„მიკრობანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 21 ივნისის №111/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„მიკრობანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 21 ივნისის №111/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 298/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 06/12/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/12/2024
სარეგისტრაციო კოდი 220010000.18.011.016881
298/04
06/12/2024
ვებგვერდი, 09/12/2024
220010000.18.011.016881
„მიკრობანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 21 ივნისის №111/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №298/04

2024 წლის 6 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„მიკრობანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 21 ივნისის №111/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„მიკრობანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 21 ივნისის №111/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 22/06/2023; ს/კ: 220010000.18.011.016692) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) გაუნაწილებელი მოგება, რომელიც დაითვლება ამ მუხლის მე-3–მე-5 პუნქტების შესაბამისად.“.

2. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3მე-5 პუნქტები:

„3. მიკრობანკი ვალდებულია ძირითად პირველად კაპიტალში ჩასართავი გაუნაწილებელი მოგებიდან დაქვითოს  განჭვრეტადი დივიდენდი (foreseeable dividend), გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.

4. ძირითად პირველად კაპიტალში ჩასართავი გაუნაწილებელი მოგებიდან დასაქვითი განჭვრეტადი დივიდენდის მოცულობა განისაზღვრება როგორც მიკრობანკის წესდებით განსაზღვრული შესაბამისი ერთეულისთვის/ორგანოსთვის დასამტკიცებლად წარდგენილი გასაცემი დივიდენდის მოცულობა. ხოლო, ასეთის არარსებობის შემთხვევაში, მიკრობანკის  წესდებით განსაზღვრული შესაბამისი ერთეულის/ორგანოს მიერ დამტკიცებული გასაცემი დივიდენდის მოცულობა. იმ შემთხვევაში, თუ განჭვრეტადი დივიდენდის მოცულობა განსაზღვრულია დიაპაზონის სახით, ძირითად პირველად კაპიტალში ჩასართავი გაუნაწილებელი მოგებიდან დასაქვითი განჭვრეტადი დივიდენდის მოცულობა განისაზღვრება როგორც დიაპაზონის ზედა ზღვარი.

5. განჭვრეტადი დივიდენდი, რომლის გაცემა არ ამცირებს ძირითად პირველად კაპიტალს, არ უნდა დაიქვითოს ძირითად პირველად კაპიტალში ჩასართავი გაუნაწილებელი მოგებიდან.“.

3. მე-16 მუხლის:

ა) მე-2  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საკრედიტო რისკის კორექტირების ბუფერი განისაზღვრება თითოეული მიკრობანკისთვის ინდივიდუალურად ამ მუხლის მე-3, მე-9 და მე-10 პუნქტებით გათვალისწინებული კომპონენტების ჯამის გაყოფით მიკრობანკის მთლიანი რისკის მიხედვით შეწონილ რისკის პოზიციებთან.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საკრედიტო რისკის კორექტირების ბუფერის პირველ კომპონენტს წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „მიკრობანკებისთვის ფინანსური ინსტრუმენტების რისკის კატეგორიებისა და მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის განსაზღვრის წესით“ განსაზღვრული საბალანსო ფინანსური ინსტრუმენტებისთვის საკრედიტო რისკის კატეგორიების მიხედვით ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული თითოეული სცენარის რეზერვის მოცულობასა და მიკრობანკის მიერ ფასს-ზე დაფუძნებული და საბალანსო უწყისისთვის დაანგარიშებული შესაბამისი დონის ფინანსური ინსტრუმენტებისთვის შექმნილი მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის მოცულობას შორის დადებითი სხვაობების ჯამი. აღნიშნული სხვაობები დათვლილი უნდა იქნეს ამ მუხლის მე-5 პუნქტის გათვალისწინებით.“;

გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული კომპონენტის დათვლის მიზნებისთვის, მიკრობანკმა უნდა აიღოს:

ა) მაქსიმალური, ერთი მხრივ, ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად დათვლილ რეზერვის მოცულობასა და მიკრობანკის მიერ ფასს-ზე დაფუძნებული და საბალანსო უწყისისთვის დაანგარიშებული პირველი დონის საკრედიტო რისკის კატეგორიაში კლასიფიცირებული ფინანსური ინსტრუმენტების მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის მოცულობის სხვაობასა და, მეორე მხრივ, ნულს შორის;

ბ) მაქსიმალური, ერთი მხრივ, ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დათვლილ რეზერვის მოცულობასა და მიკრობანკის მიერ ფასს-ზე დაფუძნებული და საბალანსო უწყისისთვის დაანგარიშებული მე-2 დონის საკრედიტო რისკის კატეგორიაში კლასიფიცირებული ფინანსური ინსტრუმენტების მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის მოცულობის სხვაობასა და, მეორე მხრივ, ნულს შორის;

გ) მაქსიმალური, ერთი მხრივ, ამ მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დათვლილ რეზერვის მოცულობასა და მიკრობანკის მიერ ფასს-ზე დაფუძნებული და საბალანსო უწყისისთვის დაანგარიშებული მე-3 დონის საკრედიტო რისკის კატეგორიაში კლასიფიცირებული და POCI სტატუსის მქონე ფინანსური ინსტრუმენტების მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის მოცულობის სხვაობასა და, მეორე მხრივ, ნულს შორის.“;

დ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. საკრედიტო რისკის კორექტირების ბუფერის მესამე კომპონენტს წარმოადგენს საზედამხედველო პროცესში ეროვნული ბანკის შეფასების შესაბამისად გამოვლენილი სხვა საზედამხედველო კორექტირებები. აღნიშნული საზედამხედველო კორექტირებები, მათ შორის, მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება, ფინანსური ინსტრუმენტებისთვის გამოვლენილ არასაკმარის მოსალოდნელ საკრედიტო ზარალს, ინვესტიციების, დასაკუთრებული და სხვა უძრავი თუ მოძრავი ქონების გაუფასურებას.“.

4. მე-17 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პილარ 2-ის ფარგლებში განსაზღვრული წმინდა GRAPE ბუფერის სულ მცირე 56%-ის დაკმაყოფილება უნდა მოხდეს ძირითადი პირველადი კაპიტალის ელემენტებით, სულ მცირე 75%-ის დაკმაყოფილება უნდა მოხდეს პირველადი კაპიტალის ელემენტებით, ხოლო დარჩენილი წილი (არაუმეტეს 25%-ისა) შესაძლოა დაცული იყოს მეორადი კაპიტალის ელემენტებით. ხოლო საკრედიტო რისკის კორექტირების ბუფერი სრულად უნდა იქნეს დაკმაყოფილებული ძირითადი პირველადი კაპიტალის ელემენტებით.“.

5. 33-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) ინსტრუმენტს, მათ შორის, იმ ინსტრუმენტს, რომელიც ბუღალტრული აღრიცხვის მიზნებისთვის კლასიფიცირდება  ვალდებულებად, უნდა შეეძლოს ზარალის დაფარვა წინასწარ განსაზღვრულ ამოქმედების მომენტში ჩვეულებრივ აქციებში კონვერტაციის ან ჩამოწერის მექანიზმით, რომლის საშუალებითაც ზარალს ფარავს მოცემული ინსტრუმენტი. ჩამოწერას ექნება შემდეგი შედეგები:

ლ.ა) ინსტრუმენტის მფლობელის მოთხოვნის შემცირება ლიკვიდაციის დროს;

ლ.ბ) გამოთხოვის უფლების გამოყენების დროს გადასახდელი თანხის შემცირება;

ლ.გ) ინსტრუმენტის მფლობელის მიმართ კუპონის/დივიდენდის გადახდის ნაწილობრივ ან მთლიანად შემცირება.“.

6. 39-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ დებულების III თავის მიზნებისთვის მრავალმხრივი განვითარების ბანკებად ითვლება ინტერამერიკული საინვესტიციო კორპორაცია, შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი და ცენტრალური ამერიკის ბანკი ეკონომიკური ინტეგრაციისათვის, მსოფლიო ბანკის ჯგუფის (WBG) რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი; საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია; ინტერამერიკული განვითარების ბანკი; აზიის განვითარების ბანკი; აფრიკის განვითარების ბანკი; ევროპის საბჭოს განვითარების ბანკი; ჩრდილოეთის საინვესტიციო ბანკი; კარიბის განვითარების ბანკი; ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი; ევროპის საინვესტიციო ბანკი; ევროპის საინვესტიციო ფონდი; მრავალმხრივი საინვესტიციო გარანტიების სააგენტო; იმუნიზაციის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი; ისლამური განვითარების ბანკი; აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი; საერთაშორისო განვითარების ასოციაცია.“.

მუხლი 2
1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე;

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2025 წლის 30 აპრილიდან.


საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელინათელა თურნავა