„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოების მიერ სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის თავიდან აცილებისა და კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 23 თებერვლის №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 37
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 01/05/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/05/2024
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.017465
37
01/05/2024
ვებგვერდი, 02/05/2024
140130000.22.034.017465
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოების მიერ სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის თავიდან აცილებისა და კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 23 თებერვლის №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოების მიერ სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის თავიდან აცილებისა და კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 23 თებერვლის №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №37

2024 წლის 1 მაისი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოების მიერ სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის თავიდან აცილებისა და კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 23 თებერვლის №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოების მიერ სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის თავიდან აცილებისა და კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 23 თებერვლის №9 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 24/02/2021, 140130000.22.034.017116) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს ცვლილება და წესის:

1. მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მონიტორინგის განმახორციელებელი უწყება – კომპეტენციის ფარგლებში, სქესობრივი დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებული ან/და უფლებაჩამორთმეული პირისთვის დასაქმების აკრძალვის აღსრულების პერიოდული მონიტორინგის განმახორციელებელი უწყებები: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და მუნიციპალიტეტი;“.

2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ტერიტორიული ორგანოების მიერ მათთვის კანონით, დადგენილებითა და ამ წესით დაკისრებული ვალდებულებების შესრულების საერთო კოორდინაციას ახორციელებს სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტი, რა მიზნითაც აღნიშნული დეპარტამენტი უფლებამოსილია ტერიტორიული ორგანოდან გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია, მისცეს მეთოდური რეკომენდაციები და მითითებები.“.

3. მე-5 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. იმ შემთხვევაში, თუ მონიტორინგის განმახორციელებელი უწყება (საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო; საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები) გამოავლენს სქესობრივი დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებული პირის დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებაში დასაქმების ფაქტს, იგი უზრუნველყოფს აღნიშნულ ფაქტზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად რეაგირებასა და ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებას. გატარებული ზომების შესახებ (მათ შორის, ინფორმაცია სამართალდარღვევაზე რეაგირების, სქესობრივი დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებული პირის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ) უნდა ეცნობოს სამინისტროს.“;

ბ) მე-3 − მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტი უზრუნველყოფს მონიტორინგის განმახორციელებელი უწყებებიდან მიღებული მონიტორინგის შედეგების შეგროვებას, დამუშავებას/შესწავლას და სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოსთვის გადაგზავნას, აღნიშნულზე საჭიროებისამებრ რეაგირების მიზნით.

4. დადგენილებით გათვალისწინებული დამსაქმებელი/მონიტორინგის განმახორციელებელი პირი უფლებამოსილია საჭიროებისამებრ სქესობრივი დანაშაულების პრევენციის მიზნით კონსულტაციისთვის/დახმარებისთვის მიმართოს სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტს ან შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს, რომელიც ვალდებულია, კომპეტენციის ფარგლებში, აღმოუჩინოს მას დახმარება/გაუწიოს კონსულტაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

5. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, მუნიციპალიტეტები, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია, კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს ყოველწლიურად, არაუგვიანეს 1 მაისისა, წარუდგენენ ინფორმაციას კანონის აღსრულებისა და მონიტორინგის მიზნით გატარებული ღონისძიებების შესახებ, განზოგადებული სტატისტიკის სახით. აღნიშნული ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას/შესწავლას უზრუნველყოფს სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტი.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2024 წლის 1 მაისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური