“სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმა №2-ის შევსების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 4 აპრილის №218 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე"

  • Word
“სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმა №2-ის შევსების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 4 აპრილის №218 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე"
დოკუმენტის ნომერი 87
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 06/02/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 17, 08/02/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 22/12/2006
სარეგისტრაციო კოდი 200.220.010.22.033.008.146
  • Word
87
06/02/2006
სსმ, 17, 08/02/2006
200.220.010.22.033.008.146
“სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმა №2-ის შევსების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 4 აპრილის №218 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე"
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.220.010.22.033.008.146

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

 ბრძანება №87

2006 წლის 6 თებერვალი

ქ. თბილისი

,,სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის  ფორმა 2-ის შევსების წესის დამტკიცების შესახებსაქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 4 აპრილის 218 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს საბაჟო კოდექსის 94-ე და 95-ე მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად და ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ლ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1

 ,,სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმა №2-ის შევსების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის  4 აპრილის №218 ბრძანების (სსმ III, 2005 წ., №41, მუხ. 42) პირველ პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი, ფიზიკური პირის კუთვნილი საქონლის დეკლარირება განხორციელდეს საბაჟო-გამშვებ პუნქტებსა და საბაჟო საგუშაგოებზე ,,სატვირთო-საბაჟო დეკლარაცია ფორმა №2-ის (დანართი №1) გამოყენებით ,,სატვირთო-საბაჟო დეკლარაცია ფორმა №2-ის შევსების წესის შესახებ” ინსტრუქციის (დანართი №2) შესაბამისად. მიუხედავად ამ პუნქტის პირველ წინადადებაში აღნიშნული დებულებებისა საბაჟო-გამშვებ პუნქტებში ,,წითელი ხიდი”, ,,სადახლო”, ,,გარდაბანი” განხორციელდება მხოლოდ ექსპორტისა და სახელმწიფოს სასარგებლოდ უარის თქმის საბაჟო რეჟიმებში დეკლარირება, ხოლო ამავე პუნქტების გავლით გადაადგილებული საქონლის დეკლარირება თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში განხორციელდება უახლოეს ან დეკლარანტის მიერ შერჩეულ საბაჟო გაფორმების ადგილზე.”.

    მუხლი 2

 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. ალექსიშვილი