დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გადახდის წესისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 15 |
| დოკუმენტის მიმღები | ახალციხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/06/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/06/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020010.35.138.016542 |
|
„ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გადახდის წესისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გადახდის წესისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №29 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22.12.2017, სარ. კოდი: 210020010.35.138.016308) შევიდეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართი 4-ის (ინსტრუქცია „ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 2. მოსაკრებლის განაკვეთები განისაზღვროს ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემდეგი განაკვეთები: ა) სამორინეს თითოეულ მაგიდაზე – კვარტალში 30 000 ლარის ოდენობით; ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 3000 ლარის ოდენობით; გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10 პროცენტის ოდენობით; დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ თამაშობებზე: დ.ა) სამორინის თამაშობებზე – კვარტალში 280 000 ლარი; დ.ბ) სათამაშო აპარატების თამაშობებზე – კვარტალში 280 000 ლარი; დ.გ) ტოტალიზატორის თამაშობებზე – კვარტალში 280 000 ლარი; ე) ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის რეალიზებული ბილეთების ჯამურ ღირებულებასა და საპრიზო ფონდს შორის სხვაობის 10 %; ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – კვარტალში 10 000 ლარის ოდენობით; ზ) თითოეულ კლუბის მაგიდაზე – კვარტალში 10 000 ლარის ოდენობით. შენიშვნა: თუ სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელი კლუბის მაგიდას მხოლოდ აზარტული ტურნირის ჩატარებისათვის იყენებს, იგი უფლებამოსილია არ გადაიხადოს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები