დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 28 მარტის №102 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 304 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 17/09/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/09/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 240140000.10.003.024699 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 28 მარტის №102 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/03/2024, 240140000.10.003.024495) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის“:
1. პირველი მუხლის: ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) მეწარმე სუბიექტი − ამ პროგრამის მიზნებისათვის, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული იურიდიული პირი, რომლის წინა სამეურნეო წლის აკუმულირებული ჯამური შემოსავალი არ აღემატება 200 მლნ ლარს;“; ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) ბენეფიციარი – მეწარმე სუბიექტი, რომელსაც ამ პროგრამით დადგენილი პირობების შესაბამისად მიენიჭა ბენეფიციარის სტატუსი;“; გ) „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ო) ემისიის პროსპექტი – „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული ემისიის პროსპექტი;“; დ) „ო“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ“ და „ჟ“ ქვეპუნქტები: „პ) წინასწარი პროსპექტი − „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული წინასწარი პროსპექტი; ჟ) დამტკიცებული პროსპექტი − „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული დამტკიცებული პროსპექტი.“. 2. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ბენეფიციარის მიერ სარეიტინგო კომპანიისთვის გადახდილი/გადასახდელი საკრედიტო რეიტინგის მოპოვებასთან დაკავშირებული ხარჯი. ამასთანავე, სააგენტო მოახდენს, „საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური გირავნობის მართვის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2024 წლის 8 აპრილის №1 დადგენილების შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებითა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით განსაზღვრული საქართველოს ეროვნული ბანკისთვის მისაღები სარეიტინგო კომპანიებისგან მინიჭებული საკრედიტო რეიტინგის მოპოვებისთვის გაწეული/გასაწევი ხარჯის თანადაფინანსებას;“. 3. მე-3 მუხლის: ა) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ბენეფიციარის პროგრამაში ჩართვიდან საბროკერო კომპანიამ 6 თვის ვადაში უნდა წარადგინოს დამტკიცებული პროსპექტი. ამ ვადის დარღვევის შემდეგ სააგენტო არ განახორციელებს ბენეფიციარის ამ პროგრამის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანადაფინანსებას.“; ბ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. ამ პროგრამის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საკრედიტო რეიტინგის მოპოვებისთვის (რეიტინგის მინიჭებისთვის) ბენეფიციარის მიერ გაწეული/გასაწევი ხარჯის ანაზღაურება მოხდება დასკვნის ფარგლებში დამტკიცებული პროსპექტის სააგენტოსთვის წარდგენის შემდგომ, სააგენტოსა და ბენეფიციარს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად. ამასთანავე, საკრედიტო რეიტინგის მინიჭება უნდა მოხდეს შესაბამისი დასკვნის ფარგლებში ფასიანი ქაღალდების სრულ განთავსებამდე. ასევე საკრედიტო რეიტინგის მოპოვებისთვის გაწეული/ გასაწევი ხარჯის ანაზღაურება ერთი დამტკიცებული პროსპექტის ფარგლებში განხორციელდება მხოლოდ ერთხელ.“; გ) მე-13 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-14 პუნქტი: „14. პროგრამის კომპონენტების დამატებით პირობებს, ასევე დამატებით მოთხოვნებს მეწარმე სუბიექტებისთვის/ბენეფიციარებისთვის/საბროკერო კომპანიებისთვის და დასკვნისთვის განსაზღვრავს სააგენტო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით.“. 4. მე-4 მუხლის: ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პროგრამის ფარგლებში არ დაფინანსდება ის მეწარმე სუბიექტი, რომელიც ახორციელებს ქვემოთ ჩამოთვლილ ერთ-ერთ საქმიანობას მაინც:
საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორი – სეკ 006-2016 (NACE-Rev-2):
2. პროგრამის ფარგლებში სასესხო ფასიანი ქაღალდების განთავსებიდან მოზიდული სახსრები არ უნდა იქნეს გამოყენებული შემდეგი მიზნობრიობით:
საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორი – სეკ 006-2016 (NACE-Rev-2):
ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი: „7. ერთი დამტკიცებული პროსპექტის ფარგლებში რამდენიმე დასკვნის არსებობისას ერთსა და იმავე ვალუტაში ფასიანი ქაღალდების გამოშვებაზე დაშვებულია მხოლოდ ერთი დასკვნის წარდგენა.“. 5. მე-5 მუხლის: ა) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ პროგრამის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საკრედიტო რეიტინგის ხარჯის თანადაფინანსების დაანგარიშებისას გაითვალისწინება ბენეფიციარის წინა სამეურნეო წლის განმავლობაში აკუმულირებული ჯამური შემოსავალი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოცულობის ფარგლებში, შემდეგი პროპორციის დაცვით: – 20 მლნ ლარამდე შემოსავლის შემთხვევაში ანაზღაურდება ხარჯის 80%; – 20-დან 40 მლნ ლარამდე შემოსავლის შემთხვევაში ანაზღაურდება ხარჯის 70%; – 40-დან 60 მლნ ლარამდე შემოსავლის შემთხვევაში ანაზღაურდება ხარჯის 60%; − 60-დან 200 მლნ ლარის ჩათვლით შემოსავლის შემთხვევაში ანაზღაურდება ხარჯის 40%. 5. ამ პროგრამის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარის მიერ საბროკერო კომპანიისთვის ასანაზღაურებელი მომსახურების საფასურის (საკომისიოს) თანადაფინანსების დაანგარიშებისას გაითვალისწინება ბენეფიციარის წინა სამეურნეო წლის განმავლობაში აკუმულირებული ჯამური შემოსავალი, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მოცულობის ფარგლებში, ქვემოთ მოცემული ცხრილის შესაბამისად:
ბ) მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) პროგრამის ფარგლებში განთავსებული ფასიანი ქაღალდი არის გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი ობლიგაცია (ESG), რომელიც დასტურდება შესაბამისი კვალიფიციური მეორე მხარის მოსაზრებით – 0.1%;“. 6. მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. პროგრამის ფარგლებში სააგენტოს მიერ განაცხადების მიღება შესაძლებელია შეჩერდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ პროგრამის ფარგლებში დამტკიცებული განაცხადების შესაბამისად სააგენტოს მიერ ასაღები ვალდებულებების მოცულობა გადააჭარბებს საბიუჯეტო წლისთვის სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ პროგრამის ბიუჯეტის ჯამურ მოცულობას. ამასთან, სააგენტო უფლებამოსილია, განსაზღვროს მეწარმე სუბიექტის კატეგორიები მათი შემოსავლების გათვალისწინებით და პროგრამისთვის გამოყოფილი ჯამური ბიუჯეტის ფარგლებში თითოეული კატეგორიისთვის დაადგინოს შესაბამისი ლიმიტები.“. 7. მე-6 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 მუხლი: „მუხლი 7. გარდამავალი დებულებები 1. სააგენტო სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 30 აპრილის №ს-43 ბრძანების ფარგლებში 2024 წლის 5 აგვისტომდე შესული B კატეგორიის მეწარმე სუბიექტების (მეწარმე სუბიექტი, რომლის წინა სამეურნეო წლის აკუმულირებული ჯამური შემოსავალი აღემატება 60 მლნ ლარს ან/და საქმიანობს ფინანსურ სექტორში) განაცხადებს/დასკვნებს განიხილავს და უზრუნველყოფს მათ თანადაფინანსებას, ამავე ბრძანებით განსაზღვრული კრიტერიუმებისა და თანადაფინანსების მოცულობების შესაბამისად. ამასთან, სააგენტო უზრუნველყოფს ამავე ბრძანების ფარგლებში 2024 წლის 5 აგვისტომდე უკვე დადასტურებული დასკვნების დაფინანსებას ამავე ბრძანების პირობებით. 2. სააგენტო არ განახორციელებს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარების დაფინანსებას, იმ შემთხვევაში, თუ დასკვნის ფარგლებში განსაზღვრული თანადაფინანსება განხორციელდა დონორი ორგანიზაციის მიერ.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები