„სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, გაუქმების, შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 1 აგვისტოს №598 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, გაუქმების, შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 1 აგვისტოს №598 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 65
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 30/08/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/08/2024
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.017493
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
65
30/08/2024
ვებგვერდი, 30/08/2024
140130000.22.034.017493
„სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, გაუქმების, შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 1 აგვისტოს №598 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (30/08/2024 - 03/12/2024)

„სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, გაუქმების, შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 1 აგვისტოს №598 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №65

2024 წლის 30 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, გაუქმების, შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 1 აგვისტოს №598 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, გაუქმების, შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 1 აგვისტოს №598 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 01/08/2012, 140130000.22.034.016122) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 24- მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. „A“ კატეგორიის/„A1“, „A2“, „B1“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა მოიცავს მხოლოდ პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპს.

3. „B“, „C“, „D“, „BE“, „CE“, „DE“ კატეგორიების/„C1“, „D1“, „C1E“, „D1E“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა მოიცავს პრაქტიკული გამოცდის პირველ და მეორე ეტაპებს.“.

2. 32- მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „A“ კატეგორიის/„A1“, „A2“, „B1“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის (პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის) მიზანია მძღოლობის კანდიდატის მართვის უნარ-ჩვევების გამოვლენა და საგამოცდო ავტომობილის მართვის პროცესში თეორიული ცოდნის გამოყენების ეფექტურობის შემოწმება.

2. „B“, „C“, „D“, „BE“, „CE“, „DE“ კატეგორიების/„C1“, „D1“, „C1E“, „D1E“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის მიზანია ავტოდრომზე ან დახურულ მოედანზე საგამოცდო ავტომობილის მართვის პროცესში მძღოლობის კანდიდატის თეორიული ცოდნის გამოყენების საწყისი უნარ-ჩვევების შემოწმება, ასევე, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე მძღოლობის კანდიდატის დაშვების შესაძლებლობის განსაზღვრა.“.

3. 38- მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 38. „CE“, „DE“ კატეგორიების/„C1E“, „D1E“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპი და მისი შეფასების წესი

1. „CE“, „DE“ კატეგორიების/„C1E“, „D1E“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე მძღოლობის კანდიდატი ვალდებულია ჩააბაროს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) ამ წესის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით შეასრულოს შემდეგი საგამოცდო ელემენტები:

ა.ა) „უკუსვლით პარკირება“;

ა.ბ) „პლატფორმასთან უკუსვლით დაყენება“;

ა.გ) „მისაბმელის გადაბმა და ჩახსნა“;

ბ) პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის მსვლელობისას დაიცვას ამ წესის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი ავტომობილის მართვასთან დაკავშირებული მოთხოვნები და გამოავლინოს იმავე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული უნარ-ჩვევები.

2. პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საკვალიფიკაციო მოთხოვნების ჩაბარებისას მძღოლობის კანდიდატს ეკისრება საჯარიმო ქულა შემდეგი წესის მიხედვით:

ა) 40 საჯარიმო ქულა – ამ წესის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტით (გარდა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) დადგენილი თითოეული საგამოცდო ელემენტის შესრულების წესის თითოეული მოთხოვნის დარღვევის ყოველ ჯერზე;

ბ) 10 საჯარიმო ქულა – ამ წესის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით დადგენილი საგამოცდო ელემენტის შესრულების წესის თითოეული მოთხოვნის დარღვევის ყოველ ჯერზე;

გ) 40 საჯარიმო ქულა – ამ წესის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი ავტომობილის მართვასთან დაკავშირებული თითოეული მოთხოვნის დარღვევის ყოველ ჯერზე.“.

4. 381 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის ხანგრძლივობა და მანძილი ისე უნდა იყოს განსაზღვრული, რომ შესაძლებელი იყოს პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის საკვალიფიკაციო მოთხოვნებით გათვალისწინებული მოქმედებების, ასევე, სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხო მართვასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესრულებისა და უნარ-ჩვევების გამოვლენის შეფასება. „B“, „BE“ კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე საგამოცდო ავტომობილის უშუალოდ საგზაო მოძრაობაში მართვისათვის განკუთვნილი დრო (საგამოცდო მარშრუტის გავლისათვის საჭირო დრო) უნდა შეადგენდეს არანაკლებ 25 წუთს, ხოლო „C“, „D“, „CE“, „DE“ კატეგორიების/„C1“, „D1“, „C1E“, „D1E“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე – არანაკლებ 45 წუთს.“.

5. 383 მუხლის.ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.კ) სატრანსპორტო საშუალების აჩქარებისას, შენელებისას და აღმართზე და დაღმართზე მოძრაობისას სატრანსპორტო საშუალების ისე მართვა, რომელიც უზრუნველყოფს მოძრაობის უსაფრთხოებას და საწვავის მოხმარებისა და გამონაბოლქვის შემცირებას, საჭიროების შემთხვევაში, გადაცემების შერჩევის გზით (მხოლოდ „C“, „D“, „CE“, „DE“ კატეგორიების/„C1“, „D1“, „C1E“, „D1E“  ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა შემთხვევაში).“.

6. 387 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ წესის 383 მუხლის „ა.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოქმედების შესრულება გულისხმობს გამომცდელის დავალების შესაბამისად სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ გამართულობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე მძღოლობის კანდიდატის მიერ პასუხის გაცემას ვიზუალურად ჩვენებით, შესაბამისი ხელსაწყოს გამოყენებით ან სხვა მოქმედებით ან/და ზეპირად (ზეპირი პასუხის გადმოცემა შესაძლებელია თავისუფალი თხრობით, თუმცა, პასუხი შინაარსობრივად უნდა შეესაბამებოდეს ამ პუნქტის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებით შესაბამისი კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისათვის გათვალისწინებული შესაბამისი დავალების პასუხს). სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობის შემოწმებასთან დაკავშირებით გამომცდელის მიერ მძღოლობის კანდიდატისათვის შერჩევითად შეიძლება მიცემულ იქნეს შემდეგი დავალებები (2 დავალება):“;

ა.ბ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) „CE“, „DE“ კატეგორიების/„C1E“, „D1E“ ქვეკატეგორიების საგამოცდო ავტომობილებზე:

დ.ა) განმარტოს უსაფრთხოების ძირითადი ფაქტორები, რომელიც გათვალისწინებული უნდა იქნეს სატრანსპორტო საშუალების დატვირთვის დროს (პასუხი: დატვირთვა თანაბრად უნდა იყოს განაწილებული სატრანსპორტო საშუალების მთელ სიგრძეზე, ისე, რომ გავლენა არ იქონიოს სატრანსპორტო საშუალების ეფექტურ მართვაზე. ნებისმიერი ტვირთი ისე უნდა იქნეს გადაზიდული, რომ საფრთხე არ შეუქმნას საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებს. ტვირთი უსაფრთხოდ უნდა განლაგდეს სატრანსპორტო საშუალების გაბარიტებისა და ნებადართული მაქსიმალური მასის (დასაშვები წონის) ფარგლებში. ამასთან, დამაგრებული ტვირთი არ უნდა გადაადგილდებოდეს და არ უნდა გადავარდეს სატრანსპორტო საშუალებიდან მოხვევის ან დამუხრუჭების დროს);

დ.ბ) განმარტოს, როგორ მოწმდება შუქამრეკლების გამართული მუშაობა (პასუხი: უნდა დარწმუნდეს, რომ ყველა შუქამრეკლი დაყენებულია, სუფთაა და ფუნქციონირებს (არ არის გაბზარული ან გატეხილი));

დ.გ) განმარტოს, როგორ მოწმდება საშხეფარების (ფრთების) გამართულობა სატრანსპორტო საშუალებაზე (პასუხი: საშხეფარების (ფრთების) გამართულობა მოწმდება ვიზუალურად, ყოველდღიური შემოწმების ფარგლებში);

დ.დ) განმარტოს, როგორ მოწმდება მინამრეცხის მდგომარეობა (პასუხი: მინამრეცხი უნდა მუშაობდეს და მისი ჯაგრისები უნდა იყოს კარგ მდგომარეობაში);

დ.ე) განმარტოს, როგორ მოწმდება ავტომობილის ძარის გამართულობა (პასუხი: ყოველდღიური შემოწმების ფარგლებში უნდა დარწმუნდეს, რომ ძარა ვარგისია ექსპლუატაციისათვის და არ აქვს მნიშვნელოვანი დეფექტები. ძარაზე არ უნდა იყოს დაუმაგრებელი ისეთი ნაწილი ან მოწყობილობა, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებს);

დ.ვ) განმარტოს, როგორ მოწმდება, რომ თვლების ქანჩები სათანადოდ არის მოჭერილი (პასუხი: ვიზუალურად უნდა შემოწმდეს მოშვებული ხომ არ არის თვლების რომელიმე ქანჩი და დარწმუნდეს, რომ თვლების ქანჩების ინდიკატორები (არსებობის შემთხვევაში) არის სათანადო მდგომარეობაში);

დ.ზ) განმარტოს, როგორ მოწმდება სატრანსპორტო საშუალების დაკიდების სისტემის მდგომარეობა (პასუხი: ყოველდღიური შემოწმების ფარგლებში უნდა შემოწმდეს დაკიდების სისტემა, გაცვეთის აშკარა ნიშნების ან დაზიანების არარსებობაზე);

დ.თ) განმარტოს, როგორ გამოიყენებს მოცემული სატრანსპორტო საშუალების ამწე მექანიზმს (სატრანსპორტო საშუალების მიხედვით, მაგ.: პანდუსი შშმ პირებისათვის ან ტვირთის ასაწევად) (პასუხი: მძღოლობის კანდიდატმა მოკლედ უნდა ახსნას შესაბამის სატრანსპორტო საშუალებაზე დაყენებული ამწე მექანიზმის სათანადო და უსაფრთხო მუშაობის პრინციპი);

დ.ი) განმარტოს, საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების დაფაზე რა უნდა შემოწმდეს ძრავის ჩართვამდე (პასუხი: უნდა შემოწმდეს საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების დაფაზე ყველა საკონტროლო მაჩვენებლისა და მაფრთხილებელი სიგნალის მუშაობა);

დ.კ) განმარტოს, საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების დაფაზე რა მაჩვენებელი უნდა შემოწმდეს ძრავის ჩართვის შემდეგ (პასუხი: უნდა შემოწმდეს, რომ საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების დაფაზე ყველა საკონტროლო მაჩვენებელი და მაფრთხილებელი სიგნალი მიუთითებენ ავტომობილის ტექნიკურ გამართულობაზე);

დ.ლ) აჩვენოს, როგორ მოწმდება, რომ სატრანსპორტო საშუალების ყველა კარი, მათ შორის, სატვირთო განყოფილების კარი, არის დახურული (პასუხი: მძღოლობის კანდიდატმა სატრანსპორტო საშუალების ყველა კარი უნდა დახუროს, ხოლო სატვირთო განყოფილების კარის ჩამკეტი ბერკეტი უნდა დააყენოს რეკომენდებულ უსაფრთხო პოზიციაზე);

დ.მ) აჩვენოს, როგორ მოწმდება, არის თუ არა საჰაერო სისტემაში გაჟონვა (მძღოლობის კანდიდატმა უნდა შეავსოს ჰაერის რეზერვუარები და საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების დაფაზე შესაბამისი საკონტროლო მაჩვენებლით შეამოწმოს, ეცემა თუ არა ჰაერის წნევა, შემოუაროს სატრანსპორტო საშუალებას და ყურადღებით მოუსმინოს ნებისმიერ ხმას, რომელიც შესაძლოა მიანიშნებდეს ჰაერის გაჟონვაზე);

დ.ნ) აჩვენოს, ტაქოგრაფში როგორ გამოცვლის მონაცემების აღრიცხვის მატარებელს (მძღოლობის კანდიდატმა უნდა შეძლოს ელექტრომექანიკურ (ანალოგური) ტაქოგრაფის პერსონალური დიაგრამული დისკის − სააღრიცხვო ფურცლის შეცვლა. ელექტრონული (ციფრული) ტაქოგრაფის შემთხვევაში, მძღოლობის კანდიდატმა უნდა განმარტოს, როგორ ხორციელდება მისი გამოყენება (პასუხი: ელექტრონულ (ციფრულ) ტაქოგრაფში მუშაობის რეჟიმის დასაწყებად, ტაქოგრაფის ბარათის ჩასადებში უნდა მოთავსდეს მძღოლის ბარათი, რის შემდეგაც, ტაქოგრაფის მენიუში სანავიგაციო ღილაკების მეშვეობით, შესაბამისი ჩამონათვალიდან არჩეულ უნდა იქნეს სამუშაოს დაწყების ადგილი (ქვეყანა) და ღილაკით „OK“ დადასტურდეს ქვეყნის არჩევა, ხოლო დასვენების რეჟიმი უნდა შეიცვალოს სამუშაო რეჟიმით (სხვა სამუშაო, ლოდინის პერიოდი და ა.შ.). აღნიშნულის შედეგად სამუშაო დღე ტაქოგრაფში ჩაითვლება გახსნილად. საერთო სამუშაო დროის ამოწურვის ან გეგმით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების შემდეგ უნდა დაიხუროს სამუშაო დღე. ამ მიზნით, სატრანსპორტო საშუალება უნდა გაჩერდეს და გამოირთოს ძრავა, რის შედეგადაც, ტაქოგრაფში ავტომატურად ფიქსირდება დასვენების რეჟიმი. გარდა ამისა, ტაქოგრაფის მენიუში სანავიგაციო ღილაკების მეშვეობით, შესაბამისი ჩამონათვალიდან არჩეული უნდა იქნეს სამუშაოს დასრულების ადგილი (ქვეყანა) და ღილაკით „OK“ დადასტურდეს ქვეყნის არჩევა. რამდენიმეკაციანი ეკიპაჟის (ორი ან მეტი მძღოლის) შემთხვევაში სათადარიგო მძღოლის ბარათი უნდა მოთავსდეს ტაქოგრაფში, მეორე ბარათის ჩასადებში).“;

ბ) მე-2 პუნქტის..ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.ა.ზ) საჭიროების შემთხვევაში ორჯერ დააჭიროს ფეხი გადაბმულობის სატერფულს (მხოლოდ „C“, „D“, ,„CE“, „DE“ კატეგორიების/„C1“, „D1“, „C1E“, „D1E“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა შემთხვევაში);“.

7. 388 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტის.1“-„.3ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.თ1) მძღოლობის კანდიდატი საგამოცდო ავტომობილის გადაცემების ჩართვის მოქმედებას ახორციელებს არასათანადოდ, რის შედეგად წარმოიშობა დამახასიათებელი დიდი ხმაური, ვიბრაცია ან/და საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების დაფაზე ირთვება შესაბამისი გაფრთხილება (მხოლოდ „C“, „D“, ,„CE“, „DE“ კატეგორიების/„C1“, „D1“, „C1E“, „D1E“  ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა შემთხვევაში);

ა.თ2) მძღოლობის კანდიდატი საგამოცდო ავტომობილის გადაცემის გადართვისას, პირველი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, გადაცემის იმავე გადართვას ვერ ახორციელებს ვერც მეორე ჯერზე (მხოლოდ „C“, „D“, „CE“, „DE“ კატეგორიების/„C1“, „D1“, „C1E“, „D1E“  ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა შემთხვევაში);

ა.თ3) მძღოლობის კანდიდატი საწვავის მოხმარებისა და გამონაბოლქვი აირების რაოდენობის შესამცირებლად არასათანადოდ იყენებს საგამოცდო ავტომობილის გადაცემებს (მხოლოდ „C“, „D“, „CE“, „DE“ კატეგორიების/„C1“, „D1“, „C1E“, „D1E“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა შემთხვევაში);“;

ბ) მე-11 პუნქტის:

ბ.) „.ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ვ) მძღოლობის კანდიდატმა დაიკავა განაპირა მარცხენა მოძრაობის ზოლი საგზაო მოძრაობის წესებით განსაზღვრული საფუძვლის გარეშე (მხოლოდ „B“, „D“, „BE“, „DE“  კატეგორიების/„D1“, „D1E“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა შემთხვევაში);“;

ბ.) „.1ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ი1) მძღოლობის კანდიდატი საგამოცდო ავტომობილით მარჯვნივ მოხვევის დასრულებისას სატრანსპორტო საშუალების ნებისმიერი ნაწილით საჭიროების გარეშე გადადის საპირისპირო მიმართულების მოძრაობის მხარეს (მხოლოდ „C“, „D“, „CE“, „DE“ კატეგორიების/„C1“, „D1“, „C1E“, „D1E“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა შემთხვევაში);“;

ბ.) „.1ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ა1) მძღოლობის კანდიდატს საგზაო მოძრაობის წესებით განსაზღვრული საფუძვლის გარეშე უკავია განაპირა მარცხენა მოძრაობის ზოლი (მხოლოდ „C“, „CE“ კატეგორიების/„C1“, „C1E“,  ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა შემთხვევაში);“.

8. 54- მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 32- პუნქტი:

„32. მძღოლობის კანდიდატს, რომელიც „CE“, „DE“ კატეგორიების/„C1E“, „D1E“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღებ პრაქტიკულ გამოცდაზე დაშვებულ იქნა 2024 წლის 31 დეკემბრამდე და რომელიც წარმატებით ჩააბარებს გამოცდას, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება მიენიჭება 2024 წლის 31 დეკემბრამდე არსებული წესით.“.

მუხლი 2
1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული 38-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს 2024 წლის 31 დეკემბრიდან.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული 38-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2025 წლის 1 მაისიდან.


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური