დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №255 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 350 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 16/10/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/10/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.024745 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №255 დადგენილებაში (სსმ, 103, 24/08/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში:
1. მე-7 მუხლში: ა) „ზ“, „ნ“, „ო“, „პ“ და „ჟ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს; ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ“, „ს“ და „ტ“ ქვეპუნქტები: „რ) სასაქონლო ექსპერტიზის დეპარტამენტი; ს) ფინანსური ექსპერტიზის დეპარტამენტი; ტ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი.“. 2. მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 16 სასაქონლო ექსპერტიზის დეპარტამენტის ამოცანებია: ა) სისხლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე სასამართლოს, პროკურორის, გამომძიებლის, საქმეში მონაწილე მხარის ან უფლებამოსილი პირის მიერ კანონით დადგენილი წესით, აგრეთვე საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირების, ადმინისტრაციული ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე საჭირო გარემოებების დასადგენად და საკითხების გადასაწყვეტად, სასაქონლო ექსპერტიზების ჩატარება და შესაბამისი დასკვნისა და დასკვნის შედგენის შეუძლებლობის შესახებ აქტის გაცემა; ბ) გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილების, მოსამართლის განჩინების/დადგენილების, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ექსპერტიზების ჩატარება; გ) სამეცნიერო და მეთოდური მუშაობა, გამოკვლევათა სრულყოფა და ახალი მეთოდების დანერგვა; დ) თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება სასაქონლო ექსპერტიზების დარგში.“. 3. დაემატოს შემდეგი შინაარსის 161 მუხლი: „მუხლი 161 ფინანსური ექსპერტიზის დეპარტამენტის ამოცანებია: ა) სისხლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე სასამართლოს, პროკურორის, გამომძიებლის, საქმეში მონაწილე მხარის ან უფლებამოსილი პირის მიერ კანონით დადგენილი წესით, აგრეთვე საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირების, ადმინისტრაციული ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე საჭირო გარემოებების დასადგენად და საკითხების გადასაწყვეტად, ფინანსური ექსპერტიზების ჩატარება და შესაბამისი დასკვნისა და დასკვნის შედგენის შეუძლებლობის შესახებ აქტის გაცემა; ბ) გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილების, მოსამართლის განჩინების/დადგენილების, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ექსპერტიზების ჩატარება; გ) სამეცნიერო და მეთოდური მუშაობა, გამოკვლევათა სრულყოფა და ახალი მეთოდების დანერგვა; დ) თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება ფინანსური ექსპერტიზების დარგში.“. 4. 213,, 214,, 215 და 216 მუხლები ამოღებულ იქნეს. 5. დაემატოს შემდეგი შინაარსის 217 მუხლი: „მუხლი 217 ადმინისტრაციული დეპარტამენტის ამოცანებია: ა) ბიუროში საქმისწარმოების ერთიანი სტანდარტის დანერგვა და კონტროლი; ბ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; გ) ინფორმაციის ანალიზი და კოორდინაცია; დ) კომპეტენციის ფარგლებში, ბიუროს ურთიერთობების კოორდინაცია სხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან; ე) ბიუროს უფროსის, ბიუროს უფროსის პირველი მოადგილისა და მოადგილეების საქმიანობის ორგანიზაციული ხელშეწყობა; ვ) ადამიანური რესურსების მართვის ოპტიმიზაციის მიზნით, რეკომენდაციის შემუშავება; ზ) საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება და კანონით გათვალისწინებული ინფორმაციის ვებგვერდზე განთავსების უზრუნველყოფა; თ) კომპეტენციის ფარგლებში, ბიუროს მიერ დადებული ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი; ი) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობა, საზოგადოების ინფორმირება ბიუროს კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე; კ) ბიუროს უფლებებისა და ინტერესების დაცვა სასამართლოსა და კერძო არბიტრაჟში; ლ) ბიუროს კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესახებ სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე იურიდიული და ფიზიკური პირების განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება; მ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები