„სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის ტარების, შენახვის, გადატანა-გადაზიდვის, გადაგზავნისა და რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 28 თებერვლის №164 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 18
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 26/03/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/03/2024
სარეგისტრაციო კოდი 140120000.22.034.017446
18
26/03/2024
ვებგვერდი, 28/03/2024
140120000.22.034.017446
„სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის ტარების, შენახვის, გადატანა-გადაზიდვის, გადაგზავნისა და რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 28 თებერვლის №164 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №18

2024 წლის 26 მარტი

ქ. თბილისი

„სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის ტარების, შენახვის, გადატანა-გადაზიდვის, გადაგზავნისა და რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 28 თებერვლის №164 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის ტარების, შენახვის, გადატანა-გადაზიდვის, გადაგზავნისა და რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 28 თებერვლის №164 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 28/02/2014, 140120000.22.034.016290) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის:

1. 1212 მუხლის:

ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, უფლებამოსილი პოლიციელი უზრუნველყოფს იარაღის, მისი ძირითადი ელემენტებისა და საბრძოლო მასალის ჩამორთმევას, რის შესახებაც ადგენს ოქმს.“;

ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. ჩამორთმეული იარაღი, მისი ძირითადი ელემენტები და საბრძოლო მასალა გადაეცემა სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტს.“;

გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ჩამორთმეული იარაღის, მისი ძირითადი ელემენტებისა და საბრძოლო მასალის განკარგვა ხდება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში იარაღის ბრუნვისა და მისი კონტროლის ინსტრუქციის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1013 ბრძანებით დადგენილი წესით.“.

2. 1214 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) შემოწმებაზე უარის თქმის შემთხვევაში შესამოწმებელი იარაღის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 7 დღის ვადაში პოლიციის შესაბამის დანაყოფში წარმოდგენის ვალდებულებას, რომლის დარღვევაც წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1801 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას და იწვევს სამართალდამრღვევის სახელზე რეგისტრირებული იარაღის, მისი ძირითადი ელემენტებისა და საბრძოლო მასალის კონფისკაციას.“.

3. 1217 მუხლის:

ა) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. ამ მუხლის მე-9 პუნქტითა და ამ წესის 1216 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევა წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1801 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას და იწვევს სამართალდამრღვევის სახელზე რეგისტრირებული იარაღის, მისი ძირითადი ელემენტებისა და საბრძოლო მასალის კონფისკაციას.“;

ბ) მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი:

„11. ჩამორთმეული იარაღი, მისი ძირითადი ელემენტები და საბრძოლო მასალა გადაეცემა სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტს.“.

4. 1218 მუხლის:

ა) მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. თუ მესაკუთრე უარს აცხადებს პოლიციის შესაბამის დანაყოფში წარმოდგენილი იარაღების შემოწმებაზე, აღნიშნული მიიჩნევა შემოწმების მიზნით იარაღის პოლიციის შესაბამის დანაყოფში წარდგენის ვალდებულების დარღვევად და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1801 მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად იწვევს იარაღის, მისი ძირითადი ელემენტებისა და საბრძოლო მასალის კონფისკაციას.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტითა და ამ წესის 1217 მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პოლიციელს გამოაქვს დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის სახით იარაღის, მისი ძირითადი ელემენტებისა და საბრძოლო მასალის კონფისკაციის დაკისრების შესახებ და უზრუნველყოფს მის აღსრულებას.“;

ბ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:

„9. ჩამორთმეული იარაღი, მისი ძირითადი ელემენტები და საბრძოლო მასალა გადაეცემა სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტს.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური