„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამხედრო-საექიმო და სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 11 მაისის №69 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 12
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 19/03/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/03/2024
სარეგისტრაციო კოდი 140030000.22.034.017440
12
19/03/2024
ვებგვერდი, 21/03/2024
140030000.22.034.017440
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამხედრო-საექიმო და სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 11 მაისის №69 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №12

2024 წლის 19 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამხედრო-საექიმო და სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 11 მაისის №69 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამხედრო-საექიმო და სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 11 მაისის №69 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 13/05/2020, 140030000.22.034.017001) დამტკიცებული წესის:

1. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5. სამედიცინო შემოწმება

სამედიცინო შემოწმებას დაქვემდებარებული პირები სამსახურში მიიღებიან ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (ფორმა №IV-100/ა) საფუძველზე, გარდა ამ წესის მე-7 მუხლის მე-14, მე-15 და მე-16 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.

2. მე-7 მუხლის:

ა) მე-13 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 131 პუნქტი:

„131. სპეციალური ან სამხედრო წოდების მქონე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის და საქართველოს დაზვერვის სამსახურის ყოფილი მოსამსახურეები ექსპერტიზას გადიან ამ წესის დანართი №2-ით გათვალისწინებული „შემდგომი სამსახურისთვის“ ვარგისიანობის/შესაბამისობის კატეგორიის მიხედვით.“;

ბ) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. სამინისტროს შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე საჯარო მოხელედ/სამოქალაქო პირად მისაღები კანდიდატი, ასევე საჭიროებისამებრ შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირად მისაღები პირი ექვემდებარება ექსპერტიზას მხოლოდ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ცხრილის I-II გრაფებით განსაზღვრული ფუნქციების განმახორციელებელ თანამდებობებზე დანიშვნის შემთხვევაში, გარდა ამ მუხლის 141 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“;

გ) მე-14 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 141 პუნქტი:

„141. სამინისტროში მსუბუქი ავტომობილის მძღოლის ფუნქცია-მოვალეობის შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით მისაღები პირი ექვემდებარება სამედიცინო შემოწმებას.“.

3. მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. სპეციალური ან სამხედრო წოდების მქონე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის და საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოქმედი მოსამსახურეები სამინისტროში მიღებისას ექსპერტიზას გადიან ამ წესის დანართი №2-ით გათვალისწინებული „შემდგომი სამსახურისთვის“ ვარგისიანობის/შესაბამისობის კატეგორიის მიხედვით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური