„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 15 დეკემბრის №589 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 15 დეკემბრის №589 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 34
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 29/04/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/04/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/05/2024
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.034.017462
34
29/04/2024
ვებგვერდი, 29/04/2024
010240030.22.034.017462
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 15 დეკემბრის №589 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №34

2024 წლის 29 აპრილი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 15 დეკემბრის №589 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

 


მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 15 დეკემბრის №589 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 15/12/2017, 010240030.22.034.016687) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

1.  მე-5 მუხლის:

ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯარო და პერსონალურ მონაცემთა შემცველი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;“;

ბ) „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-6 მუხლის „დ“- ზ1“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების მიზნით უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემის შესაბამისი დანაყოფებიდან ინფორმაციის/დოკუმენტაციის გამოთხოვასა და დამუშავებას;

ე) საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, სამინისტროს სისტემის გამჭვირვალობისა და საჯაროობის უზრუნველსაყოფად, შეიმუშავებს სტანდარტებს, ნერგავს ერთიან პრაქტიკას და აღნიშნულ საკითხებზე საერთო კოორდინაციას უწევს სამინისტროს სისტემის დანაყოფებს;

ვ) სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობის მიზნით, კომუნიკაციის შესაბამისი სტანდარტების გათვალისწინებით, ახორციელებს ეფექტიანი ინსტრუმენტების შექმნას;

ზ) საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული განცხადებებისა და წინადადებების ანალიზს, რეკომენდაციის მომზადების მიზნით;

1) კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების კოორდინაციასა და ანგარიშის მომზადებას, ამ მიზნით სამინისტროს სისტემის დანაყოფებიდან ინფორმაციის გამოთხოვასა და დამუშავებას;“.

3. მე-9 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ინფორმაციის ანალიზისა და კოორდინაციის განყოფილება.“;

ბ)  მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საჯარო ინფორმაციის სამმართველო:

ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უზრუნველყოფს საჯარო და პერსონალურ მონაცემთა შემცველი ინფორმაციის გაცემას, ამ მიზნით, სამინისტროს სისტემის შესაბამისი დანაყოფიდან ინფორმაციის/დოკუმენტაციის გამოთხოვასა და დამუშავებას;

ბ) საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების მიზნით უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემის დანაყოფებიდან ინფორმაციის/დოკუმენტაციის გამოთხოვასა და დამუშავებას;

გ) საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, სამინისტროს სისტემის გამჭვირვალობისა და საჯაროობის უზრუნველსაყოფად, შეიმუშავებს სტანდარტებს, ნერგავს ერთიან პრაქტიკას და აღნიშნულ საკითხებზე საერთო კოორდინაციას უწევს სამინისტროს სისტემის დანაყოფებს;

დ) სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობის მიზნით, კომუნიკაციის შესაბამისი სტანდარტების გათვალისწინებით, ახორციელებს ეფექტიანი ინსტრუმენტების შექმნას;

ე) საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული განცხადებებისა და წინადადებების ანალიზს, რეკომენდაციის მომზადების მიზნით;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების კოორდინაციასა და ანგარიშის მომზადებას, ამ მიზნით სამინისტროს სისტემის შესაბამისი დანაყოფიდან ინფორმაციის გამოთხოვასა და დამუშავებას;

ზ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს, ასევე, ადმინისტრაციის უფროსის ან/და უფროსის მოადგილის სხვა დავალებებს.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2024 წლის 1 მაისიდან.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური