„საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 26 დეკემბრის N687 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 26 დეკემბრის N687 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 86
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 10/03/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 22, 14/03/2000
ძალის დაკარგვის თარიღი 19/10/2001
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
86
10/03/2000
სსმ, 22, 14/03/2000
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 26 დეკემბრის N687 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება 86

2000 წლის 10 მარტი

. თბილისი

საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებსაქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 26 დეკემბრის N687 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინის­ტროს სისტემისა და სტრუქტურის სრულყოფის მიზნით „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 26 დეკემბრის N687 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. დებულების მე-9 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები: „სამედიცინო-სანიტარიული, სოციალურ-ეკონომიკური და მეცნიერულ-ტექნოლოგიური“.

2. იმავე პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) მოსახლეობის ჯანმრთელობაზე გარემოს ფაქტორების უარყოფითი გავლენის თავიდან აცილების, სამედიცინო მომსახურების, შრომის, ყოფა-ცხოვრების, კვების, სწავლების, აღზრდის, რადიაციული და ქიმიური უსაფრთხოების, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური წესების შემუშავება და მათი დაცვის სახელმწიფო ზედამხედველობა, ობიექტების სახელმწიფო-ჰიგიენური რეგისტრაცია და სერტიფიკაცია;

ქვეყნის საზღვრებზე სახელმწიფო სანიტარიულ-ჰიგიენური ზედამხედველობის განხორციელება, ტერიტორიის სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური კეთილსაიმედოობის უზრუნველყოფა, ადამიანის ჯანმრთელობისათვის პოტენციურად საშიში პროდუქტის, ტვირთისა და საკარანტინო დაავადებათა შემოტანის შეზღუდვა და აღკვეთა;“

3. 11-ე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) შრომითი ურთიერთობების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება“.

4. იმავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში სიტყვები: „შრომის ორგანიზაციის“ შეიცვალოს სიტყვებით: „შრომითი ურთიერთობების“.

5. 13-ე პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“ ქვეპუნქტი:

„ო) სახელმწიფო საოჯახო პოლიტიკის პრინციპებისა და მიზნების განსაზღვრა, კონკრეტული პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების ზედამხედველობა“.

6. 16-ე პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) ქვეყანაში სამედიცინო ტექნიკურ ნაკეთობათა და სამედიცინო ტექნოლოგიათა დამუშავების, წარმოებისა და გამოყენების ერთიანი სახელმწიფო ნორმებისა და წესების შემუშავება, დანერგვა და მათი დაცვის სახელმწიფო ზედამხედველობის სისტემის ორგანიზება და მართვა, აგრეთვე თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამედიცინო და ანალოგიური სახის დაწესებულებათა დაგეგმარების, რეაბილიტაციისა და მშენებლობის ერთიანი სახელმწიფო ნორმების შემუშავება და დანერგვა“.

7. იმავე პუნქტიდან ამოღებულ იქნეს „მ“ ქვეპუნქტი. „ნ“, „ო“, „პ“, „ჟ“ და „რ“ ქვეპუნქტები შესაბამისად შეიცვალოს „მ“, „ნ“, „ო“, „პ“  და „ჟ“ ქვეპუნქტებით.

8. 17-ე პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) მოახდინოს არასახელმწიფო სამსახურების მიერ საქართველოს მოქალაქეთა დროებითი დასაქმების რეგისტრაცია ქვეყნის შიგნით და საზღვარგარეთ“.

9. 19-ე პუნქტის „მ“ ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „არ“;

10. იმავე პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ტ“ ქვეპუნქტი:

„ტ) სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად ამტკიცებს სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებულ სახელმწიფო დაწესებულებათა ხარჯთანუსხას, მათი შესრულების კონტროლს და აუცილებლობის შემთხვევაში იძლევა მითითებებს საბიუჯეტო სახსრების გამოყენების შესახებ“.

11. 26-ე პუნქტში სიტყვები „სამინისტროს საბჭო“ შეიცვალოს სიტყვებით “მინისტრის საბჭო“.

12. 28-ე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სამხედრო-სამობილიზაციო დეპარტამენტი“.

13. 28-ე პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ქვეპუნქტები:

„ე) სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლის ინსპექცია;

ვ) ნარკოტიკების ლეგალური ბრუნვის კონტროლის ინსპექცია;

ზ) შრომის ინსპექცია;

თ) ფარმაცევტული საქმიანობის ხარისხის კონტროლის ინსპექცია;

ი) არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის დეპარტამენტი;

კ) სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და წესების სახელმწიფო ზედამხედველობის ინსპექცია;

ლ) სახელმწიფო საზღვრის გამტარ პუნქტებზე სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ინსპექცია“.

14. 30-ე პუნქტის პირველი წინადადებიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები: „და საქალაქო“.

15. 32-ე პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტიდან და 37-ე პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „პროფილაქტიკური“.

16. 32-ე პუნქტის „პ“ ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს  სიტყვა „სტრატეგიული“.

17. 32-ე პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის  „რ„ ქვეპუნქტი:

         „რ) პირველადი ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტი.“

         18. 33-ე პუნქტში სიტყვები: „მინისტრის საბჭოებისა და კომისიების“ შეიცვალოს შემდეგი სიტყვებით: „მინისტრის საბჭოს, საბჭოებისა და კომისიების“.

19. 39-ე პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„39. სოციალური პოლიტიკის დეპარტამენტის ძირითადი მიზანია მოსახლეობის ცხოვრების დონის სტაბილიზაციის, სიღატაკის მასშტაბის შემცირებისა და მოსახლეობის სხვადასხვა კატეგორიებს შორის ცხოვრების დონის განსხვავების აღმოფხვრის მიზნით კომპლექსურ ღონისძიებათა შემუშავება და განხორციელება; მოსახლეობის სოციალური დაცვის საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის მიზნით შესაბამის ღონისძიებათა განხორციელება და ოჯახების მხარდაჭერის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება“.

20. 41-ე პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„41. რეგიონული პოლიტიკისა და პერსონალის მართვის დეპარ-ტამენტი ხელმძღვანელობს ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის შესაბამის რეგიონულ სტრუქტურებს და ამზადებს საჭირო საორგა-ნიზაციო-მეთოდურ დოკუმენტაციას ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გასატარებლად; ახორციელებს სამინისტროს კადრების აღრიცხვას, დარგის მუშაკთა გადამზადების, სპეციალიზებული კადრების შრომითი მოწყობის ორგანიზაციას; მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით მოსახლეობას უზრუნველყოფს შესაბამისი საკანონმდებლო განმარტე-ბებით ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებზე“.

21. 42-ე პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„42. სტანდარტიზაციის, ნორმირებისა და ლიცენზირების დეპარტა-მენტი უზრუნველყოფს მოსახლეობის შრომისა და ყოფის, მისი მკურნა-ლობისათვის საჭირო სახელმწიფო სტანდარტების, სოციალურ-ეკონო-მიკური ნორმატივების, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და ნორმა-ტივების შემუშავების ორგანიზაციას, აწარმოებს მათ უწყებრივ რეესტრს; ახორციელებს სპეციფიკური საქმიანობისათვის აუცილებელი ნებართვების (ლიცენზიები) გაცემისათვის საჭირო საორგანიზაციო სამუშაოებს; შეიმუშავებს შესაბამის ნორმატიულ, მეთოდურ და ინსტრუქციულ დოკუმენტებს“.

22. 43-ე პუნქტს სიტყვა „აქტების“ შემდეგ დაემატოს „პროექტების“.

23. 45-ე პუნქტიდან ამოღებულ იქნეს ბოლო წინადადება.

24. 46-ე პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

      „46. სახელმწიფო ზედამხედველობის დეპარტამენტი ახორციელებს ზედამხედველობას და კონტროლს უწევს სამედიცინო დახმარების ხარისხს, შრომის უსაფრთხოების პირობების დაცვას, ფარმაცევტული საქმიანობის ხარისხს, ნარკოტიკების ლეგალური ბრუნვის კონტროლს, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და წესების დაცვას; კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სამინისტროს შიდა უწყებრივ და საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის კონტროლს; თავისი კომპეტენციის ფარგლებში ზედამხედველობასა და კონტროლს უწევს კერძო სამართლის იმ იურიდიულ პირებს, რომელთა საქმიანობის ლიცენზირება ხდება ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ“.

25. დებულების მე-5 თავს დსემატოს შემდეგი შინაარსის 49-ე პუნქტი:

         „49. პირველადი ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტი ახორციელებს ქვეყანაში პირველადი ჯანმრთელობის დაცვის ქსელის ჩამოყალიბებას და მართვას. კოორდინაციას უწევს ოჯახის ექიმთა მომზადებისა და გადამზადების პროცესს, აგრეთვე, ამბულატორიულ-პოლიკლინიკური ქსელის ოპტიმიზაციას, დადგენილი წესით მონა­წილეობას იღებს პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ჩამოყალიბებაში, მიზნობრივი პილოტური პროგრამების შემუშავებასა და განხორ­ციელებაში.“

        26. დებულების ტექსტში სიტყვები „სამხარეო“ და რეგიონალური შეიცვალოს სიტყვით „რეგიონული“;

27.  დებულების  V თავს დაემატოს შემდეგი შინაარსის 50-ე და 51-ე პუნქტები:

„50. სამინისტრო კანონით განსაზღვრული წესით ახორციელებს შემდეგი საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს:

ა) საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდი;

ბ) საქართველოს დასაქმების ერთიანი სახელმწიფო ფონდი;

გ) ფარმაკოპეის კომიტეტი;

დ) აუდიოლოგიისა და სმენის რეაბილიტაციის ცენტრი;

ე) ექსპერიმენტული ნევროლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი;

ვ) შრომისა და წარმოების ორგანიზაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი;

ზ) ტრადიციული სამედიცინო საქმიანობის ცენტრი;

თ) ფარმაკოლოგიის კომიტეტი; 

ი) მიხეილ შენგელიას სახელობის ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმი;

კ) ადამიანის განვითარების პრობლემების სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი;

ლ) სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ცენტრი;

51. დებულების 50-ე  პუნქტში მითითებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების დებულებას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი. საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდისა და საქართველოს დასაქმების ერთიანი სახელმწიფო ფონდის გარდა, რომელთა ხელმძღვანელებს მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი, აღნიშნული საჯარო  სამართლის იურიდიული პირების წარმომადგენლობისათვის უფლებამოსილ პირებს ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.“.

 

. შევარდნაძე