„ხულოს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთის განსაზღვრის შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 26 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ხულოს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთის განსაზღვრის შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 26 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები ხულოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 22/10/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/10/2024
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.136.016439
14
22/10/2024
ვებგვერდი, 23/10/2024
210020010.35.136.016439
„ხულოს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთის განსაზღვრის შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 26 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
ხულოს მუნიციპალიტეტი
 

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №14

2024 წლის 22 ოქტომბერი

დაბა ხულო

 

„ხულოს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთის განსაზღვრის შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 26 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ხულოს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთის განსაზღვრის შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 26 იანვრის №1 დადგენილებით დამტკიცებული „დანართი 1“-ის მე-4  მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. მოსაკრებლის გაანგარიშების წესი

1. მოსაკრებელი გამოიანგარიშება ობიექტის პროექტით განსაზღვრული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ2) საანგარიშო ფართობის გადამრავლებით მოსაკრებლის განაკვეთზე.

2. მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარერენარ ბოლქვაძე