„საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 სექტემბრის №531 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს დებულებაში ცვლილებათა შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 232
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 13/04/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 4, 30/04/1998
ძალის დაკარგვის თარიღი 04/01/2000
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
232
13/04/1998
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 4, 30/04/1998
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 სექტემბრის №531 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს დებულებაში ცვლილებათა შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №232

 1998 წლის 13 აპრილი

ქ. თბილისი

„საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 სექტემბრის №531 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს დებულებაში ცვლილებათა შეტანის თაობაზე

„საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 სექტემბრის №531 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დებულების V თავის 28-ე პუნქტში:

ა) პირველი წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სამინისტროს აპარატის სტრუქტურა შეიცავს შემდეგ ქვედანაყოფებს: „და ჩამონათვალს დაემატოს“ – მინისტრის აპარატი“;

ბ) ამოღებულ იქნეს მე-3 აბზაცი „- სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობისა და ჰიგიენური ნორმირების დეპარტამენტი“ გადატანილ იქნეს იმავე თავის 29-ე პუნქტში

გ) ამოღებულ იქნეს მე-4 აბზაცი „- სამედიცინო მეცნიერების, განათლების, აკრედიტაცია-ლიცენზირების დეპარტამენტი“ და მის ნაცვლად შეტანილ იქნეს „ - სამედიცინო მეცნიერებისა და განათლების დეპარტამენტი“;

დ) ამოღებულ იქნეს ბოლო აბზაცი „- სამხედრო-სამობილიზაციო განყოფილება“.

2. V თავის 29-ე პუნქტში:

ა) ამოღებულ იქნეს მესამე აბზაცი „- ჯანდაცვის მართვის ეროვნული ცენტრი“ და მის ნაცვლად შეტანილ იქნეს „- სამედიცინო ტექნიკის და ტექნოლოგიების დეპარტამენტი“;

ბ) ჩამონათვალს დაემატოს:

„- სამედიცინო საქმიანობის ლიცენზირების დეპარტამენტი

 დემოგრაფიის დეპარტამენტი

– ნარკოტიკებზე კონტროლის ინსპექცია

– სამხედრო-სამობილიზაციო დეპარტამენტი.“

3. VI თავში:

ა) ამოღებულ იქნეს 37-ე პუნქტი.

ბ) დაემატოს 37-ე პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„37. მინისტრის აპარატის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია მინისტრის ბრძანებების, რეზოლუციების, დავალებების შესრულების ორგანიზაცია და კონტროლი“.

გ) 33-ე პუნქტიდან ამოღებულ იქნეს შემდეგი წინადადება: „სამედიცინო მეცნიერების, განათლების, აკრედიტაცია-ლიცენზირების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები: და მის ნაცვლად შეტანილ იქნეს შემდეგი: „სამედიცინო მეცნიერებისა და განათლების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:“

დ) ამავე პუნქტიდან ამოღებულ იქნეს „გ“ ქვეპუნქტი.

პრეზიდენტი                                                                 ე. შევარდნაძე