საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უწყებრივი ჯილდოების ნიმუშების, დაჯილდოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უწყებრივი ჯილდოების ნიმუშების, დაჯილდოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 01-290
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 05/07/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/07/2024
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.030.016298
01-290
05/07/2024
ვებგვერდი, 09/07/2024
010240030.22.030.016298
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უწყებრივი ჯილდოების ნიმუშების, დაჯილდოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება  №01-290

2024 წლის 5 ივლისი

ქ. თბილისი

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უწყებრივი ჯილდოების ნიმუშების, დაჯილდოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ

,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ქ1“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უწყებრივი ჯილდოების:
ა) სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უწყებრივი ჯილდოს – სულხან-საბა ორბელიანის სახელობის მედლის ნიმუში და სულხან-საბა ორბელიანის სახელობის მედლით დაჯილდოების სერტიფიკატის ფორმები თანდართული სახით (დანართი №1);
ბ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მადლობის სიგელის  ფორმა თანდართული სახით (დანართი №4);
გ) აკაკი ჩხენკელის სახელობის უწყებრივი ჯილდოს – აკაკი ჩხენკელის სახელობის მედლის ნიმუში და აკაკი ჩხენკელის სახელობის მედლით დაჯილდოების სერტიფიკატის ფორმები თანდართული სახით (დანართი №5).
2. დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უწყებრივი ჯილდოებით დაჯილდოების თანდართული წესი და პირობები (დანართი №2).
3. დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უწყებრივ ჯილდოებზე წარდგენის თანდართული ფორმა (დანართი №3).
4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უწყებრივი ჯილდოების ნიმუშების, დაჯილდოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2020 წლის 24 დეკემბრის №01-226 ბრძანება.
5. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საგარეო საქმეთა მინისტრიილია დარჩიაშვილი