“საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის წესები"-ს დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 9 ნოემბრის №736 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ"

  • Word
“საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის წესები"-ს დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 9 ნოემბრის №736 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ"
დოკუმენტის ნომერი 1044
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 20/10/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 123, 25/10/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 25/12/2006
სარეგისტრაციო კოდი 200.220.050.22.033.007.809
  • Word
1044
20/10/2005
სსმ, 123, 25/10/2005
200.220.050.22.033.007.809
“საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის წესები"-ს დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 9 ნოემბრის №736 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ"
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.220.050.22.033.007.809

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №1044

2005 წლის 20 ოქტომბერი

ქ. თბილისი

,,საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის წესების” დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 9 ნოემბრის №736 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

,,საბაჟო ტარიფისა და გადასახადის შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქარ­თველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების” მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ლ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის წე­სების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 9 ნოემბრის №736 ბრძანებაში (სსმ III, 2004 წ., №133, მუხ. 1179) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. ბრძანების მუხლი 11 ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

,,მუხლი 11

1. ,,საქონლის საბაჟო ღირებულების სარეზერვო მეთოდით გან­­საზღვრის დროს გამოსაყენებელ ფასების მონაცემთა სის­ტემა” შემუ­შავდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით შექმნილი სპეციალური, მუდმივმოქმედი კომისიის მიერ საქართველოს ფინანსთა სამი­ნის­ტროს ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარ-ტამენტის, საგადასახადო დეპარტამენტისა და ფინანსური პოლიციის წარმომად­გენ­ლების მონაწილეობით.

2. ფასების მონაცემთა სისტემის დამტკიცება და მისი არა უგვიანეს სამ თვეში ერთხელ განახლება განხორციელდეს საბაჟო დეპარტამენტის თავ­მ­ჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით.

3. საბაჟო დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის შესაბამისი სტრუქ­ტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოებისათვის ფასების სის­ტემის ოპერატიული მიწოდების უზრუნველყოფა დაევალოს საბაჟო დეპარ­ტამენტის თავმჯდომარეს.”.

2. ,,საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის წესების” 30-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ,,საქონლის საბაჟო ღირებულების სარეზერვო მეთოდით გან­­საზღვრის დროს გამოსაყენებელ ფასების მონაცემთა სისტემა” გამო­იყე­ნება სარეზერვო მეთოდით საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის სისწორის დადგენის დროს. თითოეული ფასი მკაცრად უნდა იყოს ადრე­სირებული კონკრეტული საქონლისადმი, რაც იძლევა მოცემული საქონლის იდენტიფიცირების შესაძლებლობას. საქონლის იდენტიფიცირება მოიცავს საქონლის დასახელებას საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის (სეს სნ) მიხედვით, საქონლის კოდს სეს სნ-ის მიხედვით, კონკრეტული საქონლის დასახელებას, ზომის ერთეულს, ერთეულის ფასს, წარმოშობის ქვეყანას და ექსპორტიორ ქვეყანას.”

3. დამტკიცდეს ,,საქონლის საბაჟო ღირებულების სარეზერვო მეთოდით განსაზღვრის დროს გამოსაყენებელ ფასების მონაცემთა სის­ტემის” ფორმა (დანართი №1).

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

ა. ალექსიშვილი

 

 


დანართი 1

საქონლის საბაჟო ღირებულებით სარეზერვო მეთოდით განსაზღვრის დროს გამოსაყენებელ  საქონელთა ფასების მონაცემთა სისტემა

საქონლის დასახელება
სეს სნ-ის მიხედვით

სეს სნ
კოდი

კონკრეტული საქონლის
დასახელება

ზომის ერთეული

ერთეულის
ფასი

წარმოშობის ქვეყანა

ექსპორტიორი
ქვეყანა