დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ხელფასისა (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და ხელფასზე (ფულად სარგოზე) დანამატის ოდენობების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №387 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 403 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 06/12/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/12/2024 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 130000000.10.003.024798 |
|
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ხელფასისა (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და ხელფასზე (ფულად სარგოზე) დანამატის ოდენობების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №387 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ხელფასისა (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და ხელფასზე (ფულად სარგოზე) დანამატის ოდენობების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №387 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/07/2015, 130000000.10.003.018773) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:
1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1 განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში (შემდგომში – სამსახური) სპეციალური წოდებების მქონე მოსამსახურეთა ხელფასები (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოები): ა) თანამდებობრივი სარგოების ყოველთვიური განაკვეთები − №1 – №33 დანართების შესაბამისად; ბ) წოდებრივი სარგოების ყოველთვიური განაკვეთები − დანართ №34-ის შესაბამისად.“. 2. მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დაუწესდეთ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე სამსახურის მოსამსახურეებს სახელმწიფო სპეციალური ან/და სამხედრო წოდებით ნამსახურები კალენდარული წლების მიხედვით ხელფასზე (თანამდებობრივ და წოდებრივ სარგოებზე) ყოველთვიური პროცენტული (წელთა ნამსახურობის) დანამატი შემდეგი ოდენობით: ა) 1-დან 2 წლამდე − 5%; ბ) 2-დან 5 წლამდე − 10%; გ) 5-დან 10 წლამდე −15%; დ) 10 წელი და მეტი − 20%. 2. სამსახურის მოსამსახურეს, რომელიც იკავებს შტატით გათვალისწინებულ თანამდებობას და მინიჭებული აქვს სახელმწიფო სპეციალური წოდება, ყოველთვიური პროცენტული (წელთა ნამსახურობის) დანამატის დაანგარიშებისას ნამსახურობაში ჩაეთვლება როგორც სამსახურის სისტემაში, აგრეთვე იმ სახელმწიფო ორგანოებში, რომლებშიც დაწესებულია სახელმწიფო სპეციალური ან/და სამხედრო წოდებები, წოდების გარეშე შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე (მათ შორის, გამოსაცდელი ვადით) მუშაობის პერიოდი.“. 3. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. სამსახურის ობიექტების დაცვის მთავარ სამმართველოს შეიძლება ჰყავდეს დაცვის თანამშრომლის დამხმარე მოსამსახურეები, რომელთა ყოველთვიური ხელფასი (ფულადი სარგო) განისაზღვრება 32 (ოცდათორმეტი) ლარის ოდენობით.“. 4. დანართი №34 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.
|
|
|
„დანართი №34
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები