„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 მარტის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/04/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/05/2024
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.132.016632
17
30/04/2024
ვებგვერდი, 01/05/2024
010260020.35.132.016632
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 მარტის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
 
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №17

2024 წლის 30 აპრილი

ქ. ბათუმი

„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 მარტის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 მარტის №20 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: საქ­ა­რ­თ­ველოს საკანონმდებლო მაცნე, www.mats­ne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 21/03/2018, სა­რეგისტრაციო კოდი: 010260020.35.132.016368) შეტანილ იქნეს ცვლი­ლება და დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის დებულების“:

1. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-7 მუხლის პირველ პუნქტს „ი“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“, „ი2“, „ი3“, „ი4“ და „ი5“ ქვეპუნქტები:

„ი1) უზრუნველყოფს ისტორიული ნაწილის, მასში არსებული ძეგლების, მათი ისტორიულად ჩამოყალიბებული ბუნებრივი და ხელოვნური გარემოს შენარჩუნების და ისტორიული განაშენიანების ზონის განვითარების მიზნით შესაბამისი წინადადებების, სამშენებლო და სხვა საქმიანობის მარეგულირებელი რეჟიმების დამდგენი დოკუმენტაციის შემუშავებას;

2) უზრუნველყოფს კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების დამტკიცებისათვის საჭირო მონაცემების შეგროვებას, ისტორიული განაშენიანებისა და განაშენიანების რეგულირების დაცვის ზონის დოკუმენტაციის განხილვა-დამუშავებას და შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;

3) უზრუნველყოფს ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონების დადგენისა და  ისტორიული, კულტურული, ესთეტიკური ფასეულობის მქონე ბუნებრივი ტერიტორიების განვითარების მიზნით შესაბამისი წინადადებების, დოკუმენტაციის შემუშავებას;

4) მონაწილეობას იღებს ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმის შედგენაში და უზრუნველყოფს შესაბამისი წინადადებების და დოკუმენტაციის შემუშავებას;

5) სწავლობს ისტორიული განაშენიანების ზონის ფარგლებში ნებისმიერი სახის სამშენებლო თუ სხვა სახის სამუშაოების წარმოების შესაძლებელობის საკითხს, განიხილავს შესაბამის პროექტებს და აფასებს დასაშვებობის საკითხს ისტორიული განაშენიანების ზონებში პროექტებით გათვალისწინებული სამუშაოების წარმოების შესაძლებლობის შესახებ;“.

3. მე-8 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) უზრუნველყოფს მშენებლობის შეტყობინების თაობაზე ადმინისტრაციულ წარმოებას და შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადებას;

ბ) „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. მე-9 მუხლი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარერამაზ ჯინჭარაძე