დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული, თვითმმართველობის უფლებამოსილებას მიკუთვნებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, მისი წარმოების, გამოყენების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ” ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 მარტის N43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12 |
| დოკუმენტის მიმღები | ამბროლაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 20/08/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/08/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.117.016593 |
|
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული, თვითმმართველობის უფლებამოსილებას მიკუთვნებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, მისი წარმოების, გამოყენების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ” ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 მარტის №43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული, თვითმმართველობის უფლებამოსილებას მიკუთვნებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, მისი წარმოების, გამოყენების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ” (www.matsne.gov.ge, 04/04/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.117.016412) ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 მარტის №43 დადგენილებაში შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, მისი წარმოების, გამოყენების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“; ბ) დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 93-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/345 ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული №1 დანართის მე-17 პუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს“; გ) დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 2. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და საქართველოს საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურები, მათი დებულებებით განსაზღვრული უფლებამოსილების სფეროს მიხედვით.“; დ) დადგენილებით დამტკიცებული „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის წარმოების, გამოყენების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის“ პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 1. ზოგადი დებულებანი 1. ეს წესი შემუშავებულია საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის საფუძველზე და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/345 ბრძანების შესაბამისად.“; ე) დადგენილებით დამტკიცებული „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის წარმოების, გამოყენების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის“ მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. ოქმის შედგენის სამართლებრივი საფუძველი და მის შედგენაზე უფლებამოსილი პირი 1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა ხდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2093 მუხლით და საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-80 მუხლით გათვალისწინებულ შესაბამის სამართალდარღვევებზე, მუნიციპალიტეტისათვის კანონით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში და სათანადო უფლებამოსილების მქონე მერიის სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლის მიერ. 2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე მერიის სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილება განისაზღვრება ამ სამსახურის დებულებით, ხოლო სამსახურის კონკრეტული თანამშრომლის უფლებამოსილება – მერის ბრძანებით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები