„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №247 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №247 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 144
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 30/04/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/05/2024
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.033.017817
144
30/04/2024
ვებგვერდი, 02/05/2024
040030000.22.033.017817
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №247 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №144

2024 წლის 30 აპრილი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №247 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის  საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №247 ბრძანებით (სსმ, III, 31.03.2010, №33, მუხლი 557) დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ადმინისტრაციული დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია:

ა) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საბიუჯეტო და კანონმდებლობით ნებადართული სხვა (საკუთარი) შემოსავლების მობილიზება, აღრიცხვა და განკარგვა;

ბ) ბიუჯეტის პროექტის მომზადება, განხილვა, დაზუსტება, წარდგენა; ბიუჯეტის შესრულება, ანგარიშგება და კონტროლი;

გ) კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრებისა და კანონმდებლობით ნებადართული სხვა (საკუთარი) შემოსავლების ხარჯვის შესახებ ანგარიშების  მომზადება და წარდგენა;

დ) კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით, სამსახურის საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შესაბამისად, განსახორციელებელ ღონისძიებათა საჭირო დაფინანსების მოცულობის განსაზღვრა და ხარჯთაღრიცხვის მომზადება;

ე) მოქმედი  კანონმდებლობის შესაბამისად, ბუღალტრული  აღრიცხვის  წარმოება;

ვ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის განმახორციელებელ ყველა რგოლთან (პროგრამის ხელმძღვანელთან, ბიუჯეტის განმკარგავთან და ოპერაციულ მენეჯერებთან) კოორდინირებული თანამშრომლობა ფინანსური ინფორმაციის გაცვლის, ანგარიშგებისა და ბიუჯეტის შესრულების ანალიზის მიზნით;

ზ) ბიუჯეტის მაჩვენებლებისა და პროგრამის მიზნების შესაძლო შეუსრულებლობის შემთხვევაში, მიზეზების იდენტიფიცირება და ანალიზი;

თ) კომპეტენციის ფარგლებში, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით ადმინისტრაციული დეპარტამენტისთვის დადგენილი ფუნქციების ფარგლებში, განსახორციელებელი ღონისძიებების ორგანიზება, კოორდინაცია და შესაბამისი ანალიტიკური საქმიანობის განხორციელება;

ი) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სამსახურის ბალანსზე რიცხული აქტივების/ქონების მოვლა, შენახვა, ექსპლუატაცია;

კ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სამსახურის აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების ორგანიზება;

ლ) სამსახურის მიერ შესყიდვების პროცესის/განხორციელების უზრუნველყოფა (შესყიდვების დაგეგმვა, წლიური შესყიდვების გეგმის შედგენა, დამტკიცება, კორექტირება და წარდგენა);

მ) სამართლებრივი აქტების, ხელშეკრულებების და სხვა სახის იურიდიული დოკუმენტაციის პროექტების მომზადება;

ნ) შესაბამისი მინდობილობის საფუძველზე, სამსახურის წარმომადგენლობა საქართველოს სასამართლოებში, ყველა საჯარო და კერძო სამართლის დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში;

ო) საქმისწარმოების (მათ შორის, სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ კორესპონდენციაზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში) პროცესის უზრუნველყოფა;

პ) საარქივო საქმიანობის წარმართვა;

ჟ) ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად შესაბამისი კონკურსის პროცედურების ორგანიზება და განხორციელება;

რ) თანამშრომელთა პროფესიული მომზადების დონის ანალიზი, კვალიფიკაციის ამაღლების პროცესის წარმართვა, თანამშრომელთა მოტივაციის ამაღლებისთვის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

ს) საკადრო ადმინისტრირების უზრუნველყოფა, თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება და შესაბამისი მონაცემების ელექტრონული აღრიცხვა;

ტ) პრაქტიკისა და სტაჟირების პროცესის წარმართვა;

უ) სამსახურის უფროსის სხვა დავალებათა შესრულება.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი