„კომერციულ ბანკებში რისკის პოზიციების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 21 ნოემბრის №228/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 280/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 19/11/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/11/2024
სარეგისტრაციო კოდი 220010000.18.011.016878
280/04
19/11/2024
ვებგვერდი, 20/11/2024
220010000.18.011.016878
„კომერციულ ბანკებში რისკის პოზიციების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 21 ნოემბრის №228/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №280/04

2024 წლის 19 ნოემბერი

ქ. თბილისი

„კომერციულ ბანკებში რისკის პოზიციების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 21 ნოემბრის №228/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1

„კომერციულ ბანკებში რისკის პოზიციების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 21 ნოემბრის №228/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 22/11/2019; ს/კ: 220010000.18.011.016419) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის პირველ პუნქტს „კ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი:

„ლ) წილობრივი ინსტრუმენტი  ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი (ბასს) 32-ით განსაზღვრული წილობრივი ინსტრუმენტი.“. 

2. მე-4 მუხლის:

ა)  პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) როდესაც რეზიდენტი სისტემური მნიშვნელობის ბანკის მსესხებელი პირი არის სხვა რეზიდენტი სისტემური მნიშვნელობის ბანკი, მის მიმართ არსებული რისკის პოზიცია, საკრედიტო რისკის მიტიგაციის ეფექტის გათვალისწინებით, არ უნდა აღემატებოდეს გამსესხებელი ბანკის პირველადი კაპიტალის 15%-ს. ამასთან, რეზიდენტი სისტემური მნიშვნელობის ბანკის რისკის პოზიციის ღირებულება, საკრედიტო რისკის მიტიგაციის ეფექტის გათვალისწინების გარეშე, გარდა ამავე ბანკში სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული ფულადი სახსრებით, ფულთან გათანაბრებული ინსტრუმენტებითა და ფასიანი ქაღალდებით უზრუნველყოფისა, სხვა რეზიდენტი სისტემური მნიშვნელობის ბანკის მიმართ არ უნდა აღემატებოდეს გამსესხებელი ბანკის პირველადი კაპიტალის 50%-ს.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. აკრძალულია ბანკის მიერ ისეთი რისკის პოზიციების შექმნა, რომლის მიზანია პირდაპირ ან არაპირდაპირ დააფინანსოს:

ა) ამავე ბანკის წილობრივი ან სავალო ინსტრუმენტის შეძენა;

ბ) ამავე ბანკის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი როგორც აქციონერის, ისე შუალედური მფლობელისა და ბენეფიციარი მესაკუთრის, ან მაკონტროლებელი პირის ან ამავე ბანკის სათავო საწარმოს/საწარმოების წილობრივი ან სავალო ინსტრუმენტის შეძენა;

გ) ამავე ბანკის შვილობილი კომპანიის  ან ამავე ბანკის სათავო საწარმოს/საწარმოების შვილობილი კომპანიის წილობრივი ან სავალო ინსტრუმენტის შეძენა.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელინათელა თურნავა