დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “სატვირთო საბაჟო ლიკვიდაციის ფორმის №2-ის შევსების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 4 აპრილის №218 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1280 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 28/12/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 152, 29/12/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/12/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200.220.010.22.033.007.983 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.220.010.22.033.007.983
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №1280
2005 წლის 28 დეკემბერი
ქ. თბილისი
,,სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმა №2-ის შევსების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 4 აპრილის №218 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”
საქართველოს საბაჟო კოდექსის 94-ე და 95-ე მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად და ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ლ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
,,სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმა №2-ის შევსების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 4 აპრილის №218 ბრძანებაში (სსმ III, 2005 წ., №41, მუხ.42) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატებები:
1. ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი, ფიზიკური პირის კუთვნილი საქონლის დეკლარირება განხორციელდეს საბაჟო-გამშვებ პუნქტებსა და საბაჟო საგუშაოებზე “სატვირთო-საბაჟო დეკლარაცია ფორმა №2-ის (დანართი №1) გამოყენებით ,,სატვირთო-საბაჟო დეკლარაცია ფორმა №2-ის შევსების წესის შესახებ” ინსტრუქციის (დანართი №2) შესაბამისად. მიუხედავად ამ პუნქტის პირველ წინადადებაში აღნიშნული დებულებებისა საბაჟო-გამშვებ პუნქტში ,,წითელი ხიდი” განხორციელდება მხოლოდ სახელმწიფოს სასარგებლოდ უარის თქმის საბაჟო რეჟიმში დეკლარირება, ხოლო ამავე პუნქტის გავლით გადაადგილებული საქონლის დეკლარირება თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) და ექსპორტის საბაჟო რეჟიმებში განხორციელდება უახლოეს ან დეკლარანტის მიერ შერჩეულ საბაჟო გაფორმების ადგილზე.”.
2. ბრძანების №1 დანართი ,,სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმა №2” ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
დანართი №1
,,სატვირთო საბაჟო დეკლარაცია ფორმა №2
| 1. გვარი 2. სახელი 3. პასპორტის ნომერი 4. პასპორტის გამცემი ქვეყანა 5. გასვლის ქვეყანა 6. შესვლის ქვეყანა | №000000/00000 12. რეჟიმი 40 10 75
13. საბაჟო გამშვები პუნქტი (საბაჟო საგუშაგო) დასახელება: კოდი: 14. ავტოსატრანსპორტო საშუალება | |||||||||
|
| მარკა: სახ. № | |||||||||
|
| 15. საბაჟო გადასახდელების გამოანგარიშება | |||||||||
| 7. საქონლის აღწერილობა | ვალუტა 000 | დარიცხვა, ლარი |
| |||||||
| საქონლის daსახელება | რაოდე- ნობა, კგ | საქონ-ლის კოდი სეს სნ-ის შესაბა-მისად | საქონლის ღირებუ-ლება | საბაჟო ღირე-ბულება | საბაჟო მოსაკრებე-ლი | საბაჟო გადასახადი | დღგ | სულ |
| |
|
|
|
| ||||||||
| 8. ჯამი |
| 16. გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის №
|
| |||||||
| 9. შევსების თარიღი |
|
| ||||||||
|
“ “ ------------- 200 წ. 10. ხელმოწერა-------------------------------- 11. შენიშვნა: |
|
| ||||||||
|
| 17. განსაკუთრებული აღნიშვნები: |
| ||||||||
|
| 18. საბაჟო აღნიშვნები: გაფორმების თარიღი ¨ ___ ¨ ____________ 200 წ"
|
| ||||||||
3. ბრძანების დანართი №2 ინსტრუქცია ,,სატვირთო საბაჟო დეკლარაცია ფორმა №2-ის შევსების წესის შესახებ” ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დანართი №2
ინსტრუქცია ,,სატვირთო-საბაჟო დეკლარაცია ფორმა №2"-ის შევსების წესის შესახებ
თავი I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1
ეს ინსტრუქცია განსაზღვრავს საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთისას საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 4 აპრილის №218 ბრძანებით გათვალისწინებული სატვირთო-საბაჟო დეკლარაცია ფორმა №2-ის (შემდგომში – დეკლარაცია) შევსების წესს.
მუხლი 2
პირველ მუხლში მითითებული დეკლარაციით საბაჟო გაფორმებას ექვემდებარება ერთი სახეობის ტრანსპორტით გადაადგილებული, თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) ან ექსპორტის საბაჟო რეჟიმში გაცხადებული და 700 ლარზე ნაკლები საბაჟო ღირებულების მქონე, აგრეთვე სახელმწიფოს სასარგებლოდ უარის თქმის საბაჟო რეჟიმში გაცხადებული ნებისმიერი დასახელების და საბაჟო ღირებულების საქონელი (საქონლის ჯგუფი), გარდა იმპორტისა და ექსპორტის საბაჟო რეჟიმებში გაცხადებული შემდეგი საქონლისა:
ა) აქციზური საქონელი;
ბ) საგარეო ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 27, 28, 29, 30, 36, 71, 8701, 8702, 8703, 8704, 8075, 8709, 8710, 8711, 8712, 8713, 8716, 88, 89, 93, 97-ე ჯგუფებით გათვალისწინებული საქონელი;
გ) ყველა ის საქონელი, რომლის იმპორტიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისაგან, გარდა ამავე კოდექსის 230-ე მუხლის პირველის პუნქტის ,,ფ” ქვეპუნქტში მითითებული საქონლისა;
დ) ,,შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ” 1998 წლის 28 აპრილის საქართველოს კანონით განსაზღვრული ორმაგი დანიშნულების პროდუქცია;
ე) ,,საბაჟო ტარიფისა და გადასახადის შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული საქონელი.
მუხლი 3
ერთ დეკლარაციაში შეიძლება გაცხადებული იყოს 10 დასახელების საქონელი.
მუხლი 4
დეკლარაცია ივსება სამ ეგზემპლარად, განსხვავებული ფერის (ყვითელი, მწვანე და თეთრი) ბლანკებზე და ნაწილდება შემდეგნაირად:
ა) თეთრი ფერის ეგზემპლარი რჩება საბაჟო-გამშვებ პუნქტს (საგუშაგოს);
ბ) მწვანე ფერის ეგზემპლარი უბრუნდება საქონლის განმცხადებელ პირს;
გ) ყვითელი ფერის ეგზემპლარი ეგზავნება რეგიონალურ საბაჟო ორგანოს და ყოველკვირეულად, შესაბამისი რეესტრით გადაეცემა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის ინფორმაციული უზრუნველყოფის სამმართველოს.
მუხლი 5
დეკლარაციაში ,,№”-ის გასწვრივ საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი პირის მიერ აღინიშნება დეკლარაციის ნომერი შემდეგი სქემით: 999999 (საბაჟო ორგანოს ექვსნიშნა ციფრული კოდი)/ 99999 (დეკლარაციის რიგითი ნომერი, გაფორმებული შესაბამის საბაჟო ორგანოში).
მუხლი 6
კალენდარული წლის დამთავრების შემდეგ დეკლარაციების ნუმერაცია იწყება თავიდან.
მუხლი 7
დეკლარაციის რიგითი ნომერი, რიგითი ნომრის მინიჭება დასტურდება პირადნომრიანი ბეჭდით.
მუხლი 8
დეკლარაციაში არ უნდა იყოს წაშლილი და გადასწორებული ადგილები. ყოველი შესწორების შეტანა უნდა მოხდეს არასწორი მონაცემების გადახაზვით და თუ, საჭიროა შესაბამისი მონაცემების იმავე ფურცელზე ჩამატებით. ყოველი შესწორება მოწმდება საბაჟო ორგანოს პასუხიმგებელი პირის ხელმოწერით და პირადნომრიანი ბეჭდის დასმით.
მუხლი 9
დეკლარაცია ივსება ქართულ ენაზე. გაურკვევლად შევსებული დეკლარაციები საბაჟო ორგანოების მიერ არ მიიღება.
მუხლი 10
დასაშვებია დეკლარაციის ფურცლის უკანა მხარის გამოყენება საბაჟოს მიერ სხვადასხვა აღნიშვნებისათვის.
თავი II. დეკლარაციის შევსების წესი
მუხლი 11
ფიზიკური პირის (შემდგომში – პირი) მიერ ივსება დეკლარაციის 1-11 გრაფები, ხოლო საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი პირების მიერ ივსება დეკლარაციის 12-18 გრაფები.
ა) პირველ გრაფაში – ,,გვარი” იწერება პირის გვარი პასპორტის შესაბამისად;
ბ) მეორე გრაფაში ,,სახელი”– პირის სახელი პასპორტის შესაბამისად;
გ) მესამე გრაფაში – ,,პასპორტის ნომერი” – იწერება პირის პასპორტის ნომერი;
დ) მეოთხე გრაფაში – ,,პასპორტის გამცემი ქვეყანა” – იწერება იმ ქვეყნის დასახელება ვის მიერაც გაცემული იქნა პასპორტი დეკლარაციის შემვსებ ფიზიკურ პირზე;
ე) მეხუთე გრაფაში – ,,გასვლის ქვეყანა” – ივსება იმპორტის (ან სახელმწიფოს სასარგებლოდ უარის თქმის) შემთხვევაში და იწერება იმ ქვეყნის დასახელება, საიდანაც პირი ჩამოვიდა საქართველოში;
ვ) მეექვსე გრაფაში – ,,შესვლის ქვეყანა” – ივსება ექსპორტის შემთხვევაში და იწერება იმ ქვეყნის დასახელება, სადაც პირი მიემგზავრება საქართველოს ტერიტორიიდან;
ზ) მეშვიდე გრაფაში – ,,საქონლის აღწერილობა” – მოცემულია სამი უჯრედი:
ზ.ა) პირველ უჯრედში – ,,საქონლის დასახელება” – მიეთითება პირის მიერ საბაჟო საზღვარზე გადასატანად განკუთვნილი საქონლის დასახელება;
ზ.ბ.) მეორე უჯრედში – ,,რაოდენობა, კგ” – მიეთითება საბაჟო საზღვარზე გადასატანად განკუთვნილი საქონლის რაოდენობა კილოგრამებში;
ზ.გ.) მესამე უჯრედში – ,,საქონლის კოდი სეს სნ-ის შესაბამისად” – მიეთითება საბაჟო საზღვარზე გადასატანად განკუთვნილი საქონლის კოდი საგარეო ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის შესაბამისად;
თ) მერვე გრაფაში ,,ჯამი” – იწერება ,,რაოდენობა, კგ” სვეტში მითითებული საქონლის საერთო რაოდენობა კილოგრამებში;
ი) მეცხრე გრაფაში ,,შევსების თარიღი” – პირის მიერ იწერება დეკლარაციის შევსების თარიღი;
კ) მეათე გრაფაში – ,,ხელმოწერა” – პირი ხელმოწერით ადასტურებს დეკლარაციაში გაცხადებული მონაცემების სისწორეს;
ლ) მეთერთმეტე გრაფაში – ,,შენიშვნა” – პირს შეუძლია დამატებითი ინფორმაციის მითითება აღნიშნულ გრაფაში დეკლარაციაში გაცხადებული საქონლის შესახებ;
მ) მეთორმეტე გრაფაში – ,,რეჟიმი” – მითითებულია სამი საბაჟო რეჟიმის კოდი ,,40”, ,,10” და ,,75”. საქონლის იმპორტის შემთხვევაში გაიხაზება კოდი ,,40”, საქონლის ექსპორტის შემთხვევაში ,,10”, ხოლო სახელმწიფოს სასარგებლოდ უარის თქმის შემთხვევაში ,,75”;
ნ) მეცამეტე გრაფაში – ,,საბაჟო გამშვები პუნქტი (საბაჟო საგუშაგო)” – გრაფის პირველ განყოფილებაში ,,დასახელება” – მიეთითება საბაჟო გამშვები პუნქტის (საბაჟო საგუშაგოს) დასახელება, ხოლო მე-2 განყოფილებაში ,,კოდი” _ მიეთითება საბაჟო გამშვები პუნქტის (საბაჟო საგუშაგოს) შესაბამისი კოდი;
ო) მეთოთხმეტე გრაფაში – ,,ავტოსატრანსპორტო საშუალება” – პირველ განყოფილებაში ,,მარკა” – იწერება იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მარკა, რომლითაც დეკლარაციაში გაცხადებული საქონელი გადაადგილდება საბაჟო საზღვარზე. მე-2 განყოფილებაში ,,სახ N” უნდა ჩაიწეროს ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი;
პ) მეთხუთმეტე გრაფაში – ,,საბაჟო გადასახდელების გამოანგარიშება” – არსებობს ორი განყოფილება:
პ.ა.) პირველ განყოფილებაში ,,ვალუტა 000” მიეთითება ეროვნული ვალუტის კოდი;
პ.ბ.) პირველი განყოფილების უჯრედში – ,,საქონლის ღირებულება” – დეკლარაციის მარცხენა ნაწილში გაცხადებული შესაბამისი საქონლის ღირებულება;
პ.გ.) პირველი განყოფილების მეორე უჯრედში – ,,საბაჟო ღირებულება” – შესაბამისი საქონლის საბაჟო ღირებულება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
პ.დ.) მეორე განყოფილებაში – ,,დარიცხვა” – არსებობს ოთხი უჯრედი:
პ.დ.ა) პირველ უჯრედში – ,,საბაჟო მოსაკრებელი” – იწერება შესაბამის საქონელზე დარიცხული საბაჟო მოსაკრებლის ოდენობა;
პ.დ.ბ.) მეორე უჯრედში – ,,საბაჟო გადასახადი” – იწერება შესაბამის საქონლზე დარიცხული საბაჟო გადასახადის ოდენობა;
პ.დ.გ.) მესამე უჯრედში – ,,დღგ” – იწერება შესაბამის საქონლზე დარიცხული დამატებული ღირებულების გადასახადის ოდენობა;
პ.დ.დ.) მეოთხე უჯრედში – ,,სულ” – იწერება დეკლარაციაში დარიცხული მოსაკრებლის, საბაჟო გადასახადისა და დღგ-ს თანხების ჯამი, საქონლის როგორც თითოეულ, ასევე ყველა დასახელებაზე ერთად მე-15 გრაფის ბოლო მარჯვენა უჯრედში.
ჟ) მეთექვსმეტე გრაფაში – ,,გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი” – იწერება ამ მუხლის ,,პ” ქვეპუნქტში მითითებული საბაჟო გადასახდელების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი;
რ) მეჩვიდმეტე გრაფა – ,,განსაკუთრებული აღნიშვნები” – ივსება საბაჟო ორგანოს მიერ საქონლის საბაჟო გაფორმებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მითითების შემთხვევაში;
ს) მეთვრამეტე გრაფაში – ,,საბაჟო აღნიშვნები” – საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი პირის მიერ, პირადნომრიანი ბეჭდით და შესაბამისი შტამპით (,,გაშვება ნებადართულია”) დასტურდება დეკლარაციაში გაცხადებული საქონლის საბაჟო გაფორმების დასრულება გაფორმების თარიღის მითითებით. ბეჭდის დასმა შტამპის შიგნით დაუშვებელია. სრულყოფილად უნდა იკითხებოდეს ბეჭდისა და შტამპის ნომრები და წარწერა.”
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ალექსიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები