დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმისა და მისი შეფუთვის სტანდარტიზების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 16 მაისის №257 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 335 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 07/10/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/10/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.024730 |
|
„საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმისა და მისი შეფუთვის სტანდარტიზების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 16 მაისის №257 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმისა და მისი შეფუთვის სტანდარტიზების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 16 მაისის №257 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 18/05/2022, 300160070.10.003.023468) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლის:
1. მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ბრენდისა და ვარიანტის სახელები (გარდა ქვედა უმცირეს ზედაპირზე განლაგების შემთხვევისა) უნდა განლაგდეს იმ ზედაპირის ცენტრში, რომელზეც იბეჭდება მათი წარწერა და როცა იბეჭდება იმ გვერდზე, რომელზეც განთავსებულია სამედიცინო გაფრთხილება, მათი წარწერის ორიენტაცია უნდა იყოს ისეთივე, როგორიცაა სამედიცინო გაფრთხილების წარწერები;“. 2. მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) განლაგებულია ლატერალურ (გვერდითა) ზედაპირზე (მიკვლევადობის ნიშანი – ლატერალურ (გვერდითა) ან ქვედა უმცირეს ზედაპირზე) მხოლოდ ერთხელ, მართკუთხა ფორმით, არ ფარავს ტექნიკური რეგლამენტით მოთხოვნილ რაიმე წარწერას ან ნიშანს და არ იკავებს ლატერალური (გვერდითა)/ქვედა უმცირესი ზედაპირის 30%-ზე მეტს;“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2024 წლის 1 ოქტომბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები