დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023 წლის 6 თებერვლის №7/2023 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 48/2024 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 05/10/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/10/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010210010.15.008.016762 |
|
„კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023 წლის 6 თებერვლის №7/2023 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
„კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023 წლის 6 თებერვლის №7/2023 დადგენილებით დამტკიცებული კენჭისყრის ელექტრონული საშუალებებით ჩატარების წესისა და პირობების (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე”, ვებგვერდი – www.matsne.gov.ge, 06/02/2023, 010210010.15.008.016661):
1. მე-8 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საოლქო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია, საჭიროებისამებრ, გადასატანი საარჩევნო ყუთის წაღების, ამომრჩევლის ბარათების დარიგებისა და სხვა ფუნქციების შესრულების მიზნით, განკარგულებით საუბნო საარჩევნო კომისიას დაამატოს სპეცჯგუფის/სპეცჯგუფების 2-2 წევრი და კონკურსის წესით შეარჩიოს აღნიშნული სპეცჯგუფის წევრები. სპეცჯგუფის წევრი ვალდებულია იცავდეს საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა” ქვეპუნქტის მოთხოვნებს მისთვის დაკისრებული ფუნქციების შესრულების დროს, მათ შორის, კენჭისყრის დღეს სრულად.”. 2. მე-14 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს/მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის შედგენილ კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმში არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო და ბათილი ბიულეტენების რაოდენობაში არ გაითვალისწინება იმ ამომრჩეველთა რაოდენობა, რომლებმაც არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა სპეციალური სიით მიიღეს და რომლებსაც მხოლოდ საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ.”. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. |
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები