„სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 23 აგვისტოს №152 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 23 აგვისტოს №152 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 998
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 30/04/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/04/2024
სარეგისტრაციო კოდი 190020060.22.027.017486
998
30/04/2024
ვებგვერდი, 30/04/2024
190020060.22.027.017486
„სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 23 აგვისტოს №152 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №998

2024 წლის 30 აპრილი

ქ. თბილისი

„სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 23 აგვისტოს №152 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 23 აგვისტოს №152 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 23/08/2012, სარეგისტრაციო კოდი: 190020060.22.027.016358) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააგენტოს საგრანტო პროგრამას შეიმუშავებს და თავმჯდომარეს დასამტკიცებლად წარუდგენს სააგენტოს ანალიტიკური სამსახური.“.

2. მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სხდომის ოქმი დგება ერთ ეგზემპლარად და ინახება სააგენტოს ანალიტიკურ სამსახურში.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრირატი ბრეგაძე