„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 151
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/04/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/04/2024
სარეგისტრაციო კოდი 200230110.10.003.024544
151
26/04/2024
ვებგვერდი, 26/04/2024
200230110.10.003.024544
„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №151

2024 წლის 26 აპრილი

 ქ. თბილისი

 

„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/12/2011, 200230110.10.003.016633) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“:

1. მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მომჩივანი – პირი, რომელიც არ ეთანხმება საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ საქართველოს საგადასახადო/საბაჟო კანონმდებლობის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებას და მას ასაჩივრებს დავის განმხილველ ორგანოში. ამასთან, ამ რეგლამენტის მიზნებისთვის, მომჩივნად ასევე ითვლება ფიზიკური პირი, რომელიც სადავო აქტით/აქტებით მოცულ პერიოდში/პერიოდებში ასრულებდა საწარმოს/ორგანიზაციის ხელმძღვანელის მოვალეობას და აღნიშნული აქტის/აქტების საფუძველზე საგადასახადო ორგანოს მიერ ამ საწარმოზე/ორგანიზაციაზე დამატებით დარიცხული თანხა 100 000 ლარს აღემატება და იწვევს აღნიშნული ფიზიკური პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას − მხოლოდ შესაბამის დავასთან მიმართებით.

შენიშვნა: ამ ქვეპუნქტის მოქმედება არ ვრცელდება ფიზიკურ პირზე, რომელიც ასაჩივრებს სადავო აქტს/აქტებს, თუ არსებობს იმავე  აქტზე/აქტებზე საწარმოს/ორგანიზაციის მიმართ დავის განმხილველი ორგანოს/სასამართლოს გადაწყვეტილება ან/და იმავე აქტზე/აქტებზე დავის განმხილველ ორგანოში/ სასამართლოში მიმდინარეობს საწარმოს/ორგანიზაციის საჩივრის განხილვა;“.

2. მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 19. მომჩივნის ინფორმირება ზეპირი განხილვის ჩანიშვნის თაობაზე

საჩივრის ზეპირი განხილვის თაობაზე სხდომის ჩატარების შესახებ არანაკლებ წინა დღისა ეცნობება მომჩივანს აპარატის ხელთ არსებული ნებისმიერი ტექნიკური საშუალებით. დადგენილი წესით მიწვეულ მხარეთა და დაინტერესებულ პირთა საბჭოს სხდომაზე გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საჩივრის განხილვას.“.

3. მე-20 მუხლს მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 − 33 პუნქტები:

„31. საბჭოსთვის არგუმენტაციის წარდგენის ძირითადი მიზანია წერილობით წარდგენილი მასალებიდან განსხვავებული, მათი შემავსებელი ინფორმაციის/მოსაზრებების მიწოდება.

32. სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია, მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს განუსაზღვროს გონივრული დრო ზეპირი არგუმენტაციის/ დასკვნითი სიტყვის წარსადგენად.

33. საბჭო უფლებამოსილია, არ მოისმინოს ერთხელ უკვე მიწოდებული (წერილობით ან ზეპირი ფორმით) ინფორმაცია.“.

4. მე-20 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ზეპირ განხილვაზე მყოფი პირები ვალდებულნი არიან, დაემორჩილონ სხდომის თავმჯდომარის მითითებებს, დაიცვან წესრიგი, არ გააკეთონ რეპლიკები ან სხვაგვარად არ შეუშალონ ხელი სხდომის ნორმალურ მიმდინარეობას. სხდომის თავმჯდომარეს უფლება აქვს, დაატოვებინოს სხდომა წესრიგის დამრღვევს.“.

5. მე-20 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 201 მუხლი:

მუხლი 201. დისტანციური სხდომა

1. დისტანციური სხდომა მიმდინარეობს ტექნიკური საშუალების გამოყენებით, რომელიც საქმის განხილვის მონაწილეებს აძლევს ერთმანეთთან აუდიო- და ვიდეოკომუნიკაციის რეალურ დროში დამყარების შესაძლებლობას.

2. თუ საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულება, რომლის სრულფასოვანი გამოკვლევა მოითხოვს მის ფიზიკურ დათვალიერებას/ადგილზე შესწავლას, საბჭო იღებს გადაწყვეტილებას დისტანციური სხდომის გადადების თაობაზე. დისტანციური სხდომა შეიძლება, გაგრძელდეს მას შემდეგ, რაც მხარე(ებ)ს მიეცემათ შესაბამისი მტკიცებულების დათვალიერების გაცნობის შესაძლებლობა. ეს წესი არ გამოიყენება, თუ მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ ფაქტს/გარემოებას, რომლის დასადასტურებლადაც შესაბამისი მტკიცებულება არის წარმოდგენილი ან/და შესაბამისი ფაქტი/გარემოება არ საჭიროებს მტკიცებას.

3. დისტანციურ სხდომაზე სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გამოკვლევა დაუშვებელია. 

4. თუ სხდომის მიმდინარეობისას გამოვლინდა ტექნიკური ხარვეზი, რაც ხელს უშლის სხდომის ჩატარებას, სხდომის თავმჯდომარე იღებს გადაწყვეტილებას ტექნიკური შესვენების გამოცხადების/საბჭოს სხდომის არაუმეტეს 30 დღით გადადების თაობაზე.

5. დისტანციური სხდომის მიმდინარეობისას გამოიყენება ამ რეგლამენტით დადგენილი ზოგადი წესები, სხდომის დისტანციურობის თავისებურებების გათვალისწინებით.“.

6. 28-ე მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 281 მუხლი:

„მუხლი 28 1. საჩივრის განხილვის შეჩერების საფუძვლები

1. საჩივრის განხილვის შეჩერების საფუძვლებია:

ა) მომჩივნის მიერ წარდგენილ საჩივარზე, ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, შესაბამისი შეტყობინების გაგზავნა;

ბ) დავის განმხილველი ორგანოსათვის საჩივრის გადასაწყვეტად საჭირო ინფორმაციის ან მტკიცებულებების/დოკუმენტაციის, მომჩივნის ან/და მოპასუხე ორგანოდან წერილობით გამოთხოვა;

გ) მხარის მოტივირებული შუამდგომლობა დამატებითი ინფორმაციის ან/და დოკუმენტაციის მოსაპოვებლად;

დ) ამ რეგლამენტის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა;

ე) ამ რეგლამენტის 201 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა;

ვ) დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე საბჭოს წევრთა არასაკმარისი რაოდენობით შეკრება (კვორუმის არარსებობა);

ზ) დისტანციურ სხდომაზე ტექნიკური ხარვეზის გამოვლენა, რაც ხელს უშლის სხდომის ჩატარებას.

2. თუ დავის განმხილველი ორგანოს/აპარატის დავალების შესრულება დადგენილ ვადაში ვერ ხერხდება, ამის შესახებ გონივრულ ვადაში უნდა ეცნობოს დავის განმხილველ ორგანოს.

3. დამატებითი ინფორმაციის ან/და დოკუმენტაციის მოპოვების საფუძვლით საჩივრის განხილვის შეჩერების საერთო ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 45 დღეს.“.

7. 30-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 30. განხილვის შეჩერება კვორუმის არარსებობის გამო

1. დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე საბჭოს წევრთა არასაკმარისი რაოდენობის შეკრების შემთხვევაში, საბჭოს აპარატი წერილობით ატყობინებს საგადასახადო/საბაჟო დავაში ჩართულ პირებს განხილვის შეჩერების მიზეზისა და ვადის თაობაზე.

2. დავების განხილვის საბჭოს სხდომის ჩაუტარებლობის შემთხვევაში, საბჭოს თავმჯდომარეს ან მის მოადგილეს, ხოლო მათი არყოფნის შემთხვევაში – საბჭოს სხდომაზე დამსწრე წევრს, უფლება აქვს, მიიღოს გადაწყვეტილება აღნიშნულ საბჭოს სხდომაზე განსახილველი საჩივრის განხილვის არაუმეტეს 30 დღით შეჩერების თაობაზე, რის შესახებაც ეცნობება მომჩივანს.“.

8. 39-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მომჩივანს დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება ეგზავნება მატერიალური ან ელექტრონული ფორმით მისი ხელმოწერიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლით დადგენილი წესით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, ხოლო დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2022 წლის 24 მარტიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე