„საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმისა და მისი შეფუთვის სტანდარტიზების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 16 მაისის №257 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმისა და მისი შეფუთვის სტანდარტიზების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 16 მაისის №257 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 264
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/08/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/08/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/10/2024
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.024659
264
15/08/2024
ვებგვერდი, 19/08/2024
300160070.10.003.024659
„საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმისა და მისი შეფუთვის სტანდარტიზების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 16 მაისის №257 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №264

2024 წლის 15 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმისა და მისი შეფუთვის სტანდარტიზების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 16 მაისის №257 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმისა და მისი შეფუთვის სტანდარტიზების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 16 მაისის №257 დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge, 18/05/2022, 300160070.10.003.023468) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის:

1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „ტექნიკური რეგლამენტი – საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმისა და მისი შეფუთვის სტანდარტიზების შესახებ“ (შემდგომში – ტექნიკური რეგლამენტი) ვრცელდება თამბაქოს ნაწარმსა და მის შეფუთვაზე, გარდა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ა.ბ​1“, „ა.ე“, „ა.ვ“, „ა.ზ​1“ და „ა.ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული თამბაქოს ნაწარმისა.“.

2. მე-2 მუხლის მე-7 პუნქტ „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1 ქვეპუნქტი:

„ზ1) ნიკოტინის შემცველი პროდუქტი თამბაქოს გარეშე, რომელიც განკუთვნილია ადამიანის მიერ ნიკოტინის მისაღებად;“.

3. მე-5 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სიგარეტების ან სიგარილების შეფუთვაზე შეფუთვაში განთავსებული ნაწარმის ღერების რაოდენობის რიცხობრივი წარწერა, რომელსაც მოსდევს სიტყვა „ღერი“, აგრეთვე სიტყვა „ფილტრიანი“ ან „უფილტრო“ და სიტყვა „სიგარეტი“ ან „სიგარილა“, ნაწარმის შესაბამისად;

დ) სხვა თამბაქოს შემთხვევაში თამბაქოს წონის შესახებ რიცხობრივი წარწერა, რომელსაც მოსდევს წონის ერთეულის გრამის აბრევიატურა „გ“ და მოხმარების სახეობის მიხედვით სიტყვები „შესახვევი თუთუნი“ ან „საჩიბუხე თამბაქო“ ან „ჩილიმისთვის განკუთვნილი თამბაქო“ ან „თამბაქოს ნედლეული“ ან „თამბაქოს ნარჩენები“.“;

ბ) მე-2 პუნქტს „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) თამბაქოს ნაწარმის ბრენდის სახელისა და ვარიანტის სახელის შემთხვევაში დასაშვებია, იგი შესრულებულ იქნეს აგრეთვე ინგლისურ ენაზე, სილფაენის შრიფტით, ამ მუხლით დადგენილი ბრენდის სახელისა და ვარიანტის სახელისთვის დადგენილი პარამეტრების დაცვით;“;

გ) მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ბრენდისა და ვარიანტის სახელი არ შეიძლება იკავებდეს 1 სტრიქონზე მეტს თითოეული, ხოლო თუკი სრულდება ინგლისურ ენაზეც ან აფხაზურ ენაზეც, მაშინ ბრენდის სახელსა და ვარიანტის სახელს თითოეულ ენაზე ეთმობა თითო სტრიქონი. ინგლისურენოვანი ბრენდის სახელი და ვარიანტის სახელი უნდა განთავსდეს ქართულენოვანი ბრენდის სახელისა და ვარიანტის სახელის ქვემოთ და ზომით არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს სახელმწიფო ენაზე შესრულებულ წარწერას;“;

დ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. თამბაქოს ნაწარმის შეფუთვის გარე ზედაპირზე დასატანი წარწერების მიმართ ამ მუხლით დადგენილი სტანდარტები ვრცელდება როგორც ქართულ, ისე აფხაზურ ენებზე.“;

ე) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ერთეული შეფუთვის ან ყუთის გარე ზედაპირზე შეიძლება იყოს ბარკოდი, ასევე თამბაქოს ნაწარმის მიკვლევადობის ნიშანი, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:

ა) ბარკოდის დატანის მიზანია მხოლოდ თამბაქოს ნაწარმის გაყიდვის, განაწილების ან მარაგის კონტროლის ხელშეწყობა;

ბ) მიკვლევადობის ნიშნის მიზანია მხოლოდ თამბაქოს ნაწარმის მიწოდების ჯაჭვის კონტროლის ხელშეწყობა;

გ) არის თეთრი და შავი ფერის;

დ) შეფუთვაზე გვხვდება მხოლოდ ერთხელ;

ე) განლაგებულია ლატერალურ (გვერდითა) ზედაპირზე მხოლოდ ერთხელ, მართკუთხა ფორმით, არ ფარავს ტექნიკური რეგლამენტით მოთხოვნილ რაიმე წარწერას ან ნიშანს და არ იკავებს ლატერალური (გვერდითა) ზედაპირის 30%-ზე მეტს;

ვ) ბარკოდი ან/და მიკვლევადობის ნიშანი არ ქმნის სურათს, იმიჯს, სიმბოლოს, კვალს, თარგს, რომელიც შეიძლება აღქმულ იქნეს სხვაგვარად, გარდა თავად ბარკოდის ან/და მიკვლევადობის ნიშნისა.“.

4. მე-6 მუხლის „გ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.ბ) ბარკოდებსა და თამბაქოს ნაწარმის მიკვლევადობის ნიშანს, რომელიც მიკრულია როგორც სტიკერი და რომლებიც შესაბამისობაშია ტექნიკურ რეგლამენტთან;“.

5. მე-8 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ რეგლამენტით დაშვებული ბარკოდი და თამბაქოს ნაწარმის მიკვლევადობის ნიშანი შეიძლება განლაგებულ იქნეს გარსზე, მათ შორის, მაწებარა იარლიყის სახით, თუკი აკმაყოფილებს ამ რეგლამენტის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნებს.

3. გარსზე, რომელიც შემოკრულია და შეიცავს ერთზე მეტ შეფუთვას, შესაბამის ადგილას, ერთეული შეფუთვის ბარკოდის ან/და თამბაქოს ნაწარმის მიკვლევადობის ნიშნის დაფარვისათვის შეიძლება ჰქონდეს შავი წრე ან მართკუთხედი.“.

6. მე-9 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. შესახვევი თამბაქო – თამბაქოს ნედლეულის, თამბაქოს ნარჩენების, შესახვევი თამბაქოს ნაწარმის ერთეული შეფუთვა შეიძლება იყოს მხოლოდ კუბოიდური, ტომრის ან ცილინდრის ფორმის. კუბოიდური შეფუთვის შემთხვევაში მას უნდა ჰქონდეს მართკუთხა ფორმა და ზედაპირები სწორი კიდეებით, რომლებიც არ არის მომრგვალებული ან კუთხოვანი.“;

ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

7. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 10. სიგარილას შეფუთვაზე სტიკერის გადაკვრა

დასაშვებია სიგარილას შეფუთვის გარე ზედაპირზე საქართველოს კანონმდებლობისა და ტექნიკური რეგლამენტის მე-4 – მე-6 მუხლების შესაბამისი მაწებარა სტიკერის გადაკვრა, რომელიც არ სცილდება შეფუთვას (არ სცილდება შეფუთვის არსებობის პერიოდში და მისი მოცილება შეუძლებელია სტიკერის ან შეფუთვის დაზიანების გარეშე), სრულად ფარავს შეფუთვის გარე ზედაპირის ყველა ნაწილს, გარდა კოლოფის იმ ნაწილისა, რომელზეც განლაგებულია სამედიცინო გაფრთხილებები. დაუშვებელია სამედიცინო გაფრთხილებების ან აქციზური მარკის სრულად ან ნაწილობრივ დაფარვა. დაუშვებელია მაწებარა სტიკერის დაკვრა თამბაქოს ნაწარმის გარსზე.“.

8. მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

9. მე-13 მუხლი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 ოქტომბრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე