„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში იარაღის ბრუნვისა და მისი კონტროლის ინსტრუქციის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1013 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 26/03/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/03/2024
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.017445
17
26/03/2024
ვებგვერდი, 28/03/2024
140130000.22.034.017445
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში იარაღის ბრუნვისა და მისი კონტროლის ინსტრუქციის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1013 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება  №17

2024 წლის 26 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში იარაღის ბრუნვისა და მისი კონტროლის ინსტრუქციის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1013 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში იარაღის ბრუნვისა და მისი კონტროლის ინსტრუქციის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1013 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, 140130000.22.034.016263) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის:

1. 36-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 361 მუხლი:

მუხლი 361

1. ადმინისტრაციული სახდელის სახით იარაღის კონფისკაციის დაკისრების, ასევე, „სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის ტარების, შენახვის, გადატანა-გადაზიდვის, გადაგზავნისა და რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 28 თებერვლის №164 ბრძანებით დამტკიცებული წესის 1212 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე ჩამორთმეული იარაღის შეიარაღების სამმართველოში მისაღებად, იარაღის ჩამორთმევიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, პოლიციელმა უნდა წარადგინოს:

ა) მიმართვა შეიარაღების სამმართველოს უფროსის სახელზე, რომელშიც აგრეთვე მიეთითება ინფორმაცია იარაღის ჩამორთმევის შესახებ დადგენილების ან ქმედების გასაჩივრების თაობაზე;

ბ) დალუქულ მდგომარეობაში არსებული იარაღი, მისი ძირითადი ელემენტები და საბრძოლო მასალა;

გ) დადგენილება/ოქმი იარაღის, მისი ძირითადი ელემენტებისა და საბრძოლო მასალის ჩამორთმევის შესახებ;

დ) ჩამორთმეული იარაღის ფოტოსურათ(ებ)ი.

2. იარაღის საწყობში ჩაბარების შემდეგ, იარაღის ჩამორთმევის შესახებ დადგენილების ან ქმედების გასაჩივრების შემთხვევაში, აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს შეიარაღების სამმართველოს.“.

2. 37-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 37

სამინისტროს დანაყოფების და სხვა სახელმწიფო დაწესებულებების მიერ ამოღებული (ჩამორთმეული), ნებაყოფლობით ჩაბარებული, ნაპოვნი იარაღის, საბრძოლო მასალის და აღჭურვილობის ჩაბარებისას წარმოდგენილი დოკუმენტების ამ ინსტრუქციის 36-ე ან 361 მუხლის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და კომპიუტერულ პროგრამაში აღრიცხვის/რეგისტრაციის შემდეგ, შეიარაღების სამმართველოს საწყობის პასუხისმგებელი პირი სამსახურებრივი ბარათის, მიმართვის საფუძველზე ახორციელებს აღრიცხვას, საწყობში არსებული, ამოღებული (ჩამორთმეული), ნებაყოფლობით ჩაბარებული, ნაპოვნი შეიარაღების, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის ბრუნვის ჟურნალში (დანართი №2), რის შემდგომაც ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი ორ ეგზემპლარად (დანართი №16), რომლის დედანი დაერთვის შემოსულ დოკუმენტაციას, ხოლო მეორე პირი გადაეცემა ჩამბარებელს.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური