დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 28 ივნისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 29 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
| მიღების თარიღი | 07/11/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/11/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300350000.16.009.016713 |
|
„ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 28 ივნისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტებისა და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე და 81-ე მუხლების საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 28 ივნისის №19 დადგენილების (ვებგვერდი, 29/06/2021, სარეგისტრაციო კოდი: 300350000.16.009.016456) პირველი პუნქტით დამტკიცებული „ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესების“:
ა) მე-7 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31-32 პუნქტები: „31. წესებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მომხმარებლის განცხადებაზე დასაბუთებული პასუხი გაგზავნილად ითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ განმცხადებელს სააბონენტო ბარათზე და განაცხადზე მითითებულ ძირითად და ალტერნატიულ ნომერზე გაეგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინება დასაბუთებული პასუხის წერილის ბმულით. 32. ამ მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სისტემის ოპერატორის წარმომადგენლის მიერ სათანადოდ გაფორმებული და ხელმოწერილი წერილი (დოკუმენტი) მოკლე ტექსტურ შეტყობინებაში მოცემულ ბმულზე ხელმისაწვდომი უნდა იყოს 3 (სამი) წლის განმავლობაში და მისი გადმოწერა შესაძლებელი უნდა იყოს PDF ან/და JPG ფორმატში. აღნიშნულ ბმულზე არსებული დოკუმენტის რედაქტირება დაუშვებელია. ამასთან, შესაბამისი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში, სისტემის ოპერატორმა მოკლე ტექსტური შეტყობინებით გაგზავნილ ბმულზე განთავსებული წერილი (დოკუმენტი) განმცხადებელს ასევე უნდა მიაწოდოს მატერიალური, ან სხვა მოთხოვნილი ფორმით, ან/და საშუალებით.“; ბ) მე-11 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი: „31. გამანაწილებელი სისტემის საიმედოობის, მთლიანობისა და მასზე მიერთებული ელექტრომოწყობილობა-დანადგარების სწორი ექსპლუატაციისთვის, სისტემის ოპერატორი ვალდებულია საქართველოში მოქმედი ტექნიკური რეგლამენტების შესაბამისად, ტექნიკური საშუალებებით (მათ შორის, აღრიცხვის კვანძის, გამთიშველის ან/და სხვა საკომუტაციო მოწყობილობის საშუალებით) აკონტროლოს და შეზღუდოს ობიექტზე მისაერთებელი სიმძლავრე, ხოლო მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის შემთხვევაში – მისაერთებელი სიმძლავრის და მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრის ზედა ზღვარი, წესებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში.“; გ) მე-18 მუხლის: გ.ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მიერთების მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია, განაცხადის წარდგენამდე სრულად გადაიხადოს განაცხადში ასახული გამანაწილებელ ქსელთან ახალი ობიექტის მიერთების საფასური, როდესაც ადგილი აქვს: ა) გამანაწილებელ ქსელთან მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მიერთებას; ბ) 220 ვ ძაბვის საფეხურზე ახალი ობიექტის მიერთებას.“; გ.ბ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების თარიღისთვის სისტემის ოპერატორი ვალდებულია ახალი ობიექტის მიერთების სამუშაოების დასრულებისთანავე შეადგინოს აღრიცხვის კვანძის ექსპლუატაციაში გაშვების აქტი და ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძის გამთიშველი დატოვოს გამორთულ მდგომარეობაში, თუ არ არსებობს მიმწოდებლისგან შესაბამისი შეტყობინება მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის მიწოდების დაწყების დაკმაყოფილების თაობაზე (ხოლო მსხვილი მომხმარებლის ორგანიზებულ ბაზარზე ვაჭრობის მოთხოვნის შემთხვევაში – ბაზრის ოპერატორისგან), სისტემის ოპერატორმა განმცხადებელს მოკლე ტექსტური შეტყობინებით დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს მიერთების დასრულებისა და ელექტროენერგიის მიწოდების შეუძლებლობის თაობაზე (შესაბამისი მიზეზის მითითებით). ასეთ შემთხვევაში ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების თარიღად ითვლება აღრიცხვის კვანძის ექსპლუატაციაში გაშვების აქტის შედგენის თარიღი. სისტემის ოპერატორი ვალდებულია ახალი ობიექტისთვის ელექტროენერგიის მიწოდება განახორციელოს ელექტროენერგიის მიწოდების შეუძლებლობის გამომწვევი გარემოების აღმოფხვრის შესახებ შეტყობინების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული პირობებისა და პროცედურების შესაბამისად.“; დ) მე-20 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მომხმარებელი ვალდებულია სისტემის ოპერატორს აცნობოს მის მიერ გამანაწილებელ ქსელთან მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდის მოთხოვნის შესახებ, ხოლო სისტემის ოპერატორი ვალდებულია, წესების მე-11 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად აკონტროლოს და შეზღუდოს ამ ობიექტის მისაერთებელი სიმძლავრე. მომხმარებელი ვალდებულია, მიმართოს სისტემის ოპერატორს „მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდის შესახებ“ განაცხადით (განაცხადის სტანდარტულ ფორმას გადაწყვეტილებით ამტკიცებს კომისია). აღნიშნული განაცხადის ფორმა ასევე გამოიყენება, როდესაც ადგილი აქვს მომხმარებლის მიერ უფრო მაღალი ძაბვის საფეხურზე გადასვლის (შეცვლის) მოთხოვნას.“; ე) მე-20 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 201 მუხლი: „მუხლი 201. ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი საშუალება 1. სისტემის ოპერატორის წინასწარი ინფორმირებით, მომხმარებელს უფლება აქვს სარგებლობდეს ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი საშუალებით, იმ პირობების გათვალისწინებით, რომ წარმოებული ელექტროენერგია არ გადადინდება გამანაწილებელ ქსელში და სრულად ათვისებული იქნება მხოლოდ მომხმარებლის საკუთარი მოხმარებისთვის. ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი საშუალებით გამომუშავებული ელექტროენერგიის სისტემის ოპერატორის გამანაწილებელ ქსელში გადადინება დასაშვებია მხოლოდ აღნიშნული წარმოების საშუალების სისტემის ოპერატორთან მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურად რეგისტრაციის ან ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე იმავე წარმოების საშუალების ნაწილში წარმოების ლიცენზიატად ან მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურად რეგისტრაციის შემთხვევაში. 2. ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში გადადინება უნდა შეიზღუდოს მომხმარებლის მიერ მომხმარებლის შიდა ქსელში შესაბამისი ავტომატიკის ან სხვა ტექნიკური საშუალებების, ან/და მომხმარებლის შიდა ქსელის სპეციალური სქემის მოწყობით, რაც ტექნიკურად ზღუდავს წარმოებული ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში გადადინებას. ამასთან, ამ მუხლის მიზნებისთვის, გამანაწილებელ ქსელში ელექტროენერგიის უკანონოდ (არასანქცირებულად) გადადინებად არ ჩაითვლება, თუ მომხმარებლის გაუფრთხილებლობით საანგარიშსწორებო თვის განმავლობაში გამანაწილებელ ქსელში გადადინებული ელექტროენერგიის ჯამური რაოდენობა არ აღემატება 100 კვტ/სთ-ს. აღნიშნული ელექტროენერგია ანაზღაურდება წესების 221 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად. 3. ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში გადადინების კონტროლის მიზნით, მომხმარებელთან, რომელიც ფლობს ელექტროენერგიის წარმოების საკუთარ საშუალებას, ორმიმართულებიანი (რევერსული) მრიცხველის მონტაჟი ხდება შემდეგი პროცედურის დაცვით: ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი საშუალებით სარგებლობის ფაქტის გამოვლენისთანავე, სისტემის ოპერატორი ვალდებულია, მომხმარებელს აცნობოს წარმოების საშუალების მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სისტემის ოპერატორთან ან ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე რეგისტრაციამდე გამანაწილებელ ქსელში ელექტროენერგიის გადადინების აკრძალვის შესახებ, ამასთან სისტემის ოპერატორმა უნდა მისცეს მომხმარებელს რეგისტრაციისთვის გონივრული ვადა, რომელიც არ უნდა იყოს 3 თვეზე მეტი. აღნიშნული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ, თუ ამ პერიოდში მომხმარებელმა სათანადო განაცხადით არ მოითხოვა ორმიმართულებიანი (რევერსული) მრიცხველის მონტაჟი, სისტემის ოპერატორი ვალდებულია დაამონტაჟოს ელექტროენერგიის ორმიმართულებიანი (რევერსული) მრიცხველი და მომხმარებელს დაარიცხოს ჭკვიანი მრიცხველის მოწყობის საფასური, წესების №4 დანართით განსაზღვრული შეთავაზებული პაკეტების შესაბამისად. 4. მომხმარებლის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირობის დარღვევის შემთხვევაში, როდესაც მომხმარებლის მფლობელობაში არსებული წარმოების საშუალება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად არ არის რეგისტრირებული სათანადო წესით ელექტროენერგიის საცალო ან საბითუმო ბაზარზე და მომხმარებელთან დამონტაჟებულ ორმიმართულებიანი (რევერსული) მრიცხველზე დაფიქსირებული მონაცემით დასტურდება, რომ ადგილი აქვს წარმოებული ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში უკანონოდ (არასანქცირებულად) გადადინებას, სისტემის ოპერატორი ვალდებულია გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები, მათ შორის: ა) მომხმარებელს განუსაზღვროს გონივრული ვადა შიდა ქსელში შესაბამისი ავტომატიკის ან სხვა ტექნიკური საშუალებების მოწყობისთვის, ხოლო აღნიშნული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ სისტემის ოპერატორმა გამანაწილებელ ქსელში თავად უნდა მოაწყოს შესაბამისი ავტომატიკა და ერთჯერადად მოსთხოვოს მომხმარებელს ელექტროენერგიის ქსელში გადადინების თავიდან ასაცილებლად გაწეული ხარჯების ანაზღაურება. განსაზღვრულ ვადაში მომხმარებლის მიერ გადაუხდელობის შემთხვევაში სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია გადასახდელი თანხა ასახოს ამ მომხმარებლის ქვითარში და ამ მიზნით შესაბამისი მოთხოვნა წარუდგინოს მიმწოდებელს, წესების მე-14 მუხლის შესაბამისად.“. ვ) 21-ე მუხლის: ვ.ა) 41 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „41. გამანაწილებელ ქსელში ინვერტორის საშუალებით ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმულ სიმძლავრედ განისაზღვრება ინვერტორის ცვლადი დენის მხარეს არსებულ დადგმულ სიმძლავრესა და მუდმივი დენის მხარეს წარმოების მოწყობილობების დადგმულ სიმძლავრეს შორის უმცირესი სიმძლავრე.“; ვ.ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. სისტემის ოპერატორის ქსელთან მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრე არ შეიძლება აღემატებოდეს შესაბამისი სისტემის ოპერატორის გამანაწილებელ ქსელში პიკური დატვირთვის 14 პროცენტს. სისტემის ოპერატორის წლიური პიკური დატვირთვა განისაზღვრება საანგარიშო წლის წინა წლის მონაცემების საფუძველზე. სისტემის ოპერატორი ვალდებულია 5 სამუშაო დღის ვადაში აცნობოს კომისიას, თუ მის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრე მიაღწევს ამ პუნქტით დადგენილ ზღვარს. სისტემის ოპერატორი ვალდებულია სისტემის ოპერატორის გამანაწილებელ ქსელში პიკური დატვირთვის 12 პროცენტის ათვისების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს აღნიშნულის შესახებ მარეგულირებელ კომისიას.“; ზ) 22-ე მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 221 მუხლი: „მუხლი 221. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული და მისაერთებელი სიმძლავრის კონტროლი 1. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის (მათ შორის, მომხმარებლის შიდა ქსელზე მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის) დადგმული სიმძლავრის ცვლილების შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს წერილობით სისტემის ოპერატორს. 2. სისტემის ოპერატორის მიერ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრის გადაჭარბება შესაძლებელია დადგინდეს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის საპასპორტო-საქარხნო მონაცემების საფუძველზე, სისტემის ოპერატორის მიერ ფაქტობრივ მონაცემებზე დაყრდნობით შედგენილი აქტით, ელექტროენერგიის ორმიმართულებიან (რევერსულ) მრიცხველზე დაფიქსირებული მონაცემით ან/და სხვა მტკიცებულებებით. 3. თუ მომხმარებლის ან მომხმარებელთა ჯგუფის მფლობელობაში არსებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე აღემატება გამანაწილებელ ქსელთან მომხმარებლის ან მომხმარებელთა ჯგუფის ჯამურ მისაერთებელ სიმძლავრეს (მაგრამ არაუმეტეს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურისთვის კომისიის მიერ დადგენილი დადგმული სიმძლავრის ზედა ზღვარისა), სისტემის ოპერატორი ვალდებულია, აბონენტის ნომერზე რეგისტრირებულ მომხმარებელს ან მომხმარებელთა ჯგუფს განუსაზღვროს არანაკლებ 20 დღის ვადა მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდის პროცესის დაწყებისთვის (სისტემის ოპერატორთან შესაბამისი განაცხადით მიმართვისათვის) ან/და მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრის მომხმარებლის (ან მომხმარებელთა ჯგუფის) გამანაწილებელ ქსელთან მისაერთებელ სიმძლავრესთან შესაბამისობაში მოყვანისთვის. აღნიშნული ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში სისტემის ოპერატორი ვალდებულია, წინასწარ არანაკლებ 10 სამუშაო დღით ადრე მომხმარებლის ან მომხმარებელთა ჯგუფს ტექსტური შეტყობინებით გაფრთხილების შემდეგ შეწყვიტოს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის ან იმ მომხმარებლის მომარაგება, რომლის შიდა ქსელზეც დაერთებულია მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური. 4. თუ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე აღემატება მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურისთვის კომისიის მიერ დადგენილი დადგმული სიმძლავრის ზედა ზღვარს, ამ ფაქტის დაფიქსირებიდან ელექტროენერგიის წარმოების საშუალება კარგავს წესების 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის სტატუსს და ჩერდება მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი მომხმარებლისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დარიცხვის და ანგარიშსწორების პირობები. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ფაქტის დაფიქსირებისთანავე, სისტემის ოპერატორი ვალდებულია, შეადგინოს შესაბამისი აქტი და დაუყოვნებლივ შეატყობინოს წერილობით როგორც მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელ მომხმარებელს ან მომხმარებელთა ჯგუფს, აგრეთვე შესაბამის მიმწოდებელს და კომისიას. ელექტროენერგიის წარმოების საშუალებისთვის მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის სტატუსის მინიჭებამდე ელექტროენერგიის წარმოების საშუალების მფლობელი მომხმარებელი ან მომხმარებელთა ჯგუფი ვეღარ ისარგებლებს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული და გამანაწილებელ ქსელში მიწოდებული ჭარბი ელექტროენერგიის გაქვითვის ან/და შესყიდვის პირობებით (საცალო ბაზრის წესების 31-ე და 45-ე მუხლით დადგენილი პირობებით). 6. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის სტატუსის დაკარგვის შემთხვევაში სისტემის ოპერატორი ვალდებულია ჩაასწოროს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი მომხმარებლის ან მომხმარებელთა ჯგუფის მონაცემები, წესების 32-ე მუხლის შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ თუ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ კომისიის მიერ დადგენილი დადგმული სიმძლავრის ზედა ზღვარის გადაჭარბების ზუსტი თარიღის დადგენა შეუძლებელია, ამ მუხლის მოთხოვნების გათვალისწინებით, დარიცხვების ჩასწორება მოხდება აღნიშნული ფაქტის დაფიქსირების მომენტიდან, მაგრამ არაუმეტეს 3-თვიანი პერიოდისა. 7. ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში უკანონოდ (არასანქცირებულად) გადადინებული ელექტროენერგია, რომელიც გამანაწილებელ ქსელში გადადინდა წესების 201 მუხლის მე-2 და 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობის დარღვევით (მათ შორის, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის სტატუსის დაკარგვის მომენტში ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების კორექტირების შედეგად ფიქსირდება ჭარბ ელექტროენერგიად), სისტემის ოპერატორისთვის მიიჩნევა მიმდინარე დარიცხვის პერიოდში გამანაწილებელ ქსელში მიღებულ ელექტროენერგიად. 8. გამანაწილებელ ქსელში ელექტროენერგიის უკანონოდ (არასანქცირებულად) გადადინების შემთხვევაში (მათ შორის, წესების 201 მუხლის მე-2 და 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობის დარღვევის შემთხვევაში), როდესაც აღნიშნული ფაქტით სისტემის ოპერატორმა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით მიიღო სარგებელი, გამანაწილებელ ქსელში უკანონოდ (არასანქცირებულად) გადადინებული ელექტროენერგიის სრულ ოდენობას შეისყიდის უნივერსალური მომსახურების ის მიმწოდებელი, რომელსაც აღნიშნული სისტემის ოპერატორის სალიცენზიო არეალში დაკისრებული აქვს ელექტროენერგიის მიწოდების საჯარო მომსახურების სახით ვალდებულება. უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი, აღნიშნულ ელექტროენერგიას შეისყიდის მარეგულირებელი ელექტროსადგურისთვის კომისიის მიერ დადგენილი ყველაზე დაბალი ტარიფით. სისტემის ოპერატორი ვალდებულია, უნივერსალურ მიმწოდებელს ამ პუნქტის შესაბამისად შესყიდული ელექტროენერგიის საფასური აუნაზღაუროს ამავე პუნქტით გათვალისწინებული ფასით, შესაბამისი მოთხოვნის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. 9. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც ელექტროენერგიის წარმოების საშუალება დაერთებულია მომხმარებლის შიდა ქსელზე, მომხმარებელსა და სისტემის ოპერატორს შორის ურთიერთობა გაგრძელდება წესების 201 მუხლით დადგენილი პირობების გათვალისწინებით, ხოლო თუ ეს ელექტროენერგიის წარმოების საშუალება მიერთებულია უშუალოდ გამანაწილებელ ქსელთან, აღნიშნული ელექტროენერგიის წარმოების საშუალების ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მწარმოებლად რეგისტრაციამდე ან მისთვის მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის სტატუსის მინიჭებამდე სისტემის ოპერატორი ვალდებულია ჩახსნას გამანაწილებელი ქსელიდან.“; თ) 23-ე მუხლის: თ.ა) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. თუ დამტენი სადგურის განთავსების ადგილი (ობიექტი ან განსაზღვრული ტერიტორია) არ მარაგდება სხვა გაცემის პუნქტიდან, ამ მუხლით განსაზღვრული მიზნებისთვის, დამტენი სადგურის სხვა მიზნობრიობით გამოყენებად არ ჩაითვლება ისეთი შემთხვევა, როდესაც მისაერთებელი სიმძლავრის არაუმეტეს 20%-ის გამოყენება ხდება ამ ობიექტის ან/და მისი განთავსების ადგილის (ტერიტორიის) ელექტროენერგიით მომარაგებისთვის ან/და ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი საშუალებებით ელექტროენერგიის წარმოებისთვის. მოცემულ შემთხვევაში მომხმარებელი პასუხისმგებელია მის შიდა ქსელში დამტენი სადგურის სხვა მიზნობრიობით გამოყენების დასაშვები ზღვარის შესაბამისი საშუალებებით დაცვასა და კონტროლზე. ამასთან, ამ ინფორმაციის ნამდვილობის მტკიცების ტვირთი ეკისრება მომხმარებელს.“; თ.ბ) მე-12 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 121 პუნქტი: „121. ამ მუხლის მე-12 პუნქტის საფუძველზე მიერთებული დამტენი სადგურისთვის მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდის საფასური წარმოადგენს წესების მე-20 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული, მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდის საფასურის 50%-ს (შეთავაზებული პაკეტების მიხედვით).“; თ.გ) მე-13 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია მომხმარებელს დაარიცხოს ახალი ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების საფასურის, ასევე სიმძლავრის გაზრდის საფასურის და ამ მუხლით განსაზღვრული დამტენი სადგურის მიერთების, ასევე სიმძლავრის გაზრდის საფასურებს შორის სხვაობა;“; ი) 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. დროებითი მფლობელის მომარაგება უნდა განხორციელდეს ძირითადი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელთან მისაერთებელი სიმძლავრის ტექნიკური პარამეტრების ფარგლებში. დროებითი მფლობელის მიერ, აღნიშნულ მისამართზე მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით სარგებლობა შესაძლებელია განხორციელდეს ძირითადი აბონენტის ნომერზე რეგისტრირებული მომხმარებლის თანხმობით, აღნიშნული მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების პარამეტრების ფარგლებში და წესების 21-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები