„საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციის, რეგისტრაციის, აღიარებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 22 სექტემბრის №170/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 75/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 01/04/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/04/2024
სარეგისტრაციო კოდი 240080000.18.011.016842
75/04
01/04/2024
ვებგვერდი, 02/04/2024
240080000.18.011.016842
„საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციის, რეგისტრაციის, აღიარებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 22 სექტემბრის №170/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება  №75/04

2024 წლის 1 აპრილი

ქ. თბილისი

„საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციის, რეგისტრაციის, აღიარებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 22 სექტემბრის №170/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციის, რეგისტრაციის, აღიარებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 22 სექტემბრის №170/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge; 23/09/2020, ს/კ: 240080000.18.011.016504) დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ეროვნული ბანკი საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციის, რეგისტაციის ან აღიარების თაობაზე ან განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი განაცხადის მიღებიდან 45 სამუშაო დღის ვადაში, რის შესახებაც იგი წერილობით აცნობებს განმცხადებელს. აუცილებლობის შემთხვევაში ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 15 სამუშაო დღით, თუ ეროვნული ბანკი წინასწარ აცნობებს განმცხადებელს ამის თაობაზე. განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში ეროვნული ბანკი განმცხადებელს დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს დასაბუთებულ უარს. ეროვნული ბანკის მიერ ამ პუნქტით განსაზღვრულ ვადაში საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციის, რეგისტაციის ან აღიარების შესახებ განაცხადის დაკმაყოფილების ან მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიუღებლობის შემთხვევაში განაცხადი დაკმაყოფილებულად არ ჩაითვლება.“.

მუხლი 2
ამ ბრძანების მოქმედება ვრცელდება აგრეთვე საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციის, რეგისტრაციის ან აღიარების მიზნით ამ ბრძანების ამოქმედებამდე დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაზე.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელინათელა თურნავა