„XBRL საინფორმაციო სისტემის გამოყენების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2022 წლის 22 ივლისის №89/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„XBRL საინფორმაციო სისტემის გამოყენების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2022 წლის 22 ივლისის №89/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 63/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 15/03/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/03/2024
სარეგისტრაციო კოდი 220010000.18.011.016837
63/04
15/03/2024
ვებგვერდი, 18/03/2024
220010000.18.011.016837
„XBRL საინფორმაციო სისტემის გამოყენების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2022 წლის 22 ივლისის №89/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №63/04

2024 წლის 15 მარტი

ქ. თბილისი

 

„XBRL საინფორმაციო სისტემის გამოყენების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2022 წლის 22 ივლისის №89/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„XBRL საინფორმაციო სისტემის გამოყენების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2022 წლის 22 ივლისის №89/04 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 25/07/2022, 220010000.18.011.016631) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საზედამხედველო ანგარიშგებების სისტემის გამოყენების წესის დამტკიცების თაობაზე“;

ბ) პირველი, მე-2 და მე-3 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1

დამტკიცდეს „საზედამხედველო ანგარიშგებების სისტემის გამოყენების წესი“ თანდართული რედაქციით.

მუხლი 2

ექსპლუატაციაში შევიდეს საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო ანგარიშგებების სისტემა.

მუხლი 3

საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო ანგარიშგებების სისტემა გამოყენებულ იქნეს კომერციული ბანკებისა და მიკრობანკების მიერ პორტალის ვალდებულებების სექციაში განსაზღვრული ანგარიშგებების, ინფორმაციისა და დოკუმენტაციის წარსადგენად.“.

2. ბრძანებით დამტკიცებული წესის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

საზედამხედველო ანგარიშგებების სისტემის გამოყენების წესი“;

ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1

ეს წესი ადგენს საზედამხედველო ანგარიშგებების სისტემის  გამოყენების წესს და განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდეგში – ეროვნული ბანკი) და საზედამხედველო ანგარიშგებების სისტემის მომხმარებლების ძირითად უფლება-მოვალეობებს.“;

გ) მე-2 მუხლის:

გ.ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საზედამხედველო ანგარიშგებების სისტემა (შემდგომში – სისტემა) – პროგრამული უზრუნველყოფის ნაკრები, რომელიც შედგება სხვადასხვა ურთიერთდაკავშირებული კომპონენტისგან და რომლის მეშვეობითაც, შესაძლებელია, მათ შორის, კომერციული ბანკისა და მიკრობანკისგან ინფორმაციის მიღება, ინფორმაციის დამუშავება და მომხმარებლების მართვა;

ბ) პორტალი –  საზედამხედველო ანგარიშგებების სისტემის შემადგენელი ერთ-ერთი კომპონენტი (Suptech-Portal.nbg.ge), სადაც კომერციული ბანკები და მიკრობანკები ტვირთავენ ანგარიშგებებს, ნახულობენ ვალდებულებებს, ატვირთვის ვადებს და ანგარიშგების წარდგენისთვის საჭირო სხვა ინფორმაციას;“;

გ.ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) გარე მონაწილე – კომერციული ბანკი და მიკრობანკი, რომელიც ამ წესის შესაბამისად ეროვნული ბანკის მიერ დაშვებულ იქნა პორტალში და უფლება აქვს პორტალში საკუთარი სახელით განახორციელოს მისთვის ნებადართული ქმედებები;“;

დ) მე-5 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. გარე მონაწილის რეგისტრაცია პორტალზე ხდება ავტომატურად, კომერციული ბანკის ან მიკრობანკის ლიცენზირებისთანავე.

4. გარე მონაწილის რეგისტრაციის გაუქმება პორტალზე ხდება ავტომატურად,  ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკისთვის ან მიკრობანკისთვის ლიცენზიის გაუქმებისას.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელინათელა თურნავა