დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4313-XIVმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 27/06/2024 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/07/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 280060000.05.001.102318 |
|
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 20.11.2023, სარეგისტრაციო კოდი: 280060000.05.001.021089) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის: ა) მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი: „7. ამ კანონით გათვალისწინებული საპენსიო შენატანები ხორციელდება, აგრეთვე დამსაქმებლებსა და დასაქმებულებთან/მონაწილეებთან ანგარიშსწორება (მათ შორის, პენსიის/საპენსიო აქტივების საპენსიო სააგენტოს მიერ გადაცემა/გადახდა/დაბრუნება) ხდება საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარში).“.“; ბ) 30-ე პუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. მე-3 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა, მე-7 პუნქტისა, მე-8 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კანონის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტისა, მე-16 პუნქტით განსაზღვრული კანონის 151 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა, 28-ე პუნქტის „ა“−„ვ“ ქვეპუნქტებისა, 34-ე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და 36-ე პუნქტით განსაზღვრული კანონის 341 მუხლის მე-2 პუნქტისა და ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.“; ბ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თბილისი, 27 ივნისი 2024 წ. №4313-XIVმს-Xმპ
|
დოკუმენტის კომენტარები