„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 6 აპრილის №17 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 6 აპრილის №17 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 41
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 02/04/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/04/2024
სარეგისტრაციო კოდი 120010000.22.026.017218
41
02/04/2024
ვებგვერდი, 03/04/2024
120010000.22.026.017218
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 6 აპრილის №17 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს თავდაცვის

მინისტრის ბრძანება  №41

2024 წლის 2 აპრილი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 6 აპრილის №17 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 6 აპრილის №17 ბრძანებაში (ვებგვერდი, 06/04/2021, სარეგისტრაციო კოდი: 120010000.22.026.016873) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, თავდაცვის კოდექსის მე-9 მუხლის მე-10 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ფ.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:“.

2. ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

ა) მე-6 მუხლის:

ა.ა) პირველი პუნქტის:

ა.ა.ა)  „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სამინისტროს სისტემაში შემავალ ქვედანაყოფებთან და საჭიროების შემთხვევაში სხვა სახელმწიფო უწყებებთან კოორდინირებულად სამხედრო ოპერაციების (საბრძოლო მოქმედებები, არასაომარი და სამშვიდობო ოპერაციები) დაგეგმვა და ოპერატიული გეგმების შემუშავება;“;

ა.ა.ბ)  „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) სამინისტროს სისტემაში შემავალ ქვედანაყოფებთან და საჭიროების შემთხვევაში სხვა სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთქმედებაში, სამშვიდობო ოპერაციების დაგეგმვა, ასევე სამშვიდობო ოპერაციების მომზადების, როტაციის და შესრულების დროს საორგანიზაციო ღონისძიებების კოორდინაცია, კომპეტენციის ფარგლებში, სამშვიდობო ოპერაციებში მყოფი ქვედანაყოფების მართვასა და კონტროლში მონაწილეობა;“;

ა.ბ) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სამინისტროს სისტემაში შემავალ ქვედანაყოფებთან და საჭიროების შემთხვევაში სხვა სახელმწიფო უწყებებთან კოორდინირებულად სამხედრო ოპერაციების (საბრძოლო მოქმედებები, არასაომარი და სამშვიდობო ოპერაციები) დაგეგმვა და ოპერატიული გეგმების შემუშავება;“;

ა.გ) მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) სამინისტროს სისტემაში შემავალ ქვედანაყოფებთან და საჭიროების შემთხვევაში სხვა სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთქმედებაში, სამშვიდობო ოპერაციების დაგეგმვა, ასევე სამშვიდობო ოპერაციების მომზადების, როტაციის და შესრულების დროს საორგანიზაციო ღონისძიებების კოორდინაცია, კომპეტენციის ფარგლებში სამშვიდობო ოპერაციებში მყოფი ქვედანაყოფების მართვასა და კონტროლში მონაწილეობა;“;

 ბ) მე-7 მუხლის:

 ბ.ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სამხედრო ოპერაციებში, სამშვიდობო ოპერაციებსა და საერთაშორისო სწავლებებში მონაწილე თავდაცვის ძალებში შემავალი ქვედანაყოფების, ასევე სამხედრო ტექნიკის, შეიარაღების, საბრძოლო მასალის, აღჭურვილობის, და სხვა მატერიალური ქონების გადაადგილების დაგეგმვა და კოორდინაცია;“;

 ბ.ბ) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) კომპეტენციის ფარგლებში, სამხედრო ოპერაციების, სამშვიდობო ოპერაციებისა და საერთაშორისო სწავლებების, ლოჯისტიკური უზრუნველყოფის გეგმების შემუშავება;“;

 ბ.გ) მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) თავდაცვის ძალებში შემავალი ქვედანაყოფების სამშვიდობო ოპერაციებსა და სწავლებებში მონაწილეობის მისაღებად გადაადგილების დაგეგმვა და კოორდინაცია;“;

გ) მე-15 მუხლის:

გ.ა) პირველი პუნქტის:

გ.ა.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) რეკრუტების, პროფესიულ სამხედრო მოსამსახურეთა, თავდაცვის ძალებში სხვა უწყებიდან გადმოსულ სამხედრო მოსამსახურეთა, თავდაცვის ძალების წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვეულ პირთა დანიშვნა-გადანაწილება და შენარჩუნება;“;

გ.ა.ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებით სამხედრო მოსამსახურეებთან და ხელშეკრულებით დასაქირავებელ სამოქალაქო პირებთან შესაბამისი კონტრაქტების (ხელშეკრულებების) გაფორმების უზრუნველყოფა, მინისტრის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით სამსახურებრივი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების და ჟეტონების დამზადება, აღრიცხვიანობა და გაცემის ორგანიზება;“;

გ.ა.გ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) კანონმდებლობის თანახმად, თავდაცვის ძალების მოქმედ სამხედრო მოსამსახურეთა, თავდაცვის ძალებიდან დათხოვნილ პირთა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლთა, სამხედრო სამსახურის გავლის დროს, საომარი მოქმედებების შედეგად და სამშვიდობო ოპერაციებში დაღუპულთა, დასახიჩრებულთა, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალურ-სამართლებრივი გარანტიების უზრუნველსაყოფად, საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა, კომპეტენციის ფარგლებში, და ამ მიზნით სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან იმ დოკუმენტების დამოწმებული ასლებისა და სხვა მტკიცებულებების გამოთხოვა, რომლებიც შეიცავენ პერსონალურ მონაცემებს.“;

 გ.ბ) მე-2 პუნქტის „ა“-„გ“, „ე“-„ვ“ და „ი“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა)  სამინისტროს სისტემაში პროფესიული და წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტება;

ბ) სამინისტროს პროფესიული სამხედრო სამსახურის რიგითთა და კაპრალთა შემადგენლობის საკადრო საკითხებთან (გაწვევა, დანიშვნა, კონტრაქტის გაფორმება, პარალელური გადაადგილება, მოვალეობის დაკისრება, წოდების მინიჭება, უფლებამოსილების შეჩერება, თანამდებობიდან დროებით გათავისუფლება, დათხოვნა და ა.შ.) დაკავშირებით სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;

გ) სამხედრო პერსონალის კარიერული მართვის სამმართველოსთან კოორდინაციით, საკადრო საკითხებთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება ოფიცერთა და სერჟანტთა შემადგენლობასთან მიმართებაში, რომელიც განპირობებულია: ქვედანაყოფების დაკომპლექტების მოთხოვნებიდან გამომდინარე, მათი გაწვევის, თანამდებობაზე დანიშვნის, შტატების რეორგანიზაციის შედეგად იმავე ან იდენტურ თანამდებობაზე გადაადგილების, იმავე რანგის (დონის) თანამდებობაზე პარალელური გადაადგილების, თანამდებობიდან დროებით გათავისუფლების, თანამდებობიდან დროებით გათავისუფლებულის თანამდებობაზე დანიშვნის, ასევე სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ;“;

„ე) წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებით თავდაცვის ძალებში შემავალი ქვედანაყოფების დაკომპლექტების საკითხების ორგანიზება, აღრიცხვა და კონტროლი;“

ვ) კადრების განკარგულებაში მყოფი/თანამდებობიდან დროებით გათავისუფლებული პერსონალის შემდგომი სამსახურის გაგრძელებასთან დაკავშირებული ღონისძიებების უზრუნველყოფა;“;

„ი) მოსამსახურეთა სამშვიდობო ოპერაციებში წარსაგზავნად ბრძანებების პროექტების მომზადება და სათანადო სამივლინებო პროცედურების უზრუნველყოფა;“.

 გ.გ) მე-4 პუნქტის:

 გ.გ.ა) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„ლ) მინისტრის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით სამსახურებრივი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების და ჟეტონების დამზადება, აღრიცხვა და გაცემის ორგანიზება;“.

 გ.გ.ბ) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) კანონმდებლობის თანახმად, თავდაცვის ძალების მოქმედ სამხედრო მოსამსახურეთა, თავდაცვის ძალებიდან დათხოვნილ პირთა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლთა, სამხედრო სამსახურის გავლის დროს, საომარი მოქმედებების შედეგად და სამშვიდობო ოპერაციებში დაღუპულთა, დასახიჩრებულთა, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალურ-სამართლებრივი გარანტიების უზრუნველსაყოფად სათანადო ღონისძიებათა განხორციელება, კომპეტენციის ფარგლებში;“;

 დ) მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ზედამხედველობს სამხედრო ოპერაციების დაგეგმვას;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ჩიქოვანი