გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ

გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები გარდაბნის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/04/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/05/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.161.016575
9
30/04/2024
ვებგვერდი, 01/05/2024
010250050.35.161.016575
გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ
გარდაბნის მუნიციპალიტეტი
 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №9

2024 წლის 30 აპრილი

ქ. გარდაბანი

 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.დ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა დაჯილდოების წესი დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 ივლისის №49 დადგენილება (www.matsne.gov.ge; 17/07/2018; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.161.016428).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემიხეილ გედეხაური



დანართი

 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა დაჯილდოების წესი

მუხლი 1

გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპოტსმენთა და მწვრთნელთა დაჯილდოება ხდება ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების, სამოქალაქო აქტიურობის, სპორტის გავრცელებული სახეობებისათვის ტრადიციების შენარჩუნებისა და მათი პოპულარიზაციის მიზნით.

მუხლი 2

1. საქართველოს სახელით მოასპარეზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ, წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა დაჯილდოება შესაძლებელია განხორციელდეს დაინტერესებული პირის/პირების ინიციატივის საფუძველზე.

2. წარმატებული სპორტსმენის ან/და მწვრთნელის დაჯილდოების მიზნით, დაინტერესებული პირის/პირების განცხადებას უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) შესაბამისი ტიტულის მოპოვების დამადასტურებელი დიპლომის ასლი ან/და ცნობა ტიტულის მოპოვების შესახებ შესაბამისი ფედერაციიდან;

ბ) სპორტსმენის პირადობის მოწმობის ასლი ან არასრულწლოვნი სპორტსმენის შემთხვევაში, დაბადების მოწმობის ასლი;

გ) სპორტსმენის კუთვნილი საბანკო ანგარიშის ნომერი. არასრულწლოვანი სპორტსმენის შემთხვევაში მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის საბანკო ანგარიშის ნომერი;

დ) მწვრთნელის პირადობის მოწმობის ასლი;

ე) მწვრთნელის კუთვნილი საბანკო ანგარიშის ნომერი;

ვ) ფედერაციის მიერ დამტკიცებული სპორტული შეჯიბრის დებულება.

3. პირველ პუნქტში მითითებულ დოკუმენტებში ასახული პერსონალური მონაცემები შესაძლოა დამუშავდეს მხოლოდ სპორტსმენის დაჯილდოების საკითხის განხილვისას.

4. ჯილდო გაიცემა მხოლოდ იმ სპორტსმენებზე, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ აღიარებულ სპორტულ ფედერაციებს.

5. ერთი შეჯიბრის ფარგლებში, სპორტსმენი დაჯილდოვდება საუკეთესო შედეგის მიხედვით.

მუხლი 3

1. გადაწყვეტილებას გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა დაჯილდოების შესახებ, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, ინდივიდუალურად, იღებს საკრებულო, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით - განკარგულებით.

2. ერთი შეჯიბრის ფარგლებში, მწვრთნელი დაჯილდოვდება ერთჯერადად, საუკეთესო ტიტულის მქონე ერთ სპორტსმენზე გასაცემი ჯილდოს არაუმეტეს 50%-ისა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ რამდენიმე გამარჯვებული სპორტსმენის მწვრთნელი ერთი და იგივე პიროვნებაა, ყოველი მომდევნო გამარჯვებული სპორტსმენის ჯილდოს არაუმეტეს 20%-ისა.

3. გუნდური გამარჯვების შემთხვევაში, გუნდის და ცალკეული სპორტსმენის დაჯილდოების საკითხი არ განიხილება.

მუხლი 4

წარმატებულ სპორტსმენთა დასაჯილდოებლად განსაზღვრულია შემდეგ ფულადი ჯილდოები:

1. საქართველოს ჩემპიონატზე:

1. უმცროსი ასაკის ჭაბუკთა შორის:

პირველი ადგილი – არაუმეტეს 500 ლარისა;

მეორე ადგილი – არაუმეტეს 400 ლარისა;

მესამე ადგილი – არაუმეტეს 300 ლარისა;

1.2. ჭაბუკთა შორის:

პირველი ადგილი – არაუმეტეს 800 ლარისა;

მეორე ადგილი – არაუმეტეს 700 ლარისა;

მესამე ადგილი – არაუმეტეს 600 ლარისა;

1.3. ახალგაზრდებსა და 23 წლამდე ახალგაზრდებს შორის:

პირველი ადგილი - არაუმეტეს 1000 ლარისა;

მეორე ადგილი  –  არაუმეტეს 900 ლარისა;

მესამე ადგილი –  არაუმეტეს 800 ლარისა;

1.4. დიდებს შორის:

პირველი ადგილი – არაუმეტეს 2000 ლარისა;

მეორე ადგილი  – არაუმეტეს 1500 ლარისა;

მესამე ადგილი – არაუმეტეს 1000 ლარისა;

1.5 ვეტარანთა შორის:

პირველი ადგილი – არაუმეტეს 1500 ლარისა;

მეორე ადგილი  – არაუმეტეს 1000 ლარისა;

მესამე ადგილი – არაუმეტეს 500 ლარისა.

2. ქართულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატზე:

პირველი ადგილი – არაუმეტეს 2000 ლარისა;

მეორე ადგილი  –  არაუმეტეს 1500 ლარისა;

მესამე ადგილი –  არაუმეტეს 1000 ლარისა;

ფალავნობა:

პირველი ადგილი – არაუმეტეს 3000 ლარისა;

მეორე ადგილი  –  არაუმეტეს 2500 ლარისა;

მესამე ადგილი –  არაუმეტეს 2000 ლარისა.

3. ევროპის ჩემპიონატზე:

3.1 უმცროსი ასაკის ჭაბუკთა შორის:

პირველი ადგილი – არაუმეტეს 1000 ლარისა;

მეორე ადგილი  –  არაუმეტეს 700 ლარისა;

მესამე ადგილი –  არაუმეტეს 500 ლარისა;

3.2 ჭაბუკთა შორის:

პირველი ადგილი – არაუმეტეს 1500 ლარისა;

მეორე ადგილი  –  არაუმეტეს 1200 ლარისა;

მესამე ადგილი –  არაუმეტეს 1000 ლარისა;

3.3   ახალგაზრდებსა და 23 წლამდე ახალგაზრდებს შორის:  

პირველი ადგილი – არაუმეტეს 2000 ლარისა;

მეორე ადგილი  –  არაუმეტეს 1500 ლარისა;

მესამე ადგილი –  არაუმეტეს 1000 ლარისა;

3.4  დიდებს შორის:

პირველი ადგილი – არაუმეტეს 3000 ლარისა;

მეორე ადგილი  –  არაუმეტეს 2500 ლარისა;

მესამე ადგილი –  არაუმეტეს 2000 ლარისა;

3.5 ვეტარანთა შორის:

პირველი ადგილი – არაუმეტეს 2500 ლარისა;

მეორე ადგილი  –  არაუმეტეს 2000 ლარისა;

მესამე ადგილი –  არაუმეტეს 1500 ლარისა.

4. მსოფლიო ჩემპიონატზე:

4.1 უმცროსი ასაკის ჭაბუკთა შორის:

პირველი ადგილი – არაუმეტეს 1500 ლარისა;

მეორე ადგილი  –  არაუმეტეს 1200 ლარისა;

მესამე ადგილი –  არაუმეტეს 1000 ლარისა;

4.2 ჭაბუკთა შორის:

პირველი ადგილი – არაუმეტეს 2000 ლარისა;

მეორე ადგილი  –  არაუმეტეს 1700 ლარისა;

მესამე ადგილი –  არაუმეტეს 1500 ლარისა;

4.3  ახალგაზრდებსა და 23 წლამდე ახალგაზრდებს შორის:

პირველი ადგილი – არაუმეტეს 3000 ლარისა;

მეორე ადგილი  –  არაუმეტეს 2000 ლარისა;

მესამე ადგილი –  არაუმეტეს 1500 ლარისა;

4.4  დიდებს  შორის:

პირველი ადგილი – არაუმეტეს 6000 ლარისა;

მეორე ადგილი  –  არაუმეტეს 4000 ლარისა;

მესამე ადგილი –  არაუმეტეს 3000 ლარისა;

4.5  ვეტარანთა შორის:

პირველი ადგილი – არაუმეტეს 4000 ლარისა;

მეორე ადგილი  – არაუმეტეს 3000 ლარისა;

მესამე ადგილი – არაუმეტეს 2000 ლარისა.

მუხლი 5

ოლიმპიური ჩემპიონების და პრიზიორების შემთხვევები გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე  განიხილება  ინდივიდუალურად.

მუხლი 6

განკარგულება წარმატებულ სპორტსმენთა დაჯილდოების შესახებ დასაფინანსებლად იგზავნება გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიაში.

მუხლი 7

წარმატებული სპორტსმენის  დაჯილდოების შესახებ განკარგულება საჩივრდება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.