დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “ქონების გადახდის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 22 აპრილის №279 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში ცვლილების შეტანის თაობაზე" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1146 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 30/11/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 142, 08/12/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 13/03/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200.130.000.22.033.007.895 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.130.000.22.033.007.895
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №1146
2005 წლის 30 ნოემბერი
ქ. თბილისი
,,ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 22 აპრილის №279 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-3 მუხლისა და 275-ე მუხლის მე-19 ნაწილის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
,,ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 22 აპრილის №279 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში (სსმ III, 2005 წ., №53, მუხ. 572) შეტანილ იქნეს ცვლილება და ინსტრუქციის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. ქონებაზე საკუთრების რეგისტრაცია (გარდა ქონებაზე სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმართველობის და იმ საწარმოთა საკუთრების უფლების რეგისტრაციისა, რომლის წილის/აქციების 50%-ზე მეტი სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაშია) ხორციელდება მხოლოდ საგადასახადო ორგანოს ცნობის საფუძველზე, რომლითაც დასტურდება ქონების გადასახადის გადახდის ან საგადასახადო ვალდებულების არარსებობის ფაქტი.”.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ალექსიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები