დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქონების გადაცემისათვის გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ“ ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 181 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 13/07/1998 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 14/07/1998 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000090.01(2).003.000321 |
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №181
1998 წლის 13 ივლისი
ქ. თბილისი
„ქონების გადაცემისათვის გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ“ ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს 1990 წლის 1 მაისის კანონის საფუძველზე და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 227-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
I. „ქონების გადაცემისათვის გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ“ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. უძრავი ქონების გადაცემისათვის გადასახადი და გადახდას ექვემდებარება წერილობითი დოკუმენტის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციამდე. მარეგისტრირებელი ორგანო წერილობით დოკუმენტს რეგისტრაციაში ატარებს მხოლოდ გადასახადის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდგომ. ამასთან, ქონების გადაცემაზე დოკუმენტების დადასტურებისას სხვა საჭირო დოკუმენტებთან ერთად წარდგენილ უნდა იქნეს საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული ცნობა გადასახადის გადახდის შესახებ. გადასახადის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს ამ ინსტრუქციის მე–4 მუხლის შესაბამისად საგადასახადო ინსპექციაში წარდგენილი და მის მიერ დამოწმებული დეკლარაცია, რომელშიც ცალკე ცნობის სახით კეთდება აღნიშვნა გადასახადის გადახდის შესახებ.
იმ შემთხვევაში, თუ გადამხდელი სარგებლობს შეღავათებით, მაშინ მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილ უნდა იქნეს საგადასახადო ინსპექციის მიერ გაცემული სათანადო ცნობა“.
2. მე-20 მუხლის პირველ პუნქტში სიტყვები „ავტომობილზე საკუთრების“ შეიცვალოს სიტყვებით „ავტომობილის გადაცემის“.
მინისტრი მ. ჭკუასელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები