„კასპის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნისა და მათი საზღვრების დადგენის შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 18 იანვრის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„კასპის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნისა და მათი საზღვრების დადგენის შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 18 იანვრის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები კასპის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 16/08/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/08/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.149.016538
14
16/08/2024
ვებგვერდი, 19/08/2024
010250020.35.149.016538
„კასპის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნისა და მათი საზღვრების დადგენის შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 18 იანვრის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
კასპის მუნიციპალიტეტი
 

             კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №14

2024 წლის 16 აგვისტო

ქ. კასპი

 

„კასპის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნისა და მათი საზღვრების დადგენის შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 18 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის  ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-  მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს ორგანული კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებმე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს კანონის ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63- მუხლის, საქართველოს მთავრობის 2024 წლის 7 აგვისტოს №251 დადგენილების შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს :


მუხლი 1
„კასპის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნისა და მათი საზღვრების დადგენის შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 18 იანვრის №2 დადგენილების  (www.matsne.gov.ge, 23/01/2019; 010250020.35.149.016391) 1-ლი მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„თ) მეფისქალაქის ადმინისტრაციული ერთეული (სოფელი მეფისქალაქი, სოფელი ზემო ჩოჩეთი, სოფელი თეძმისხევი, სოფელი ახალსოფელი, სოფელი ჩაჩუბეთი, სოფელი კაპრაშიანი, სოფელი გარიყულა, სოფელი ერთაწმინდა, სოფელი რკონი, სოფელი ჭყოპიანი)“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშოთა ბეგლარაშვილი