დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების მიერ ავტორიზაციის გავლის, აგრეთვე დაწესებულების ავტორიზაციის შეჩერებისა და შეწყვეტის დროებითი წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 21 თებერვლის №76 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 400 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 29/11/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/12/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430040000.10.003.024795 |
|
„ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების მიერ ავტორიზაციის გავლის, აგრეთვე დაწესებულების ავტორიზაციის შეჩერებისა და შეწყვეტის დროებითი წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 21 თებერვლის №76 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონისა (№3822-XIIIმს-Xმპ, 30/11/2023) და „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის 81 პუნქტის შესაბამისად, „ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების მიერ ავტორიზაციის გავლის, აგრეთვე დაწესებულების ავტორიზაციის შეჩერებისა და შეწყვეტის დროებითი წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 21 თებერვლის №76 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/02/2023, 430040000.10.003.023909) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული:
1. „ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების მიერ ავტორიზაციის გავლის, აგრეთვე დაწესებულების ავტორიზაციის შეჩერებისა და შეწყვეტის დროებითი წესის“ (დანართი №1): ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების მიერ ავტორიზაციის გავლის, აგრეთვე დაწესებულების ავტორიზაციის შეჩერებისა და შეწყვეტის დროებითი წესი (შემდგომში – წესი) „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ გარდამავალ პერიოდში ადგენს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული იურიდიული პირისათვის ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების (შემდგომში – დაწესებულება) სტატუსის მოპოვების მიზნით ავტორიზაციის სტანდარტებს, ავტორიზაციის სტანდარტების დაკმაყოფილების პირობებსა და პროცედურას, კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (შემდგომში – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება) მიერ დამოუკიდებელი იურიდიული პირის შექმნის გარეშე სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროგრამის/სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვების პირობებსა და პროცედურას, ასევე ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით მონიტორინგის განხორციელების პროცედურას.“; ბ) მე-2 მუხლის: ბ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პროგრამა – ადრეული ან/და სკოლამდელი ასაკის ბავშვისა და მისი მშობლისთვის/კანონიერი წარმომადგენლისთვის მიწოდებული მომსახურება, რომლის განხორციელების უფლებასაც მოიპოვებს დაწესებულება კონკრეტულ მისამართზე.“; ბ.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ავტორიზაციის განაცხადში დაწესებულების სტატუსის მაძიებელი უნდა უთითებდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მინიმუმ ერთ პროგრამას, რომლის განხორციელების უფლების მოპოვებაც სურს ავტორიზაციის მინიჭების შემთხვევაში.“; გ) მე-3 მუხლის: გ.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თვითშეფასება“; გ.ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ყოველწლიური თვითშეფასება ხორციელდება: ა) დაწესებულების მიერ ავტორიზაციის მოპოვების შემდეგ; ბ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროგრამის/სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვების შემდეგ.“; გ.გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. დაწესებულების/ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით თვითშეფასების განუხორციელებლობა ან განხორციელებული თვითშეფასების შესწავლის შედეგები შესაძლოა, გახდეს ცენტრის მიერ მონიტორინგის განხორციელების საფუძველი, რაც ხორციელდება ამავე წესის 31-ე მუხლის შესაბამისად.“; დ) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული ან/და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი უფლებამოსილია, მის მიერ დაფუძნებული დაწესებულებისთვის ავტორიზაციის შეწყვეტის/შეჩერების/უარის თქმის შემთხვევაში, ასევე მის მიერ დაფუძნებულ დაწესებულებაში ინფრასტრუქტურული სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებისას აღნიშნულ დაწესებულებაში რეგისტრირებული/ჩარიცხული ბავშვების მშობლებს/კანონიერ წარმომადგენლებს ერთჯერადად შესთავაზოს მომსახურების მიწოდება თავის დაფუძნებულ სხვა დაწესებულებებში ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ბავშვების ზღვრულ რაოდენობაზე გადაჭარბებით, რაც არ გამოიწვევს ამ წესის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ – „დ“ ქვეპუნქტებით დადგენილ შედეგებს.“; ე) მე-8 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. დაწესებულება/დაწესებულების სტატუსის მაძიებელი ფასდება სტანდარტის კომპონენტთან მიმართებით, როგორც „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის კომპონენტის მოთხოვნებთან“, თუ იგი არსებული რესურსებით ან/და პრაქტიკით ვერ უზრუნველყოფს მინიმუმ ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ დონეზე სტანდარტის კომპონენტის მოთხოვნების დაკმაყოფილებას და დაწესებულების/დაწესებულების სტატუსის მაძიებლის სუსტი მხარე(ები) საფრთხეს უქმნის მისი საქმიანობის ხარისხს და ვერ უზრუნველყოფს მის განვითარებას, მათ შორის, არ აქვს რესურსები ამ სუსტი მხარეების გამოსასწორებლად.“; ვ) მე-9 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ავტორიზაციის საბჭოს წევრებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო) წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 3. ავტორიზაციის საბჭოს წევრთა შერჩევის წესი მტკიცდება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებით.“; ზ) მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. დაწესებულებამ ყოველი მომდევნო ავტორიზაციისას, დაწესებულების სტატუსის უწყვეტობის მიზნით, ცენტრში ავტორიზაციის განაცხადის წარდგენისას უნდა გაითვალისწინოს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადა იმგვარად, რომ ადმინისტრაციული წარმოებისთვის განსაზღვრული 180-კალენდარულდღიანი ვადა დაეთმოს ამ წესით გათვალისწინებული ავტორიზაციის პროცესის განხორციელებას. აღნიშნულის გაუთვალისწინებლობით გამოწვეულ შედეგებზე პასუხისმგებლობა ეკისრება დაწესებულებას.“; თ) მე-13 მუხლის: თ.ა) მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. ავტორიზაციის პროცესის დასრულებამდე დაუშვებელია დაწესებულების სტატუსის მაძიებლის მიერ ცენტრში ახალი/დამატებითი განაცხადის წარდგენა, ამ წესით განსაზღვრული ნებისმიერი წარმოების დაწყების მიზნით.“; თ.ბ) მე-3 პუნქტის: თ.ბ.ა) „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; თ.ბ.ბ) „ვ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი: „ზ) მეთოდოლოგიურად განსხვავებული საგანმანათლებლო კომპონენტის (კურიკულუმის) საფუძველზე შექმნილი პროგრამა.“; თ.გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პროგრამით სწავლების საკითხი შეთანხმებული უნდა იყოს სამინისტროსთან.“; ი) მე-16 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ექსპერტთა ჯგუფის საქმიანობის კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში ეფექტიანად წარმართვისა და შეფასების ერთიანი მიდგომის დაცვის მიზნით, ცენტრი უფლებამოსილია, ექსპერტთა ჯგუფის ვიზიტზე მიავლინოს ცენტრის თანამშრომელი. საჯარო დაწესებულების შეფასების შემთხვევაში, ცენტრის მიმართვის საფუძველზე, ექსპერტთა ჯგუფის ვიზიტს, ცენტრის თანამშრომლის ნაცვლად, შესაძლებელია, დაესწროს სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს – საგანმანათლებლო რესურსცენტრის თანამშრომელი.“; კ) 22-ე მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. ამ წესის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას, ამ წესის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ – „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლით, ავტორიზაციის საბჭო იღებს ზეპირი მოსმენის გამართვის გარეშე, ავტორიზაციის საბჭოს წევრთა უმრავლესობით. ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებას ხელს აწერს ავტორიზაციის საბჭოს თავმჯდომარე. ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება ქვეყნდება საჯაროდ, გადაწყვეტილების მიღებიდან მომდევნო სამუშაო დღეს.“; ლ) 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ მუხლი 23. ავტორიზაციის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები 1. ავტორიზაციის საბჭო იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) ავტორიზაციის მინიჭების შესახებ; ბ) ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ; გ) ავტორიზაციის შეწყვეტის შესახებ; დ) ავტორიზაციის შეჩერების შესახებ; ე) სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროგრამის/სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვების შესახებ; ვ) სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროგრამის/სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელების უფლების ჩამორთმევის შესახებ. 2. იმ შემთხვევაში, თუ დადგენილი წესით ვერ იქნა მიღებული ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილება, მიღებულად მიიჩნევა გადაწყვეტილება სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროგრამის/სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვებაზე უარის თქმის შესახებ.“; მ) 28-ე მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. პროგრამის დამატებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაზე ვრცელდება ამ მუხლით დადგენილი პროცედურები. საკითხები, რომლებიც არ არის დარეგულირებული ამ მუხლით, წესრიგდება ამავე წესის შესაბამისი მუხლებით, ამ მუხლის თავისებურებების გათვალისწინებით.“; ნ) 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 29. პროგრამის განხორციელების ადგილის ცვლილების წესი 1. დაწესებულება პროგრამის განხორციელების ადგილის ცვლილების შემთხვევაში განაცხადით მიმართავს ცენტრს. 2. ამ მუხლის მიზნებისთვის პროგრამის განხორციელების ადგილის ცვლილება იქნება პროგრამის განხორციელება ავტორიზაციის გადაწყვეტილებაში მითითებული ადგილისგან განსხვავებულ ადგილას. 3. ცენტრში პროგრამის განხორციელების ადგილის ცვლილების მიზნით წარსადგენი განაცხადის ფორმა მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელიც ქვეყნდება საჯაროდ. 4. ცენტრი 3 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს განაცხადის შესაბამისობას ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებთან. 5. ხარვეზის არსებობის შემთხვევაში, ცენტრი განმცხადებელს განუსაზღვრავს არანაკლებ 5 და არაუმეტეს 15 სამუშაო დღის ვადას ხარვეზის გამოსასწორებლად. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოსწორების შემთხვევაში, ცენტრის დირექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ექსპერტთა ჯგუფის შექმნისა და დაწესებულებაში ვიზიტის შესახებ, ხოლო ამავე ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში – ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს განაცხადის განუხილველად დატოვების შესახებ. ამავე აქტით განისაზღვრება პროგრამის განხორციელების ადგილის ცვლილების ადმინისტრაციული წარმოებისას შემოწმების ფარგლები. 7. პროგრამის განხორციელების ადგილის ცვლილების ან ცვლილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ცენტრში პროგრამის განხორციელების ადგილის ცვლილების შესახებ განაცხადის წარდგენიდან 90 კალენდარული დღის ვადაში. 8. პროგრამის განხორციელების ადგილის ცვლილებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაზე ვრცელდება ამ მუხლით დადგენილი პროცედურები. საკითხები, რომლებიც არ არის დარეგულირებული ამ მუხლით, წესრიგდება ამავე წესის შესაბამისი მუხლებით, ამ მუხლის თავისებურებების გათვალისწინებით.“; ო) 30-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. ბავშვთა ადგილების ზღვრული რაოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაზე ვრცელდება ამ მუხლით დადგენილი პროცედურები. საკითხები, რომლებიც არ არის დარეგულირებული ამ მუხლით, წესრიგდება ამავე წესის შესაბამისი მუხლებით, ამ მუხლის თავისებურებების გათვალისწინებით.“; პ) 30-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგ შინაარსის 301 და 302 მუხლები: „მუხლი 301. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროგრამის ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვება 1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია დამოუკიდებელი იურიდიული პირის შექმნის გარეშე განახორციელოს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროგრამა ან/და სასკოლო მზაობის პროგრამა, ამ წესით განსაზღვრული ავტორიზაციის სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაში. 2. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროგრამის/სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვებასთან ან/და მის შემდგომ განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება ამ წესის შესაბამისად, ამ მუხლით დადგენილი თავისებურებების გათვალისწინებით. 3. სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროგრამის ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვების სურვილის შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ცენტრში სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროგრამის ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვების თაობაზე წარადგენს განაცხადს (შემდგომში – უფლების მოპოვების განაცხადი), რომლის ფორმაც მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და ქვეყნდება საჯაროდ. 4. ცენტრი 3 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს უფლების მოპოვების განაცხადის შესაბამისობას ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებთან. 5. ხარვეზის არსებობის შემთხვევაში ცენტრი განმცხადებელს განუსაზღვრავს არანაკლებ 5 და არაუმეტეს 15 სამუშაო დღის ვადას ხარვეზის გამოსასწორებლად. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოსწორების შემთხვევაში ცენტრის დირექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ექსპერტთა ჯგუფის შექმნისა და დაწესებულებაში ვიზიტის შესახებ, ხოლო ამავე ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში – ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს უფლების მოპოვების განაცხადის განუხილველად დატოვების შესახებ. ამ პუნქტით განსაზღვრულ ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობაში შესაძლებელია შედიოდეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა კორპუსის წევრი. 7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროგრამის ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვების ადმინისტრაციული წარმოებისას შემოწმების ფარგლები. 8. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროგრამის/სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვების ან უფლების მოპოვებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ავტორიზაციის საბჭო ცენტრში სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროგრამის/სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვების მიზნით განაცხადის წარდგენიდან 180 კალენდარული დღის ვადაში. 9. სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროგრამის ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელების უფლებას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება მოიპოვებს 4 წლის ვადით. 10. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროგრამის/სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვებაზე უარის თქმის შესახებ ან სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროგრამის/სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელების უფლების ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, ცენტრს უფლების მოპოვების განაცხადი წარუდგინოს აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებიდან 1 წლის შემდეგ. 11. იმ შემთხვევაში, თუ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელს სურს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროგრამის ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვება, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელ დაწესებულებაში ვიზიტის შესახებ ბრძანებით ცალ-ცალკე იქმნება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფი და ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფი. 12. იმ შემთხვევაში, თუ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელს სურს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროგრამის ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვება, ავტორიზაციის საბჭო ამ მუხლით განსაზღვრული შესაბამისი პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვების/პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს მიერ დაწესებულების ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდგომ. 13. ავტორიზაციაზე უარის თქმის/ავტორიზაციის გაუქმების შემთხევაში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება კარგავს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროგრამის ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელების უფლებას. მუხლი 302. ავტორიზაციის/პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვების პერიოდში განხორციელებული ცვლილებები 1. კურიკულუმის განხორციელების მიდგომის შეცვლის/დამატების ან/და კვებითი რაციონის (მენიუს) შეცვლის ან/და ფართის შეცვლის (ავტორიზაციის/პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვების გადაწყვეტილებაში მითითებულ მისამართზე ფართის შეცვლა/გაზრდა/შემცირება) შემთხვევაში დაწესებულება/ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, აღნიშნული ცვლილების შესახებ ცენტრს აცნობოს ცვლილების განხორციელების შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემიდან/ფაქტის დადგომიდან 30 კალენდარული დღის ვადაში და ცენტრს წარუდგინოს შესაბამისი დასაბუთება და მტკიცებულებები. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განხორციელებული ცვლილების შემთხვევაში ცენტრი უფლებამოსილია, განახორციელოს ავტორიზაციის სტანდარტებით დადგენილი პირობების შემოწმება მონიტორინგის გზით. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნათა შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს არაგეგმური მონიტორინგისა და ამ წესის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“, „დ“ ან „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.“; ჟ) 31-ე მუხლის: ჟ.ა) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობისას, ცენტრი აღნიშნულ ინფორმაციას აწვდის ავტორიზაციის საბჭოს. დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტ(ებ)თან შესაბამისობის დადასტურების შეუძლებლობის გამო, ავტორიზაციის საბჭოს მიერ შესაფასებელი საკითხები სტანდარტ(ებ)თან მიმართებით შესაძლებელია, შეფასდეს როგორც „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან“, რაც წარმოადგენს ამ წესის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ან „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველს. თუ ავტორიზაციის საბჭო აღნიშნულს მიზანშეწონილად არ მიიჩნევს, იგი უფლებამოსილია, ცენტრს მიმართოს შუამდგომლობით ექსპერტთა ჯგუფის შექმნისა და დაწესებულებაში მონიტორინგის ვიზიტის განხორციელების თაობაზე.“; ჟ.ბ) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „14. ამ წესის 24-ე მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, თუ დაწესებულება/პროგრამა შეფასდა, როგორც „მეტწილად შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“ და ამავე სტანდარტის ყველა კომპონენტი შეფასდა არანაკლებ „მეტწილად შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“, მონიტორინგის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის თარიღიდან. ხოლო, თუ დაწესებულება/პროგრამა შეფასდა როგორც „მეტწილად შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“ და ამავე სტანდარტის არანაკლებ ერთი კომპონენტი შეფასდა როგორც „ნაწილობრივ შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“, მონიტორინგის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 24 თვეს ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის თარიღიდან.“; ჟ.გ) მე-14 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 141 პუნქტი: „14.1 ამ წესის 24-ე მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, თუ დაწესებულება/პროგრამა შეფასდა, როგორც „ნაწილობრივ შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“, მონიტორინგის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 24 თვეს ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის თარიღიდან.“; ჟ.დ) მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „16. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოებები წესრიგდება ამავე წესის შესაბამისი მუხლებით, ამ მუხლის თავისებურებების გათვალისწინებით.“; რ) 32-ე მუხლის: რ.ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. იმ შემთხვევაში, თუ ამ წესის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის, 30-ე მუხლის პირველი პუნქტის, 301 მუხლის მე-3 პუნქტისა და 31-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში განსაზღვრული ავტორიზაციის სტანდარტის შემოწმების დროს ექსპერტთა ჯგუფი აღნიშნული სტანდარტიდან გამომდინარე გამოავლენს გარემოებას, რომელიც შეიძლება მიუთითებდეს ბოლო ადმინისტრაციული წარმოებისას დაწესებულების შეფასების გაუარესებაზე სხვა სტანდარტებთან მიმართებით, ვალდებულია, გამოვლენილი გარემოება ასახოს დასკვნაში. აღნიშნულ შემთხვევაში ავტორიზაციის საბჭოს მიერ ავტორიზაციის ერთ-ერთ სტანდარტთან მიმართებით შეუსაბამობის დადგენა შესაძლებელია გახდეს ამ წესის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“, „დ“ ან „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი, რა შემთხვევაშიც დაწესებულებასთან მიმართებით გამოიყენება ამ წესის 25-ე და 26-ე მუხლები, ხოლო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასთან – ამ წესის 26-ე მუხლი. 2. მონიტორინგის შედეგად ავტორიზაციის საბჭოს მიერ ავტორიზაციის ერთ-ერთ სტანდარტთან მიმართებით შეუსაბამობის დადგენა წარმოადგენს ამ წესის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ან „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველს, რა შემთხვევაშიც გამოიყენება ამ წესის 25-ე და 26-ე მუხლები ან 23-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველს, რა შემთხვევაშიც გამოიყენება 26-ე მუხლი.“; რ.ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. იმ შემთხვევაში, თუ ამ წესის 24-ე მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებული მონიტორინგის შედეგად დადგინდება, რომ ავტორიზაციის საბჭოს მიერ გაცემული არცერთი რეკომენდაცია არ შესრულდა ან ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში არ შესრულდა ავტორიზაციის საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციები, ავტორიზაციის საბჭო უფლებამოსილია მიიღოს ამ წესის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ან „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილება.“; რ.გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული გარემოების გათვალისწინებით ვერ უზრუნველყოფს რეკომენდაციების შესრულებას (გარდა იმ შემთხვევისა, თუ რეკომენდაციის შესრულების მიზანშეწონილობა აღარ არსებობს), ავტორიზაციის საბჭო უფლებამოსილია, მიიღოს ამ წესის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ან „ვ“ ქვეპუნქტებით დადგენილი გადაწყვეტილება. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულებამ შეასრულა ავტორიზაციის საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციები, ავტორიზაციის საბჭოს გამოაქვს გადაწყვეტილება წარმოების შეწყვეტის შესახებ, სადაც უთითებს ინფორმაციას რეკომენდაციების შესრულების თაობაზე.“; ს) 33-ე მუხლის: ს.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ წესის 23-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილებები, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში დაწესებულებამ/დაწესებულების სტატუსის მაძიებელმა შეიძლება გაასაჩივროს სააპელაციო საბჭოში ან სასამართლოში.“; ს.ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 პუნქტები: „21. სააპელაციო საბჭოს წევრთა შერჩევის წესი მტკიცდება მინისტრის ბრძანებით. 2.2 სააპელაციო საბჭოს საქმიანობის ანაზღაურების (ჰონორარის გაცემის) წესი და ოდენობა განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“. 2. „ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტები“ (დანართი №2) ჩამოყალიბდეს ამ დადგენილების დანართის შესაბამისად. 3. „ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების შენობის ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოწყობის შესახებ მოთხოვნების“ (დანართი №3): ა) მე-3 მუხლის: ა.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დაწესებულება განთავსებული უნდა იყოს პირველ, პირველ და მეორე, პირველ, მეორე და მესამე სართულზე. ამასთანავე, მესამე სართულზე შესაძლებელია განთავსდეს მხოლოდ სასკოლო მზაობის ჯგუფი/ჯგუფები, ადმინისტრაციული სამყოფები, ღია სარეკრეაციო სივრცეები (არსებობის შემთხვევაში), გარე სივრცე ფიზიკური აქტივობებისთვის.“; ა.ბ) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „15. ბიჭებისთვის განკუთვნილ სანიტარიულ კვანძში შესაძლებელია ასევე გათვალისწინებული იყოს საბავშვო ზომის პისუარები.“; ა.გ) მე-17 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) 1 ღამის ქოთანი (გარდა სასკოლო მზაობის ჯგუფებისა) – ყოველ 10 ბავშვზე (არსებობის შემთხვევაში).“; ა.დ) 22-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 23-ე პუნქტი: „23. დაწესებულებაში ბავშვთა თავშეყრის ადგილებში არსებული დენსართები განლაგებული უნდა იყოს ბავშვისთვის ხელმიუწვდომელ ადგილზე. იმ დენსართებისთვის, რომლებიც ბავშვებისთვის ხელმისაწვდომია, უზრუნველყოფილი უნდა იქნეს უსაფრთხოების დაცვა.“; ბ) მე-5 მუხლის: ბ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მინის ტიხრები და კედლები, ასევე შიდა კარები, რომლებიც ნაწილობრივ შემინულია, უნდა დამზადდეს მსხვრევის საწინააღმდეგო ფირით დაფარული ან ნაწრთობი მინისგან ან ისეთი ტექნოლოგიით, რომ დამსხვრევის შემთხვევაში არ შეუქმნას საფრთხე ადამიანის უსაფრთხოებას. თუ შემინული კედელი ბავშვისთვის მისაწვდომი არ არის, მაშინ მინის საგანგებოდ შერჩევის საჭიროება არ არსებობს.“; ბ.ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. დაწესებულების ყველა იმ სივრცეში, სადაც ბავშვები ხვდებიან და სადაც ფანჯრებზე მოწყობილია გაღების მექანიზმი, სავალდებულოა კედლებში მყარად ჩამაგრებული და დაჭიმული ნაქსოვი ბადის ბარიერის მოწყობა, რომლის მასალა და მოწყობის სპეციფიკაცია უნდა უზრუნველყოფდეს ბავშვის უსაფრთხოებას და, საჭიროების შემთხვევაში, ბადის უმოკლეს დროში ჩაჭრას. ნაქსოვი ბადის კონსტრუქციით გათვალისწინებულ დგარებს შორის დაშორება უნდა იყოს არაუმეტეს 10 სმ-ისა და გათვლილი უნდა იყოს არანაკლებ 30 კგ-ზე. იმ ფანჯრებზე, სადაც მოწყობილია დამცავი ბადე, ბავშვისთვის ხელმიუწვდომელ ადგილზე უნდა განთავსდეს ბადის ჩაჭრისთვის საჭირო მოწყობილობა.“; ბ.გ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. დაწესებულებაში კიბის უჯრედის სახელურის სიმაღლე ბავშვებისათვის უნდა იყოს 50 სმ (+ - 5 სმ). უფროსებისათვის კი არანაკლებ – 85 სმ-ისა.“; ბ.დ) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „14. ბავშვთა თავშეყრის ადგილებში 200 სმ-ის სიმაღლემდე არ უნდა იყოს ბასრი კიდეები, წვეტიანი გამოშვერილი ნაწილები და არანაირი ისეთი ელემენტი, რომელიც შეიძლება წარმოადგენდეს საფრთხეს ბავშვებისთვის.“; ბ.ე) მე-18 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „18. შენობაში ავეჯი მყარად უნდა იყოს დადგმული/მიმაგრებული იატაკზე ან კედელზე და უნდა იყოს უსაფრთხო ბავშვებისთვის.“; გ) მე-6 მუხლის: გ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ბავშვისთვის განკუთვნილი მაგიდებისა და სკამების სიმაღლის ზომები უნდა შეესაბამებოდეს ქვემოთ მოცემულ ცხრილს, ხოლო ჯგუფურ ოთახში მაგიდებთან ადგილების რაოდენობა და სკამების რაოდენობა უნდა შეესაბამებოდეს ჯგუფში ბავშვთა რაოდენობას. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვის სიმაღლე ასაკთან შესაბამისად არასტანდარტულია, გამოყენებულ უნდა იქნეს მისი სიმაღლის შესაფერისი მაგიდა და სკამი.
“; გ.ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ადრეული განათლების პირველ, მეორე და სკოლამდელი აღზრდის პირველი წლის ჯგუფებისთვის ჯგუფური ოთახის განთავსების სართულზე გათვალისწინებულ უნდა იქნეს საფენების გამოსაცვლელი მაგიდა, რომლის ძირითადი აღჭურვილობაა: ა) სათლი ავტომატური სატერფულით; ბ) სათავსი საფენებისთვის გამოსაცვლელ მაგიდასთან.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები