„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება

დოკუმენტის ნომერი 23
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 02/04/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/04/2024
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.017451
23
02/04/2024
ვებგვერდი, 03/04/2024
140130000.22.034.017451
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №23

2024 წლის 2 აპრილი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, 140130000.22.034.016246) დამტკიცებული წესის:

1. მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.ბ) მიღებული აქვს სრული ზოგადი განათლება, ინიშნება დეტექტივის ან უბნის უფროსი ინსპექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე და დანიშვნის მომენტისთვის აქვს სამინისტროს სისტემაში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;“.

2. 771 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 772 მუხლი:

„მუხლი 772. სამინისტროს მოსამსახურის სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე გაგზავნა

1. სამინისტროს მოსამსახურე, იმ დანაყოფის ხელმძღვანელის ინიციატივით/წარდგინებით, სადაც იგი მსახურობს, შეიძლება გაიგზავნოს აკადემიაში:

ა) გამომძიებელთა საბაზისო მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის გასავლელად იმ შემთხვევაში, თუ სამინისტროს მოსამსახურეს აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება და გავლილი აქვს პოლიციელთა საბაზისო მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა;

ბ) პოლიციელთა საბაზისო მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის გასავლელად იმ შემთხვევაში, თუ სამინისტროს მოსამსახურე სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოში დანიშნულია უბნის უმცროსი ინსპექტორის ან უმცროსი დეტექტივის თანამდებობაზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პროგრამაზე ჩარიცხვამდე სამინისტროს მოსამსახურე გადის შესარჩევ ტესტირებას აკადემიაში.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ, სამინისტროს მოსამსახურე ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის მიერ, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანება) გაგზავნილ იქნება აკადემიაში შესაბამისი სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის გასავლელად, რა დროსაც იგი თავისუფლდება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისგან.

4. აკადემიაში სწავლის პერიოდში, ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად გაგზავნილი სამინისტროს მოსამსახურე იღებს დაკავებული თანამდებობისთვის დადგენილ ხელფასს  სრულად.

5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ეტაპის ან შესაბამისი სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის წარუმატებლად გავლის შემთხვევაში, სამინისტროს მოსამსახურის იმავე პროგრამაზე ხელახლა წარდგენა დაუშვებელია უარყოფითი შედეგების დადგომიდან 3 თვის განმავლობაში. სამინისტროს მოსამსახურის ხელახალი წარდგენისას კვლავ უარყოფითი შედეგის დადგომის შემთხვევაში დაუშვებელია იმავე პროგრამაზე მისი წარდგენა უარყოფითი შედეგების დადგომიდან მომდევნო 6 თვის განმავლობაში.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური