„ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 94
დოკუმენტის მიმღები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 01/05/2024
დოკუმენტის ტიპი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/05/2024
სარეგისტრაციო კოდი 310150000.54.066.016336
94
01/05/2024
ვებგვერდი, 01/05/2024
310150000.54.066.016336
„ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
 

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №94

2024 წლის 1 მაისი

ქ. თბილისი

 

„ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებით დამტკიცებულ „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესებში“ (www.matsne.gov.ge, 03.09.2012 წ., სარეგისტრაციო კოდი: 310150000.54.066.016032) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ბ) 136000 კგ და მეტი მაქსიმალური სერტიფიცირებული ასაფრენი მასით:

ა.ბ.ა) 200 სთ-ს ან 40 სექტორს  თუ კანდიდატს გავლილი აქვს სხ-ზე საბაზო წვრთნა ან გაიარა ZFTT მომზადება ამ წესის 37-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ა.ბ.ბ“ ქვეპუნტის შესაბამისად; ან

ა.ბ.ბ) ამ წესის 37-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად შესრულებულ ფრენებს, თუ კანდიდატს არ აქვს გავლილი საბაზო წვრთნა და შემდგომ შესრულებულ 200 საათს ან 40 სექტორს“;

2. 37-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „შენიშვნა“:

შენიშვნა: პრაქტიკული წვრთნის შემდგომი მომზადება უნდა განახორციელოს შესაბამისად კვალიფიცირებულმა ინსტრუქტორმა, სასწავლო დაწესებულების ან სააგენტოს (ან სხვა ქვეყნის უფლებამოსილი საავიაციო ხელისუფლების) მიერ სერტიფიცირებული საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სახელმძღვანელოებში დადგე­ნი­ლი პროცედურების შესაბამისად.“;

ბ)  მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„3. გადასწავლების წარმატებით გავლის შემდეგ, სხ-ის ტიპის ოსტა­ტო­ბა გაიცემა შეზღუდვით (მოწ­მობაში აღინიშნება PICUS/Co-pilot Trainee) ამ წესის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტით და  36-ე მუხლის მე-2 პუნ­ქტით განსაზღვრული მწყო­ბრში შესვლის მი­მართ დადგენილი მოთ­ხოვ­ნების შესრულე­ბამდე, რო­მე­ლიც ითვალის­წინებს ფრენას უფლე­ბამოსი­ლი პილოტ-ინსტ­რუქ­ტორის/უფროსი პილოტ-ინსტ­რუქ­ტო­რის ზედამხედველობის ქვეშ. ზედამხედ­ველობის ქვეშ ნაფრენი საათების შესახებ ინფორ­მაცია აისახება საფრენოსნო წიგნაკში ან ეკვივალენტურ დოკუმენტში და ხელმოწერით დასტურდება ინსტრუქტორის მიერ.

4. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პილოტი მოწმობით მინიჭებულ უფლებამოსილებას განახორციელებს მხოლოდ ფრენის კრეისერულ ეტაპზე შემცვლელი მეორე პილოტის რანგში ფრენის ეშელონ 200-ზე მაღლა (FL200),  იმ პირობით, რომ საფრენოსნო ეკიპაჟის დანარჩენი წევრები ფლობდნენ ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გაცემულ ტიპზე ოსტატობას.“;

გ)  მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„7. ნულოვანი საფრენოსნო დროით სხ-ის ტიპზე (თვითმფრინავები) მომზადების სასწავლო კურსი (ZFTT):

ა) პილოტმა შეიძლება გაიაროს, თუ:

ა.ა) 136000 კგ-ზე ნაკლები მაქსიმალური სერტიფიცირებული ასაფრენი მასის მქონე თვითმფრინავის ტიპზე მომზადების შემთხვევაში – წარმატებით აქვს გავლილი სხ-ის ტიპზე გადამზადების სასწავლო პროგრამა;

ა.ბ) 136000 კგ და მეტი მაქსიმალური სერტიფიცირებული ასაფრენი მასის მქონე თვითმფრინავის ტიპზე მომზადების შემთხვევაში:

ა.ბ.ა) წარმატებით აქვს გავლილი სხ-ის ტიპზე გადამზადების სასწავლო პროგრამა;

ა.ბ.ბ) მრავალპილოტიან რეაქტიულ თვითმფრი­ნავ­ზე ან 10 ტონაზე მეტი მაქსიმალური სერტი­ფიცირებული ასაფრენი მასის მქონე ან 19-ზე მეტი სერტიფიცირებული სამგზავრო ადგილების კონფიგურაციის მქონე მრავალძრავიან ხრახნიან თვითმფრინავზე ნაფრენი აქვს:

ა.ბ.ბ.ა) 1500 საათი ან 250 სექტორი, იმ შემთხვევაში, თუ ZFTT კურსი ჩატარდება CG ან C დონის FFC კვალიფიკაციის საწაფზე; ან

ა.ბ.ბ.ბ) 500 საათი ან 100 სექტორი, იმ შემთხვევაში, თუ ZFTT კურსი ჩატარდება DG ან D დონის FFC კვალიფიკაციის საწაფზე; ან

ა.ბ.გ) იმ შემთხვევაში, თუ ვერ აკმაყოფილებს ამ პუნქტის „ა.ბ.ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, სხ-ის განცხადებულ/მოთხოვნილ ტიპზე, სერტიფიცირებული სხ-ის ექსპლუატანტის პასუხისმგებლობის ქვეშ,  მეორე პილოტის მწყობრში შესვლის პროგრამის დაწყებამდე, შეასრულებს სულ მცირე 30 სთ-ს და 10 სექტორს მეორე პილოტი-შეგირდის რანგში მხოლოდ ფრენის კრეისერულ ეტაპზე,  რაც აღინიშნება  პილოტის მოწმობაში შეზღუდვის სახით.

ბ) სრულდება მეორე პილოტის მწყობრში შეყვა­ნის პროგრამის დაწყებამდე და მოიცავს სხ-ის აფრენა/დაფრენასთან დაკავშირებით საწაფზე სპეციალურ წვრთნას.

შენიშვნა: ნულოვანი საფრენოსნო დროით სხ-ის ტიპზე მომზადების სასწავლო კურსთან დაკავ­შირებული სახელმძღვანელო მასალა მოცემუ­ლია ევროკომისიის 2011 წლის 3 ნოემბრის №1178/2011 რეგულაციის, Part-FCL ნაწილის შესაბამისობის დადგენის საშუალებებ­სა და სახელმძღვანელო მასალაში (AMC2 ORA.ATO.125).“.

3. დანართი 1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორიგივი დავითაშვილი