამზიდველის საავიაციო უშიშროების სამსახურის თანამშრომლები ან საჰაერო ხომალდის საფრენოსნო ეკიპაჟის წევრები, ბორტგამყოლები და საინჟინრო-ტექნიკური სამსახურის თანამშრომლები, რომელთაც გავლილი აქვთ შესაბამისი მომზადება „სამოქალაქო ავიაციის სფეროში, საავიაციო უშიშროების საკითხებში მომზადების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 12 მარტის №61 ბრძანების თანახმად.“;

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 პუნქტი:

„101. საჰაერო ხომალდის გაფრენისწინა შემოწმების დასრულების შემდეგ ხომალდის მეთაურს სიტყვიერად ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული პირები უდასტურებენ  საჰაერო ხომალდის გაფრენისწინა შემოწმების დასრულების შესახებ.“.

5. მე-5 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. აეროდრომის ექსპლუატანტი ვალდებულია საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამაში განსაზღვროს საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფი ტექნიკური მოწყობილობების მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში გასატარებელი ალტერნატიულ ზომები, რათა უზრუნველყოფილი იყოს საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის უწყვეტი პროცესი.“.

6. მე-9 მუხლს:

ა) დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. გამონაკლისის სახით, მგზავრის სტატუსის არმქონე პირებს  აეროპორტის გამართული ფუნქციონირებისთვის  და საჰაერო ხომალდის მომსახურებისთვის საჭირო სამუშაოების შესასრულებლად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების  ფარგლებში, უნდა მიეცეთ უფლება, აეროპორტის შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში შეიტანონ გარკვეული   გადასატანად აკრძალული საგნები. აეროდრომის ექსპლუატანტი  შეიმუშავებს  ასეთი პირების და გადასატანი საგნების განსაზღვრის  და აღრიცხვის მექანიზმს, რასაც ასახავს საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამაში.“;

ბ) მე-10 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

გ) მე-15 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) აეროპორტებში, რომელთა წლიური მგზავრთნაკადი აღემატება 100 000 გზავრს, არაგაბარიტული ან განსხვავებული სპეციფიკის მუსიკალური ინსტრუმენტები და ტექნიკური მოწყობილობები, ასევე ის მოწყობილობები, რომელთა შემოწმება რენტგენური დანადგარითა და ხელით არაეფექტურია, დამატებით უნდა შემოწმდეს ფეთქებადი ნივთიერების კვალის აღმომჩენი მოწყობილობის გამოყენებით;

გ) აეროპორტებში, რომელთა წლიური მგზავრთნაკადი არ აღემატება 100 000 გზავრს, არაგაბარიტული ან განსხვავებული სპეციფიკის მუსიკალური ინსტრუმენტებისა და ტექნიკური მოწყობილობების შემოწმება, უნდა განხორციელდეს ხელით და ვიზუალურად, უნდა დათვალირდეს ხვრელები და ფოსოები სპეციალური სარკეების საშუალებით. ის მოწყობილობები, რომელთა შემოწმებაც რენტგენური დანადგარით, ვიზუალურად და ხელით არაეფექტურია, გადასაზიდად არ დაიშვება.“;

დ) 21-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. აეროპორტებში, რომელთა წლიური მგზავრთნაკადი აღემატება 100 000 გზავრს, მგზავრის და ხელბარგის, სულ მცირე, 5% ექვემდებარება შერჩევით შემოწმებას ქვემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი მეთოდით.

ა) სხეულის სკანერით;

ბ) ხელით და ფეთქებადი ნივთიერების კვალის აღმომჩენი მოწყობილობით;

გ) ხელით და ფეთქებადი ნივთიერების აღმომჩენი ძაღლების საშუალებით.“;

ე) 38-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„38.პოტენციურად დამრღვევი მგზავრების გადაყვანისას შესაბამისი ორგანო აცნობებს ავიაგადამზიდველს, სულ მცირე, 24 საათით ადრე:

ა) მგზავრების რაოდენობას;

ბ) მგზავრების სახელებსა და გვარებს, გადაყვანის მიზეზს;

გ) ინფორმაციას მგზავრთან დაკავშირებული რისკის შესახებ;

დ) ბადრაგის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახელებს, გვარებსა და თანამდებობებს;

ე) მგზავრთა და ბადრაგის საჰაერო ხომალდზე განთავსების გეგმას;

ვ) ინფორმაციას მგზავრთა სამგზავრო დოკუმენტების შესახებ.“;

ვ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 44 1 პუნქტი:

„441. ავიაგადამზიდველი, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის  მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სასაზღვრო - სამიგრაციო კონტროლის საამართველოს  მიერ დაუყოვნებლივ, არა უგვიანეს იმავე დღეს, მიწოდებული  ინფორმაციის საფუძველზე, ახორციელებს იმ მგზავრის  გამგზავრებას, რომლის ტრანსპორტირებაც განახორციელა და  რომელსაც არ მიეცა სახელმწიფოში შესვლის უფლება (INAD).“.

7. მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7-მე-8 პუნქტები:

„7. ავიაგადამზიდველი უზრუნველყოფს, ტრანზიტული და ტრანსფერული დაფრენის აეროპორტებისთვის ინფორმაციის მიწოდებას მგზავრისა და მის მიერ საჰაერო ხომალდზე დროებით შესანახად ჩაბარებული იარაღის  შესახებ,  რათა უზრუნველყოფილ იქნეს დაფრენის აეროპორტში  მისი  დაცვა   არასანქცირებული წვდომისგან.

8. თუ საქართველოს  სამოქალაქო აეროპორტი წარმოადგენს იმ საჰაერო ხომალდის  ტრანზიტული ან ტრანსფერული დაფრენის აეროპორტს, რომელზეც გადასაზიდად განთავსებულია დროებით შესანახად ჩაბარებული  იარაღი, აეროდრომის ექსპლუატანტის საავიაციო უშიშროების სამსახური უზრუნველყოფს ამ იარაღის არასანქცირებული წვდომისგან დაცვას საჰაერო ხომალდის გაფრენამდე.“.

8. მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საბარგო ნაკვეთურით გადასაზიდი ბარგის შემოწმება იმ აეროპორტებში, რომელთა წლიური მგზავრთნაკადი აღემატება 100 000 მგზავრს, ხორციელდება ავტომატიზებული, ფეთქებადი ნივთიერების აღმომჩენი, ევროპის სამოქალაქო ავიაციის კონფერენციის ოფიციალურ გამოცემაში  Doc 30 მითითებული, სულ მცირე  სტანდარტ 3  სისტემით აღჭურვილი რენტგენური მოწყობილობის საშუალებით, რომელიც უზრუნველყოფს პოტენციური საფრთხის შემცველი ბარგის ავტომატურ გამოვლენას.“.

9. მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 და 102 პუნქტები:

„101. ტრანსფერული ტვირთი/საფოსტო გზავნილი თავისუფლდება შემოწმების პროცედურისგან თუ მას თან ახლავს უშიშროების დეკლარაცია და მინიჭებული აქვს უშიშროების სტატუსი, არ გააჩნია არასანქცირებული წვდომის ნიშნები და მის გადაზიდვას ახორციელებს ის საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი, რომლის საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამა შეთანხმებულია სააგენტოსთან. პროგრამა უნდა მოიცავდეს ტვირთის/საფოსტო გზავნილის უშიშროების უზრუნველყოფის ზომების დეტალურ აღწერას.

102. თუ სააგენტო ფლობს ინფორმაციას, რომ შემოწმებისგან გათავისუფლებული ტრანსფერული ტვირთი/საფოსტო გზავნილი არის საფრთხის შემცველი ან/და არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მის მიმართ გატარებული საავიაციო უშიშროების ზომები არ აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს, ან/და მას აღენიშნება არასანქცირებული წვდომის/არადამახასიათებელი ნიშნები, იგი უნდა შემოწმდეს მაღალი რისკის ტვირთის/საფოსტო გზავნილის მიმართ წაყენებული შემოწმების მოთხოვნების დაცვით.“.

10. მე-14 მუხლის მე-16 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მოამზადოს საწარმოს ის პერსონალი, რომელთაც წვდომა უნდა ჰქონდეთ აეროპორტის/საბორტო მარაგთან, ბორტკვებისა და თანმდევ საშუალებებთან;“.

11. მე-15 მუხლის მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მოამზადოს საწარმოს ის პერსონალი, რომელთაც წვდომა უნდა ჰქონდეთ აეროპორტის მარაგთან;“.

 

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორიგივი დავითაშვილი