„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და დახმარების მიღების წესის დამტკიცების შესახებ" ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 6 თებერვლის N11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და დახმარების მიღების წესის დამტკიცების შესახებ" ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 6 თებერვლის N11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 01/04/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/04/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.128.016526
10
01/04/2024
ვებგვერდი, 01/04/2024
010250020.35.128.016526
„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და დახმარების მიღების წესის დამტკიცების შესახებ" ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 6 თებერვლის N11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №10

2024 წლის 1 აპრილი

დაბა ხარაგაული 

 

,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და დახმარების მიღების წესის დამტკიცების შესახებ’’ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 6 თებერვლის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილი იქნეს ცვლილება „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და დახმარების მიღების წესის დამტკიცების შესახებ’’ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 6 თებერვლის №11 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე ვებგვერდი, 07/02/2023 სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.128.016492).

1. დადგენილებით   დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის მეშვიდე პუნქტიდან  ამოღებული იქნეს  „ზ“  ქვეპუნქტი.

2.  დადგენილებით   დამტკიცებული  წესის მე-3 მუხლის მეორე პუნქტიდან  ამოღებული იქნეს „თ“ ქვეპუნქტი.

3. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის მესამე პუნქტიდან ამოღებული იქნას „ბ“ ქვეპუნქტი.

4. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლის მეორე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„გ) ბავშვების დაბადების მოწმობის ქსეროასლები ან მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი.“.

5.  დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლის მეორე პუნქტიდან ამოღებული იქნეს „დ“ ქვეპუნქტი.

6. დადგენილებით   დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მეორე პუნქტიდან  ამოღებული იქნეს „გ“ ქვეპუნქტი.

7. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-12 მუხლის პირველი პუნქტიდან ამოღებული იქნეს „ა“ ქვეპუნქტი.

8. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-12 მუხლის მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„2. დახმარება განისაზღვრება თვეში 70 ლარის ოდენობით.“.

9. დადგენილებით   დამტკიცებული წესის მე-12 მუხლის მეხუთე პუნქტს  დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა.“.

10. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-14 მუხლის პირველი პუნქტიდან ამოღებული იქნეს „ა“ ქვეპუნქტი.

11. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-14 მუხლის მესამე  პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული  ბენეფიციარების დახმარება გაიწევა პირადი განცხადების ან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მომართვის საფუძველზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2024 წლის პირველი მარტიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-8 პუნქტისა, რომელიც ამოქმედდეს 2024 წლის 1-ლი აპრილიდან. 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემანანა ბარბაქაძე