საქართველოს ნავსადგურების გაერთიანებული სისტემის (PCS) დანერგვის და განვითარების მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ

საქართველოს ნავსადგურების გაერთიანებული სისტემის (PCS) დანერგვის და განვითარების მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1-1/117
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 15/03/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/03/2024
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.024.016850
1-1/117
15/03/2024
ვებგვერდი, 18/03/2024
010240030.22.024.016850
საქართველოს ნავსადგურების გაერთიანებული სისტემის (PCS) დანერგვის და განვითარების მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/117

2024 წლის 15 მარტი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ნავსადგურების გაერთიანებული სისტემის (PCS) დანერგვის და განვითარების მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტისა და „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 

მუხლი 1
საქართველოს ნავსადგურების გაერთიანებული სისტემის (PCS) დანერგვის და განვითარების მიზნით, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი (შემდგომში – ჯგუფი) შემდეგი შემადგენლობით:

ა) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის (შემდგომში  სსიპ) „საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ დირექტორი – ჯგუფის ხელმძღვანელი;

ბ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ დირექტორის მოადგილე – ჯგუფის წევრი;

გ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ დირექტორის პირველი მოადგილე – ჯგუფის წევრი;

დ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი – ჯგუფის წევრი;

ე) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე – ჯგუფის წევრი;

ვ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის საზღვაო ტრანსპორტის სამმართველოს უფროსი – ჯგუფის წევრი;

ზ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის კონსულტანტი – ჯგუფის წევრი;

თ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ „შემოსავლების სამსახურის“ საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გამშვები პუნქტის „ბათუმის პორტის“ უფროსი – ჯგუფის წევრი;

ი) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ „შემოსავლების სამსახურის“ საბაჟო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე – ჯგუფის წევრი;

კ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ „შემოსავლების სამსახურის“ საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის უფროსი – ჯგუფის წევრი;

ლ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ „შემოსავლების სამსახურის“ საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გამშვები პუნქტის „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“ უფროსი – ჯგუფის წევრი;

მ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ „შემოსავლების სამსახურის“ საბაჟო დეპარტამენტის მომსახურების ხარისხის მონიტორინგის სამმართველოს მთავარი ანალიტიკოსი – ჯგუფის წევრი;

ნ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ „შემოსავლების სამსახურის“ საბაჟო დეპარტამენტის საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის პროექტების დაგეგმვისა და მართვის სამმართველოს უფროსის მოადგილე – ჯგუფის წევრი;

ო) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ „შემოსავლების სამსახურის“ საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს მთავარი ანალიტიკოსი – ჯგუფის წევრი;

პ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ „შემოსავლების სამსახურის“ საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთის“ უფროსი – ჯგუფის წევრი;

ჟ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ „შემოსავლების სამსახურის“ საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების ეკონომიკური ზონა „ბათუმის“ უფროსი – ჯგუფის წევრი;

რ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს საზღვრის მართვის განყოფილების უფროსი – ჯგუფის წევრი;

ს) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის განყოფილების (ბათუმის პორტი) უფროსი – ჯგუფის წევრი;

ტ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის განყოფილების (ფოთის პორტი) უფროსი – ჯგუფის წევრი;

უ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის განყოფილების (ბათუმის პორტი) პატრულ-ინსპექტორი (მესაზღვრე-კონტროლიორი) – ჯგუფის წევრი;

ფ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის ორგანიზაციული და ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფის სამმართველოს სამსახურის უფროსი (ცვლის უფროსი), საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მეორე რანგის კაპიტანი – ჯგუფის წევრი;

ქ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ციფრული მმართველობის სააგენტოს ციფრული მმართველობისა და კიბერუსაფრთხოების სტრატეგიული მიმართულებების უფროსი მენეჯერი – ჯგუფის წევრი;

ღ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობის სამსახურის ბიზნესანალიტიკოსი – ჯგუფის წევრი;

ყ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის მართვის და განვითარების სამსახურის ცვლილებების მენეჯერი;

შ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის“ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი – ჯგუფის წევრი;

ჩ) სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ უფროსი ბიზნესანალიტიკოსი – ჯგუფის წევრი;

ც) სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ დაგეგმარებისა და ოპერაციების მხარდამჭერი გუნდის მენეჯერი – ჯგუფი წევრი;

ძ) სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ გაყიდვების ოპერაციების მენეჯერი – ჯგუფის წევრი;

წ) შპს „ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალის“ საოპერაციო მენეჯერი – ჯგუფის წევრი;

ჭ) შპს „ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალის“ დაგეგმარების ზედამხედველი – ჯგუფის წევრი;

ხ) შპს „ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალის“ წარმომადგენელი – ჯგუფის წევრი;

ჯ) შპს „ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალის“ IT ოფიცერი – ჯგუფის წევრი;

ჰ) შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურის“ ოპერაციული დირექტორი – ჯგუფის წევრი;

1) შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურის“ კომერციისა და ლოგისტიკის განყოფილების უფროსი – ჯგუფის წევრი;

2) შპს „შავი ზღვის ტერმინალის“ IT გუნდის ლიდერი – ჯგუფის წევრი;

3) შპს „შავი ზღვის ტერმინალის“ ტექნიკური განყოფილების უფროსი – ჯგუფის წევრი;

4) სს „საქართველოს მილსადენის კომპანიის“ ჩატვირთვების მგეგმავი – ჯგუფის წევრი;

5) შპს „ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის“ სადისპეტჩერო სამსახურის უფროსი – ჯგუფის წევრი;

6) სს „საქართველოს რკინიზგის“ სატვირთო გადაზიდვების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე – ჯგუფის წევრი;

7) სს „საქართველოს რკინიზგის“ ვორლდ ბიზნეს სოლუშენსის პროექტების მართვის დეპარტამენტის უფროსი – ჯგუფის წევრი;

8) შპს „სი-ემ-ეი სი-ჯი-ემ“-ის ოპერაციების მენეჯერი – ჯგუფის წევრი;

9) შპს „ჯი-ენ-ეს ჯორჯიას“ გაყიდვების მენეჯერი – ჯგუფის წევრი;

10) შპს „ვილჰელმსენ პორტ სერვისის ჯორჯიას“ წარმომადგენელი – ჯგუფის წევრი;

11) შპს „ვილჰელმსენ პორტ სერვისის ჯორჯიას“ წარმომადგენელი – ჯგუფის წევრი;

12) შპს „ვილჰელმსენ პორტ სერვისის ჯორჯიას“ წარმომადგენელი – ჯგუფის წევრი;

13) შპს „ემ-ეს-სის“ ოპერაციების მენეჯერი – ჯგუფის წევრი;

14) შპს „ემ-ეს-სის“ გემის ოპერატორი/ ემ-ეს-სი ჯორჯიას ნავსადგურის კაპიტანი – ჯგუფის წევრი;

15) შპს „ელ-ეი-ემ შიფინგ ეჯენსიზ ჯორჯიას“ გენერალური მენეჯერის მოადგილე – ჯგუფის წევრი;

16) შპს „ელ-ეი-ემ შიფინგ ეჯენსიზ ჯორჯიას“ აგენტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი – ჯგუფის წევრი;

17) შპს „ელ-ეი-ემ შიფინგ ეჯენსიზ ჯორჯიას“ ექსპედირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი – ჯგუფის წევრი;

18) შპს „სოფმარის“ დირექტორი – ჯგუფის წევრი;

19) შპს „სოფმარის“ გემების სააგენტოს ოპერაციების მენეჯერი – ჯგუფის წევრი;

20) შპს „ტეროს“ ექსპედიტორი – ჯგუფის წევრი;

21) შპს „ტეროს“ უფროსი აგენტი – ჯგუფის წევრი;

22) შპს „პრაიმ მარინის“ აგენტი – ჯგუფის წევრი;

23) შპს „პრაიმ მარინის“ მთავარი აგენტი – ჯგუფის წევრი;

24) შპს „ეისას“ ოპერაციული მენეჯერი – ჯგუფის წევრი;

25) ა(ა)იპ „საქართველოს ლოცმანთა ასოციაციის“ წარმომადგენელი, კაპიტანი – ჯგუფის წევრი;

26) შპს „ტრანს ლოგისტიკის“ დირექტორი – ჯგუფის წევრი;

27) შპს „ტრანს ლოგისტიკის“ გემების საზღვაო აგენტირების მენეჯერი – ჯგუფის წევრი;

28) შპს „კავკასიის ავტო იმპორტის“ პორტებისა და ტერმინალების საოპერაციო მენეჯერი – ჯგუფის წევრი;

29) შპს „კავკასიის ავტო იმპორტის“ ლოგისტიკის მენეჯერი – ჯგუფის წევრი;

30) შპს „კარგო პარსელის“ კომერციისა და ლოგისტიკის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი – ჯგუფის წევრი;

31) შპს „ვიჯი ავტო ექსპორტის“ ფოთის ოფისის ხელმძღვანელი – ჯგუფის წევრი;

32) შპს „ლაზიკა შიფმენეჯმენტის“ წარმომადგენელი – ჯგუფის წევრი;

33) შპს „MSZ Georgia“-ს წარმომადგენელი – ჯგუფის წევრი;

34) შპს „MSZ Georgia“-ს წარმომადგენელი – ჯგუფის წევრი;

35) შპს „კარგო ჯორჯიას“ დირექტორი – ჯგუფის წევრი;

36) შპს „ტრანს ლოგისტიკის“ დეკლარანტი – ჯგუფის წევრი;

37) შპს „ტრანს ლოგისტიკის“ ექსპედიტორი/საბაჟო ბროკერი – ჯგუფის წევრი;

38) შპს „Georgia Forwarding Group“-ის დირექტორი – ჯგუფის წევრი;

39) შპს „Georgia Forwarding Group“-ის ოპერაციების მენეჯერი – ჯგუფის წევრი;

40) შპს „ოშენეტ ჯორჯიას“ გაყიდვების მენეჯერი – ჯგუფის წევრი.

მუხლი 2
ჯგუფს დაევალოს საქართველოს ნავსადგურების გაერთიანებული სისტემის (Port Community System (PCS)) დანერგვის და განვითარების მიზნით სანავსადგურე სექტორში ციფრული სამთავრობო სერვისების შექმნაში აქტიური მონაწილეობის მიღება და კოორდინირებული მუშაობა.
მუხლი 3
ჯგუფის სამდივნოს ფუნქციების შესრულება დაევალოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს.
მუხლი 4
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრილევან დავითაშვილი