დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „წყალდაცვითი ზოლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №440 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 224 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 10/07/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/07/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.024618 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „წყალდაცვითი ზოლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №440 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/01/2014, 300160070.10.003.017640) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. წყალდაცვით ზოლში ამ დადგენილების ამოქმედებამდე არსებული საწარმოს/ინფრასტრუქტურული ობიექტის ექსპლუატაცია დაშვებულია, თუ ის მიერთებულია კანალიზაციის ცენტრალურ სისტემასთან ან აღჭურვილია შესაბამისი რეზერვუარებით ან/და სანიაღვრე წყლების საკანალიზაციო სისტემებით ან/და სხვა მოწყობილობებით, რომლებიც გამორიცხავენ წყლის ობიექტის დაბინძურებასა და დანაგვიანებას და აქვს შესაბამისი საექსპერტო დასკვნა, რომელიც გამორიცხავს წყალდიდობის/წყალმოვარდნის პოტენციური რისკების უარყოფით ზემოქმედებას აღნიშნულ ობიექტზე ან განხორციელებულია/განხორციელდება წყალდიდობის/წყალმოვარდნის რისკების საპრევენციო ღონისძიებები.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები