დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 26 დეკემბრის №687 ბრძანებულებასა და ამ ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 481 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 09/11/2000 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, №105, 14/11/2000 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 19/10/2001 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.000000 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №481
2000 წლის 9 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 26 დეკემბრის №687 ბრძანებულებასა და ამ ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემისა და სტრუქტურის სრულყოფის მიზნით, „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 26 დეკემბრის №687 ბრძანებულების სათაურში, პირველ პუნქტში და ამ ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. ბრძანებულების სათაურში, პირველ პუნქტსა და ამ ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულების მთელ ტექსტში სიტყვები „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო“, ხოლო სიტყვები „ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი“ სიტყვებით „შრომის, ჯანმრთე-ლობისა და სოციალური დაცვის მინისტრი“.
2. მე-10 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:
„ზ) დასაქმების მიზნით უმუშევართათვის საოჯახო, მცირე და საშუალო ბიზნესისადმი ხელშეწყობა“.
3. 28-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„28. სამინისტროს გამგებლობაში მყოფი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებია:
ა) საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტი;
ბ) სამხედრო-სამობილიზაციო დეპარტამენტი;
გ) სამედიცინო და სოციალური ექსპერტიზის დეპარტამენტი;
დ) ტექნიკისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტი;
ე) დემოგრაფიის დეპარტამენტი;
ვ) სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლის ინსპექცია;
ზ) ნარკოტიკების ლეგალური ბრუნვის კონტროლის ინსპექცია;
თ) შრომის ინსპექცია;
ი) ფარმაცევტული საქმიანობის ხარისხის კონტროლის ინსპექცია;
კ) სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და წესების სახელმწიფო ზედამხედველობის ინსპექცია;
ლ) სახელმწიფო საზღვრის გამტარ პუნქტებზე სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ინსპექცია.
4. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 301-ე, და 3011-ე პუნქტები:
„301. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებია:
ა) კახეთის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის რეგიონალური დეპარტამენტი;
ბ) ქვემო ქართლის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის რეგიონალური დეპარტამენტი;
გ) მცხეთა-მთიანეთის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის რეგიონალური დეპარტამენტი;
დ) შიდა ქართლის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის რეგიონალური დეპარტამენტი;
ე) სამცხე-ჯავახეთის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის რეგიონალური დეპარტამენტი;
ვ) იმერეთის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის რეგიონალური დეპარტამენტი;
ზ) რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის რეგიონალური დეპარტამენტი;
თ) სამეგრელოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაც-ვის რეგიონალური დეპარტამენტი;
ი) გურიის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის რეგიონალური დეპარტამენტი;
კ) ცხინვალის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის რეგიონალური დეპარტამენტი;
ლ) ქ.ფოთის მოსახლეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოცი-ალური დაცვის სამმართველო;
მ) დაბა მესტიის მოსახლეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამმართველო;
3011. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს დებულებას ამტ-კიცებს და ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელსა და მის მოადგი-ლეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი“.
5. 32-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„32. სამინისტროს ცენტრალური აპარატის შემადგენლობაში შედიან:
ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;
ბ) მინისტრის საგანგებო დავალებებისა და კონტროლის ბიურო;
გ) დასაქმებისა და შრომითი ურთიერთობების დეპარტამენტი;
დ) სოციალური დაზღვევისა და პროგრამების მართვის დეპარ-ტამენტი;
ე) სამკურნალო დახმარების ორგანიზაციის დეპარტამენტი;
ვ) დედათა და ბავშვთა საკითხების დეპარტამენტი;
ზ) სოციალური უზრუნველყოფის ორგანიზაციის დეპარტამენტი;
თ) მეცნიერებისა და განათლების დეპარტამენტი;
ი) რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის დეპარტამენტი;
კ) სტანდარტიზაციის, ნორმირებისა და ლიცენზირების დეპარტა-მენტი;
ლ) იურიდიული უზრუნველყოფის დეპარტამენტი;
მ) სოციალური სფეროს ეკონომიკის დეპარტამენტი;
ნ) საფინანსო-საბიუჯეტო დეპარტამენტი;
ო) სახელმწიფო ზედამხედველობის დეპარტამენტი;
პ) წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტი;
ჟ) საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი;
რ) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი;
ს) შრომითი დავების მარეგულირებელი სამმართველო;
ტ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სამმართველო;
უ) ინვალიდთა სოციალური დაცვის სამმართველო.
6. 33-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„33.ადმინისტრაციული დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა სამი-ნისტროში შესული და სამინისტროდან გასული ნებისმიერი დოკუმენ-ტაციისა და კორესპონდენციის რეგისტრაცია, საქმისწარმოების ორგა-ნიზაცია, სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში დოკუმენტებთან მუშაობის მეთოდური ხელმძღვანელობა, სამინისტროს თანამშრო-მელთა მიერ საქმისწარმოების საფუძვლების შესწავლა, აგრეთვე მინისტრთან შექმნილი საბჭოებისა და კომისიების, მინისტრის თათბირების მუშაობის ორგანიზაცია, დოკუმენტების რედაქტირება და მიღებულ გადაწყვეტილებათა რეგისტრაცია“.
7. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 331 პუნქტი:
„331 . მინისტრის საგანგებო დავალებებისა და კონტროლის ბიუროს ძირითადი ამოცანაა საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, საქართველოს პარლამენტის დადგენილებების, სახელმწიფო კანცელარიის მითითებების, მინისტრის განკარგულე-ბებისა და მითითებების, მინისტრთან შექმნილი საბჭოების, კომისიების სხდომებსა და თათბირებზე მიღებულ დავალებათა შესრულების კონტროლი, აგრეთვე მინისტრის მიერ სხვადასხვა საკითხებთან დაკავში-რებით დაკისრებული კონკრეტული საგანგებო დავალებების შესრულება“.
8. 37-ე პუნქტში სიტყვები: „საჭირო სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებას“ შეიცვალოს სიტყვებით: „შემუშავებული სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას“.
9. 39-ე პუნქტში სიტყვები: „სოციალური პოლიტიკის დეპარტამენტის“ შეიცვალოს სიტყვებით: „სოციალური უზრუნველყოფის ორგანიზაციის დეპარტამენტის“.
10. მე-40 პუნქტში სიტყვები: „ადამიანური რესურსების განვითარების“ შეიცვალოს სიტყვებით: „მეცნიერებისა და განათლების“.
11. 42-ე პუნქტში სიტყვის „ახორციელებს“ შემდეგ დაემატოს სიტყვები: „სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობისათვის, სამკურ-ნალო საშუალებების წარმოებისა და ექსპორტ-იმპორტის, კანონმდებ-ლობით გათვალისწინებულ სხვა“, შემდეგ როგორც ტექსტშია.
12. 44-ე პუნქტიდან ამოღებულ იქნეს ბოლო წინადადება: „აგრეთვე ახორციელებს სათანადო სამუშაოებს ქვეყნის სოციალური ბიუჯეტის ფორმირებისათვის, სახელმწიფო პროგრამების ფინანსური უზრუნველყოფისათვის და აწარმოებს დადგენილი წესით პროგრამების შესრულების მიმდინარეობის საფინანსო ანგარიშს“.
13. 45-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საფინანსო-საბიუჯეტო დეპარტამენტი ახორციელებს სამინისტროს განკარგუ-ლებაში არსებული სახსრების ხარჯვის საგეგმო,საფინანსო და საბუღალტრო აღრიცხვის სამუშაოებს და უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემაში საბუღალტრო აღრიცხვის კოორდინაციასა და საფინანსო კონტროლს, დადგენილი წესით, მართვის უფლებით სამინისტროსათვის გადაცემული სახელმწიფო ქონებაზე დაფუძნებული შეზღუდული პასუხისმგებლობისა და სააქციო საზოგადოებების, ასევე დებულების 50-ე პუნქტით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის კოორდინაციას თავისი კომპეტენციის ფარგლებში. დეპარტამენტის უფროსი წარმოადგენს სამინისტროს მთავარ ბუღალტერს“.
14. 46-ე პუნქტს სიტყვების „სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და წესების დაცვას“, შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის წინადადება „ახორციელებს სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურის კოორდინაციასა და მართვას“. შემდეგ როგორც ტექსტშია.
15. 48-ე პუნქტს დაემატოს შემდეგი წინადადება „აგრეთვე თანამშრომლობს უცხოეთის ქვეყნებთან“.
16. დებულების 49-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„49. საზოგადოებასთან ურთიერთობების დეპარტამენტი უზრუნველყოფს მოსახლეობისათვის შრომის,ჯანმრთელობისა და სოციალუ-რი დაცვის სფეროში მოქმედი სამართლებრივი აქტების ფართო პროპაგანდას,მიმდინარე რეფორმების და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მეშვეობით დროული ინფორმაციის მიწოდებას,მოქალაქეთა მიღებას,შემოსული განცხადებე-ბისა და საჩივრების ანალიზს და მათზე შესაბამის რეაგირებას.
17. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 491, 4911 და 49111 პუნქტები:
„491. შრომითი დავების მარეგულირებელი სამმართველო თავისი კომპეტენციის ფარგლებში არეგულირებს კოლექტიურ შრომით დავებს და ამ მიმართულებით უზრუნველყოფს სახელმწიფო პოლიტიკის შემუ-შავებას და სამართლებრივი ბაზის სრულყოფას, ახორციელებს კოლექ-ტიური შრომითი დავების რეგისტრაციას, შეისწავლის და განაზოგადებს კოლექტიური შრომითი დავის წარმოქმნის მიზეზებსა და პირობებს, ამზადებს წინადადებებს მათ აღმოსაფხვრელად.
4911. საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სამმართველო უზრუნველყოფს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით აღიარებული საქვეყნოობის პირობებიდან გამომდინარე, დაინტერესე-ბული მხარისათვის შრომის,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში არსებული საჯარო ინფორმაციის გაცნობას და მათი ასლების გადაცემას, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო,პროფესიულ, კომერციულ ან პირად საიდუმლოებას. აწარმოებს საჯარო რეესტრს, რომელშიც შეიტანს სამინისტროში დაცულ ოფიციალურ დოკუმენტებს,აგრეთვე მისი ან ცალკეული მოხელის მიერ სამართლებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებულ, დამუშავებულ, შექმნილ ან გაგზავნილ ინფორმაციას, კანონმდებლობით დადგენილი წესით“.
49111. ინვალიდთა სოციალური დაცვის სამმართველო ახორციელებს სახელმწიფო ვალდებულებების განსაზღვრას ინვალიდთა სოციალური დაცვის თვალსაზრისით და მათთვის თანაბარ შესაძლებლობათა უზრუნველყოფის გარანტიებით. ინვალიდთა სამედიცინო,ფსიქოლოგიური, სოციალური ადაპტაციის და ინტეგრაციის პროგრამების შემუშავებას და განხორციელებისადმი კონტროლს“.
18. 50-ე პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტები:
„მ) საქართველოს სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო კომპანია“;
ნ) დიპლომისშემდგომი განათლების სახელმწიფო სამედიცინო აკადემია“.
19. დებულების 51-ე პუნქტში სიტყვების „საქართველოს დასაქმების ერთიანი სახელმწიფო ფონდის“ შემდეგ დაემატოს „საქართველოს სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო კომპანიისა და დიპლომის-შემდგომი განათლების სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის“, შემდეგ როგორც ტექსტშია.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები