„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში იარაღის შენახვის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 10 ივლისის №49 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში იარაღის შენახვის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 10 ივლისის №49 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 48
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 01/05/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/05/2024
სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.017225
48
01/05/2024
ვებგვერდი, 02/05/2024
120340000.22.026.017225
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში იარაღის შენახვის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 10 ივლისის №49 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს თავდაცვის  მინისტრის 

ბრძანება №48

2024 წლის 1 მაისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში იარაღის შენახვის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 10 ივლისის №49 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში იარაღის შენახვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 10 ივლისის №49 ბრძანებაში (ვებგვერდი, 11/07/2017, სარეგისტრაციო კოდი: 120340000.22.026.016500) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მფლობელობაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვის წესის დამტკიცების შესახებ“;

ბ) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავდაცვის კოდექსის 155-ე მუხლის მე-10 ნაწილისა და „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:“;

გ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1

დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მფლობელობაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვის წესი.“.

2. ბრძანებით დამტკიცებული წესის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მფლობელობაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვის წესი“;

 

ბ) მე-5 მუხლის:

ბ.ა) მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ.ბ) 21-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. დაცვის ჯგუფის შენობაში განთავსებული საბრძოლო მასალების შენახვაზე განთავსების აქტი (დანართი N19) განკუთვნილია სამხედრო ნაწილებში დაცვის ჯგუფის შენობაში შენახვაზე განთავსებული საბრძოლო მასალის აღრიცხვისა და პასუხისმგებელი პირების განსაზღვრისთვის.“;

გ) მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 19

1. საწყობში (საცავში) განთავსდება:

ა) სამუშაო მაგიდა და სკამი;

ბ) ტემპერატურის საზომი ხელსაწყო;

გ) საწყობის (საცავის) პასპორტი;

დ) მატერიალური ქონების დათვალიერების ჟურნალი;

ე) იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის ტექნიკური დათვალიერების ჟურნალი;    

ვ) ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებები;

ზ) ფანარი ან ალტერნატიული განათების საშუალება;

თ) საინფორმაციო დაფა და მასზე განთავსდება:

თ.ა) შიდა მოწყობილობის ინვენტარისა და ინსტრუმენტების ნუსხა;

თ.ბ) მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების ევაკუაციის სქემა;

თ.გ) ინსტრუქცია ხანძარსაწინააღმდეგო ზომების შესახებ;

თ.დ) სხვა საჭირო ინსტრუქციები.

2. საიარაღო ოთახში განთავსდება:

ა) სამუშაო მაგიდა და სკამი;

ბ) პირამიდები ან/და იარაღის შესანახი ყუთები;

გ) პისტოლეტების შესანახი რკინის სეიფი ან რკინის ყუთი;

დ) იარაღის საბრძოლო კომპლექტი;

ე) ფანარი ან ალტერნატიული განათების საშუალება;

ვ) ხანძარსაწინააღმდეგო საშუალება;

ზ) იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის ტექნიკური დათვალიერების ჟურნალი;

თ) იარაღის ევაკუაციისათვის განსაზღვრული ყუთები;

ი) საინფორმაციო დაფა და მასზე განთავსდება:

ი.ა) მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების ნუსხა;

ი.ბ) მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების ევაკუაციის გეგმა;

ი.გ) იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის შენახვისა და დაცვის წესები;

ი.დ) იარაღის, საბრძოლო მასალებისა და აღჭურვილობის შემოწმების გრაფიკი;

ი.ე) ინსტრუქცია ხანძარსაწინააღმდეგო ზომების შესახებ;

ი.ვ)  სხვა საჭირო ინსტრუქციები.

3. იარაღის გაწმენდის ადგილზე შეიძლება განთავსდეს:

ა) იარაღის გაწმენდისათვის სპეციალური მაგიდები;

ბ) ურნა გამოყენებული (ზეთიანი) ჩვრებისათვის;

გ) ინსტრუქცია იარაღის გაწმენდისა და დაზეთვის შესახებ;

დ) იარაღის გაწმენდის საშტატო და არასაშტატო (ხელნაკეთი) საკუთვნოების და ხელსაწყოების ნიმუშები, მათი გამოყენების აღწერით.

4. საწყობში (საცავში) ან საიარაღო ოთახში დაუშვებელია ღია ალით, აგრეთვე თხევადი საწვავის გამოყენებით გასანათებელი ხელსაწყოების გამოყენება.

5. საწყობში (საცავში) ან საიარაღო ოთახში დაუშვებელია საწვავის და ადვილად აალებადი მასალის (გარდა იარაღის საწმენდი ზეთისა) შენახვა.”;

დ) მე-20 მუხლის:

დ.ა) მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საწყობიდან (საცავიდან) ქვედანაყოფის მორიგესთან და დაცვის ჯგუფის უფროსთან;

გ) საბრძოლო ტექნიკის საცავებიდან და სარემონტო საამქროებიდან – ქვედანაყოფის მორიგესთან და დაცვის ჯგუფის უფროსთან.“;

 დ.ბ) მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სიგნალიზაციის მუშაობა უნდა შეამოწმოს:

ა) დასაცავ ობიექტზე პასუხისმგებელმა პირმა ყოველდღიურად;

ბ) ქვედანაყოფის მორიგემ და დაცვის ჯგუფის უფროსმა, ობიექტის მიღება-ჩაბარების დროს.

7. ქვედანაყოფის მორიგემ სიგნალიზაციის მუშაობის შედეგები უნდა ასახოს მორიგეობის მიღება-ჩაბარების ჟურნალში, ხოლო დაცვის ჯგუფის უფროსმა – დაცვის ჯგუფის უწყისში.

8. სიგნალიზაციის სისტემის ექსპლუატაციის წესებს და მისი გამართულობის კონტროლის ვადებს, აგრეთვე თანამდებობრივ პირთა ფუნქციონალურ მოვალეობებს, მათ შორის სიგნალიზაციის არასანქციონირებული ამოქმედების დროს განსაზღვრავს ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, რაც აისახება ქვედანაყოფის მორიგისა და დაცვის ჯგუფის უფროსის ინსტრუქციებში.“;  

ე) 21-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საწყობის (საცავის) და საიარაღო ოთახის გაღების (დახურვის) წინ უნდა შემოწმდეს ბეჭდის (ლუქის), შემოღობვის, სიგნალიზაციის, ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებების, კარებისა და საკეტების მდგომარეობა. საეჭვო ვითარების ან შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ქვედანაყოფის მორიგეს, დაცვის ჯგუფის უფროსს და ქვედანაყოფის ხელმძღვანელს.";

ვ) 30-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საარტილერიო სისტემები, ტანკები, ფეხოსანთა საბრძოლო მანქანები, ჯავშან-ტრანსპორტიორები, მათზე მიმაგრებული შეიარაღება და სხვა საბრძოლო ტექნიკა, რომლებიც განთავსებულია ქვედანაყოფში უნდა ინახებოდეს შემოსაზღვრულ ღამით განათებულ მოედნებზე ან ფარდულებში, ქვედანაყოფის დაცვის ჯგუფის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ.“;

ზ) 31-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ქვედანაყოფების საველე ბანაკად განთავსების პირობებში იარაღი, საბრძოლო მასალა და აღჭურვილობა უნდა ინახებოდეს სპეციალურად მოწყობილ საველე კარვებში. აღნიშნული ქონება უნდა იყოს მოთავსებული დაკეტილ და დალუქულ საშტატო ყუთებში ან კარადებში დაცვის ჯგუფის დაცვის ქვეშ.“;

თ) დანართი №5 ამოღებულ იქნეს;

ი) დანართი №19 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

 

„დანართი №19

დაცვის ჯგუფის შენობაში განთავსებული საბრძოლო მასალების

შენახვაზე განთავსების აქტი

 

ნიმუში

 

,,ვამტკიცებ”

სამხედრო ნაწილი № -------- მეთაური

წოდება                                        /               /

„    “ „         “წ.

ა ქ ტ ი  №

„----“ „--------“  წ.

 

ჩვენ, ქვემოთ ხელის მომწერებმა შევადგინეთ აქტი მასზე, რომ 20-- წლის ----------- მოვახდინეთ

_____________ რიცხული შემდეგი საბრძოლო მასალის შიდა დაცვის ჯგუფთან შენახვაზე განთავსება:

(ქვედანაყოფის დასახელება)

 

საბრძოლო მასალების ჩამონათვალი:

1. ___________________ ;

2. ___________________ ;

 

საბრძოლო მასალა  ------------------ განთავსებულია ყუთებში და დალუქულია გერბიანი ბეჭდით.

აქტში აღნიშნული საბრძოლო მასალები საჭიროების შემთხვევაში ექვემდებარება ქვედანაყოფში დაბრუნებას.

 

წინამდებარე აქტი შედგენილია 4 ეგზემპლარად:

ეგზ. №1 – სამხედრო ნაწილის შტაბში;

ეგზ. №2 – სამხედრო ნაწილის ლოჯისტიკის სამსახურში;

ეგზ. №3 – საბრძოლო მასალების გამცემ ქვედანაყოფში;

ეგზ. №4 – დაცვის ჯგუფის საბრძოლო მასალების მარაგის ყუთში.

 

ხელმოწერა:

1. ______________________________;

(თანამდებობა, წოდება, სახელი, გვარი)

2. ______________________________;

(თანამდებობა, წოდება, სახელი, გვარი)

3. _____________________________;

(თანამდებობა, წოდება, სახელი, გვარი)

4.  ______________________________.

(თანამდებობა, წოდება, სახელი, გვარი)                                

                                                                                                                                                     “;

 

კ) დანართი №30 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2
სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების მოწმობა, რომელიც გაცემულია ამ ბრძანების ამოქმედებამდე, იურიდიულ ძალას ინარჩუნებს, ამ ბრძანებით დამტკიცებული წესის N30 დანართით გათვალისწინებული სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების მოწმობის გაცემამდე.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ჩიქოვანი