„დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარების და საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის №281/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარების და საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის №281/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 44/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 24/12/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/12/2024
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.017159
44/ნ
24/12/2024
ვებგვერდი, 24/12/2024
470230000.22.035.017159
„დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარების და საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის №281/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №44/ნ

2024 წლის 24 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარებისა და საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის №281/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარებისა და საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის №281/ნ ბრძანებით  (სსმ, №137, 01/10/2007, 470.230.000.22.035.010.854) დამტკიცებული №1 დანართის (დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარებისა და საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესი) მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს 51 და 52 პუნქტები შემდეგი რედაქციით:

„51. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნილ პირზე ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების მოთხოვნების გათვალისწინებით, საავადმყოფო ფურცლის გაცემის საფუძველია:

ა) შესაბამისი ქვეყნის სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ორსულობის ან მშობიარობის ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ქართულ ენაზე ნათარგმნი და დამოწმებულია შესაბამის ქვეყნაში მოქმედი საქართველოს საკონსულო თანამდებობის პირის მიერ; და

ბ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული ცნობა, პირის როტაციის წესით   სამუშაო მივლინებაში ყოფნის შესახებ.

52. ამ მუხლის 51 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციის სამედიცინო დაწესებულებაში წარდგენა და საავადმყოფო ფურცლის მიღება შესაძლებელია როგორც უშუალოდ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნილი პირის, ისე მისი წარმომადგენლის მიერ სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიმიხეილ სარჯველაძე