ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/04/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/05/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.127.016474
10
30/04/2024
ვებგვერდი, 01/05/2024
010250050.35.127.016474
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ
ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
 

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №10

2024 წლის 30 აპრილი

ქ. ზესტაფონი 

 

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ „ე“ „ვ“ და „ნ“ ქვეპუნქტებისა და 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის (№2738-XIმს-Xმპ; 04.04.2023) პირველი მუხლის, მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობების სია დანართი №1-ის შესაბამისად. 
მუხლი 2
დამტკიცდეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობები დანართი №2-ის შესაბამისად.

 

მუხლი 3
დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობების სია ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მიერ გამოყენებულ იქნეს:

ა) განაშენიანების დეტალური გეგმის განხილვა/დამტკიცებისას წარმოსადგენი გამწვანების პროექტის შეთანხმების ფარგლებში;

ბ) მშენებლობის ნებართვის გაცემისას წარმოსადგენი გამწვანების პროექტის შეთანხმების ფარგლებში;

გ) მუნიციპალიტეტის მიერ მწვანე ინფრასტრუქტურული პროექტების მოწყობის ფარგლებში. 

 

მუხლი 4
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავებისა და გამწვანებული ტერიტორიების დაცვის, მოვლა-პატრონობისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 29 თებერვლის №6 (ვებგვერდი, 01.03.2024 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.127.016470) დადგენილება.

 

მუხლი 5
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევახტანგ ღამბაშიძე



დანართი №1

 

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობების სია

 

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში გამწვანებისთვის გამოსაყენებელი ხემცენარეების სია

1

ირმის რქა სწორ შტამზე, ხედ ფორმირებული

Lagerstroemia indica

2

იფანი ჩვეულებრივი

Fraxinus excelsior

3

იფანი გრძელფოთოლა

Fraxinus coriariaefolia

4

ცაცხვი კავკასიური

Tilia caucasica

5

ცაცხვი პატარფოთოლა (გულფოთოლა)

Tilia cordata

6

ცაცხვი უნგრული

Tilia tomentosa

7

ნეკერჩხალი მინდვრის

Acer campestre

8

ნეკერჩხალი მაღალმთის

Acer trautvetteri

9

ნეკერჩხალი - ქორაფი

Acer cappadocicum

10

ნეკერჩხალი - ლეკის ხე

Acer platanoides

11

ნეკერჩხალი შაქრის

Acer saccharum

12

სოფორა იაპონური/„მტირალა“

Sophora japonica „Pendula“

13

წითელი ტყემალი

Prunus cerasifera 'Pisardii'

14

პანტა დეკორატიული შანტაკლერი

Pirus santacler

15

არღავანი ( იუდას ხე)

cercis siliquastrum

16

გინკო ბილობა

Ginkgo Biloba

17

მელია

Melia azedarach

18

 იმერული მუხა

Quercus longipes

19

ქვა მუხა (მარადმწვანე მუხა)

Quercus ilex

20

ქართული მუხა

Quercus iberica

21

ზეთისხილის ხე

Olea europaea

22

საკურა

Prunus serulata

23

ალბიცია (ლენქორანული „აკაცია“)

Albizzia julibrissin

24

ძელქვა

Zelkova carpinifolia

25

მაგნოლია

Magnolia grandiflora

26

ხეტიტა

Liriodendron tulipifera

27

ცხენისწაბლი

Aesculus hippocastanum

28

მტირალა ტირიფი

Salix babilonica

29

ჩვეულებრივი კაკალი

Junglas regia

30

თუთუბო

Rhus coriaria

31

კოწახური ჩვეულებრივი

Berberis vulgaris

32

ტყის ხურმა

Diospyros lotus

33

ბერყენა (სახოკიას)

Pyrus salicifolia

34

კუნელი

Crataegus caucasica

35

მიმოზა ხედფორმირებული

Acacia dealbata

36

ბროწეული

Punica granatum

წიწვოვანი ხეები

1

კვიპაროსი მარადმწვანე პირამიდალური

Cupressus sempervirens pyramidalis

2

კვიპაროსი მარადმწვანე ჰორიზონტალური

Cupressus sempervirens horizantalis

3

არიზონული კვიპაროსი

Cupressus arizonica

4

ლეილანდიის კვიპაროსი

cupressus leylandii

5

ჰიმალაის კედარი

Cedrus deodara

6

კავკასიური ფიჭვი

Pinus sosnowski var. hamata

7

იტალიური ფიჭვი

Pinus pinea

8

უთხოვარი

Taxus baccata

9

ვერცხლისფერი ნაძვი

Picea pungens glauca

 

ფოთლოვანი ბუჩქები და მრავალწლიანი ბალახი

1

ირმის რქა ბუჩქად ფორმირებული

Lagerstroemia indica

2

დიდფოთოლა აბელია

Abelia grandiflora

3

ბუდლეია

Budleja davidii

4

კოლხური ბზა

Buxus colchica

5

წვრილფოთოლა ბზა

Buxus microphylla

6

იაპონური ფშატი

Elaeagnus x ebbingei Limelight

7

ფოტინია წითელი

Photinia x fraseri Red Robin

8

ფოტინია მწვანე დიდი, ღობის

Photinia serrulata

9

ძახველი სურნელოვანი

Vibrunum tinus

10

ცხრატყავა (სხვადასხვა სახეობები)

Lonicera nitida

11

ცხრატყავა (სხვადასხვა სახეობები)

Lonicera caucasica

12

ცხრატყავა (სხვადასხვა სახეობები)

Lonicera iberica

13

ჩიტავაშლა (სხვადასხვა სახეობები)

Pyracantha melanocarpa

14

ჩიტავაშლა (სხვადასხვა სახეობები)

Pyracantha integerrima

15

ჩიტავაშლა (სხვადასხვა სახეობები)

Puracantha coccinea

16

ჭყორი მწვანე

Ilex aquifolium

17

ჭყორი ჭრელფოთოლა

Ilex aquifolium Argentea Merginata

18

ჭყორი კოლხური

Ilex colchica

19

ფიტოსპორუმი წვრილფოთოლა

Pittosporum tobira `Nana`

20

ფიტოსპორუმი საბორდიურე

Pittosporum tobira

21

კვიდო (ლიგუსტრუმი) მარადმწვანე

Ligustrum japonicum

22

კვიდო ჭრელფოთოლა

Ligustrum lucidum Variegata

23

ჰიბისკუსი (სირიული ვარდი) ბუჩქი

Hibiscus syriacus

24

ოლეანდრა ბუჩქად ფორმირებული

Nerium oleander

25

წყავი

Prunus laurocerasus

26

ვარდი (სხვადასხვა ჯიში)

Rosa

27

ნანდინა (სხვადასხვა ფორმა)

Nandina domestica,

Nandina domestica `Firepower`

28

ჭანჭყატი (სხვადასხვა ფორმა)

Euonymus japonicus

 

ხვიარა ბუჩქები და მრავალწლიანი ბალახები (ხვიარები)

1

გლიცინია

Wisteria sinensis

2

ტეკომა

Tecoma sp.

3

უსურვაზი

Parthenocissus tricuspidata

4

ცხრატყავა

Lonicera periclymenum, lonicera caprifolium, lonicera japonica, lonicera nitida

5

მარადმწვანე ჟასმინი, ხვიარა

Jasminum grandiflorum

6

კოლხური სურო

Hedera colchica

7

წვრილფოთოლა სურო

Hedera helix

8

კატაბარდა

Glematis sp. Glematis armandii, Glematis paniculata, Glemaris mandscuirica, Glematis douglasii

9

ლავანდა

Lavandula angustifolia

10

როზმარინი

Rosmarinus

11

წივანა

Festuca sp.

12

მაჯაღვერი

Daphne mezereum

 

წიწვოვანი ბუჩქები

1

ტუია ნანა-ოქროსფერი

Thuja orientalis Aurea Nana

2

ტუია სმარაგდი

Thuja occidentalis `Smaragd`

3

ტუია ბრაბანტის

Thuja occidentalis `Brabant`

4

ტუია ოქროსფერი

Thuja occidentalis `Gold`

5

ბიოტა (ტუია საბორდიურე)

Thuja occidentalis `Gold`

6

ღვია ოქროსფერი

Juniperus x pfitzeriana `Mordigan Gold`

7

ღვია ვერცხლისფერი

Juniperus virginiana `Silver Spreader`/globosa

8

ღვია გართხმული

Juniperus horizontalis

9

ჯუჯა ფიჭვი

Pinus pumilio, pinus mugo mugus

10

ჯუჯა ნაძვი

Picea glauca conica/ globosa

11

უთხოვარის ბუჩქი

Taxus baccat

 

 


დანართი №2

 

ზესტაფოის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობები 

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტორული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით განსაზღვრული განაშენიანების დეტალური გეგმის ფარგლებსა და მშენებლობის ნებართვის გაცემის ფარგლებში შესათანხმებელი გამწვანების პროექტთან დაკავშირებული მოთხოვნების განსაზღვრა, აგრეთვე მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებით გათვალისწინებული დაგეგმილი გამწვანების (რომელშიც აღწერილია სავარაუდო გამწვანების პროექტი) დაკავშირებული მოთხოვნების განსაზღვრა.

2. ამ დადგენილების მოქმედება ვრცელდება საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტორული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით გათვალისწინებულ გამწვანების პროექტზე, გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა და იმ ფუნქციური ზონისა, რომელშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი განსაზღვრული არ არის.

3. გამოყენებულ ტერმინებს აქვთ საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტორული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის მე-3 მუხლით განსაზღვრული მნიშვნელობა.

მუხლი 2. განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის ეტაპზე დასამუშავებელი გამწვანების ზოგადი პროექტი

1. განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის დამტკიცების ეტაპზე წარსადგენი გამწვანების ზოგადი პროექტი უნდა მოიცავდეს დაგეგმილი გამწვანების შესახებ ზოგად მონაცემებს.

2. გამწვანების ზოგადი პროექტის შეთანხმების პირობები:

ა) გამწვანების ზოგადი პროექტის ეტაპზე წარმოდგენილი უნდა იქნეს მწვანე ნარგავების აღწერისა და მათი ხარისხობრივი შეფასების შესახებ გაცემული საექსპერტო დასკვნა, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ამ დადგენილების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ პირობებს;

ბ) გამწვანების ზოგადი პროექტი უნდა მოიცავდეს საპროექტო ტოპოგრაფიულ გეგმას, რომელზეც დატანილი უნდა იქნეს გასამწვანებელი არეალები;

გ) გამწვანების ზოგადი პროექტის ეტაპზე წარმოდგენილი უნდა იქნეს პროექტის განხორციელებისთვის ხელშემშლელი მოსაჭრელი/გადასარგავი მწვანე ნარგავების შესახებ ინფორმაცია ცხრილის სახით, საპროექტო არეალში შემავალი თითოეული მიწის ნაკვეთისთვის ცალ-ცალკე;

დ) მოსაჭრელი/გადასარგავი მწვანე ნარგავები შესაბამისი ნუმერაციითა და პირობითი აღნიშვნებით დატანილი უნდა იქნეს საპროექტო ტოპოგრაფიულ გეგმაზე;

ე) პროექტის განხორციელებისთვის ხელშემშლელი მოსაჭრელი, ჯანსაღი, ღირებული მწვანე ნარგავების რაოდენობა არ უნდა აჭარბებდეს ტერიტორიაზე არსებული ჯანსაღი ღირებული მწვანე ნარგავების 25 %-ს;

ვ) გამწვანების ზოგად პროექტში მითითებული უნდა იყოს დაგეგმილი ფუნქციური ზონის შესაბამისი გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი/ები შესაბამის საანგარიშო ფართობ(ებ)თან ერთად.

მუხლი 3. განაშენიანების დეტალური გეგმით გათვალისწინებული გამწვანების პროექტი

1. განაშენიანების დეტალური გეგმით გათვალისწინებული გამწვანების პროექტი შედგენილი უნდა იყოს მიწის ნაკვეთის ფუნქციური ზონირების შესაბამისად, გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა და იმ ფუნქციური ზონისა, რომელშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი განსაზღვრული არ არის.

2. გამწვანების პროექტით გათვალისწინებული უნდა იყოს:

ა) გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი შესაბამის საანგარიშო ფართობთან ერთად, რომლის ათვისებაც ტერიტორიაზე უნდა განხორციელდეს მწვანე ნარგავებით;

ბ) გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობა და დახასიათება (მათ შორის, ხნოვანება, გარშემოწერილობა, სიმაღლე);

გ) არსებული, გადასარგავი და საპროექტოდ დასარგავი მწვანე ნარგავების გაშენების არეალი;

დ) გამწვანების პროექტის დასრულების თარიღი;

ე) გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი პირი;

ვ) ფოტომონტაჟის სახით მოცემული გამწვანების პროექტის გამოსახულება;

ზ) დამატებითი საინფორმაციო დაფის ამსახველი ფოტოსურათები, რომლებზედაც მითითებულია ინფორმაცია სამშენებლო ობიექტზე გამწვანების მინიმალური კოეფიციენტით განსაზღვრული ფართობის ათვისების, გამწვანების პროექტის ძირითადი ასპექტებისა და პარამეტრების შესახებ.

3. გამწვანების პროექტის ფარგლებში დასარგავი მწვანე ნარგავების სახეობები უნდა შეირჩეს ამ დადგენილების დანართი №1-ის გათვალისწინებით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი პრიორიტეტული ხე-მცენარეების სიიდან.

4. გამწვანების პროექტი უნდა მოიცავდეს საპროექტო ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების აღწერისა და მათი ხარისხობრივი შეფასების შესახებ გაცემულ საექსპერტო დასკვნას.

5. მწვანე ნარგავების აღწერისა და მათი ხარისხობრივი შეფასების შესახებ გაცემული საექსპერტო დასკვნა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

ა) გაცემული უნდა იყოს შესაბამისი ექსპერტის მიერ. ექსპერტთა სიის განსაზღვრის უფლებამოსილება აქვს მუნიციპალიტეტს;

ბ) შედგენილი უნდა იყოს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტორული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის მე-3 მუხლით გათვალისწინებული ტერმინების გამოყენებით;

გ) მწვანე ნარგავების ხარისხობრივ შეფასებაზე გაცემულ საექსპერტო დასკვნაში მითითებული უნდა იქნეს შემდეგი ინფორმაცია:

გ.ა) მწვანე ნარგავების შესწავლისა და დასკვნის გაცემის თარიღი, ადგილი (მისამართი, საკადასტრო კოდი) და საფუძველი;

გ.ბ) ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების საერთო რაოდენობა და შეფასებული მწვანე ნარგავების რაოდენობა;

გ.გ) კვლევის ჩატარების მეთოდი;

გ.დ) ინფორმაცია მწვანე ნარგავების სახეობის, მდგომარეობის, დიამეტრის (მიწის ზედაპირიდან 10 სმ სიმაღლეზე) და საჭიროების შემთხვევაში ხნოვანების თაობაზე;

გ.ე) მწვანე ნარგავების ნუმერაციის მიხედვით კვლევის ამსახველი ფერადი ფოტომასალა, რომელზეც თვალსაჩინოდ უნდა ჩანდეს საპროექტო ტერიტორიაზე აღწერილი თითოეული მწვანე ნარგავის ხარისხობრივი მდგომარეობა (როგორც ღერო, ასევე ვარჯი) და საექსპერტო დასკვნის შესაბამისად მინიჭებული ნუმერაცია;

გ.ვ) დაავადებული/წვერხმელი მწვანე ნარგავების შემთხვევაში დასკვნას უნდა ერთოდეს ლაბორატორიული კვლევის ამსახველი დოკუმენტი, ასეთის საჭიროებისას, და დასაბუთება იმის თაობაზე, ექვემდებარება თუ არა აღნიშნული ხემცენარე გამოჯანსაღებას;

გ.ზ) ჯანსაღი მწვანე ნარგავების შემთხვევაში ექსპერტის დასაბუთებული არგუმენტაცია ხემცენარის გადარგვისა და მისი გახარების შესაძლებლობის თაობაზე;

გ.თ) წვერხმელი მწვანე ნარგავების შემთხვევაში, მწვანე ნარგავის რა ნაწილია ხმელი.

გ.ი) საექსპერტო დასკვნა უნდა მოიცავდეს ტოპოგრაფიულ გეგმას, რომელზეც დატანილი უნდა იყოს საპროექტო ობიექტების სქემა (შენობა-ნაგებობები, გზა, პარკინგი, და სხვა) და საექსპერტო დასკვნაში აღწერილი მწვანე ნარგავები შესაბამისი ნუმერაციით, ასევე, ტოპოგრაფიულ გეგმაზე აღნიშნული უნდა იყოს საპროექტო შენობასა და მწვანე ნარგავებს შორის არსებული მანძილები.

მუხლი 4. მშენებლობის ნებართვის მისაღებად წარდგენილი სანებართვო განაცხადისთვის თანდართული გამწვანების პროექტი

1. მშენებლობის ნებართვის მისაღებად წარდგენილი გამწვანების პროექტი უნდა მოიცავდეს:

ა) განაშენიანების დეტალური გეგმის არსებობის შემთხვევაში − ამ გეგმის ფარგლებში შეთანხმებულ გამწვანების პროექტს;

ბ) გამწვანების მინიმალური კოეფიციენტით განსაზღვრულ ფართობს, გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობას და დახასიათებას (მათ შორის, ხნოვანება, გარშემოწერილობა, სიმაღლე), გამწვანების პროექტის დასრულების თარიღს, გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობისთვის პასუხისმგებელ პირს, ფოტომონტაჟის სახით მოცემულ გამწვანების პროექტის გამოსახულებას;

გ) დამატებითი საინფორმაციო დაფის ამსახველ ფოტოსურათებს, რომელზედაც მითითებულია ინფორმაცია სამშენებლო ობიექტზე გამწვანების მინიმალური კოეფიციენტით განსაზღვრული ფართობის ათვისების, გამწვანების პროექტის ძირითადი ასპექტებისა და პარამეტრების შესახებ.

2. ეს მუხლი არ ვრცელდება ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებსა და იმ შენობა-ნაგებობების არქიტექტურულ პროექტებზე, რომელთა შეთანხმებაც მოთხოვნილია მიწის ნაკვეთის იმ ფუნქციურ ზონაში, რომელშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი განსაზღვრული არ არის.

3. სამშენებლო ნებართვის მფლობელმა, ნებართვის დადგენილი წესით გაცემიდან 10 დღის ვადაში არსებული საინფორმაციო დაფის გვერდით უნდა განათავსოს სხვა, დამატებითი საინფორმაციო დაფა, რომელზედაც უნდა მიეთითოს ინფორმაცია სამშენებლო ობიექტზე გამწვანების მინიმალური კოეფიციენტით განსაზღვრული ფართობის ათვისების, გამწვანების პროექტის ძირითადი ასპექტებისა და პარამეტრების შესახებ (გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა და იმ შენობა-ნაგებობების არქიტექტურული პროექტებისა, რომელთა შეთანხმებაც მოთხოვნილია მიწის ნაკვეთის იმ ფუნქციურ ზონაში, რომელშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი განსაზღვრული არ არის), კერძოდ:

ა) გამწვანების მინიმალური კოეფიციენტით განსაზღვრული ფართობი;

ბ) გამწვანების პროექტის შეთანხმების თარიღი;

გ) გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობა და დახასიათება (მათ შორის, ხნოვანება, გარშემოწერილობა, სიმაღლე);

დ) გამწვანების პროექტის დასრულების თარიღი;

ე) ინფორმაცია გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობისთვის პასუხისმგებელი პირის შესახებ;

ვ) გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლის ხანგრძლივობა;

ზ) შეთანხმებული გამწვანების პროექტის მაკეტი ან/და გამოსახულება ფოტომონტაჟის სახით.

მუხლი 5. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებით 

გათვალისწინებული დაგეგმილი გამწვანების პროექტი

1. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებით გათვალისწინებულია დაგეგმილი გამწვანების პროექტის წარდგენა, მასში უნდა აღიწეროს სავარაუდო გამწვანების პროექტი.

2. დაგეგმილი გამწვანების პროექტი უნდა მოიცავდეს:

ა) ინფორმაციას დაგეგმილი გამწვანების შესახებ, რომელშიც აღწერილია სავარაუდო გამწვანების პროექტი, გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა;

ბ) ექსპერტის დასკვნას მიწის ნაკვეთზე არსებული მწვანე ნარგავის/ნარგავების აღწერისა და ხარისხობრივი შეფასების შესახებ;

გ) ტოპოგრაფიულ გეგმას, რომელზედაც აღნიშნულია მწვანე ნარგავები ექსპერტის დასკვნით მინიჭებული ნომრების მიხედვით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები არ მოითხოვება იმ ფუნქციურ ზონაზე, რომელშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი განსაზღვრული არ არის.