დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობების განსაზღვრის შესახებ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 21 მარტის №8 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 21 |
| დოკუმენტის მიმღები | ბოლნისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 16/12/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/12/2024 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.158.016644 |
|
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 21 მარტის №8 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.დ“ და „დ.ე“ ქვეპუნქტების, 61-ე მუხლის მეორე პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4, მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტების შესაბამისად, შევიდეს ცვლილებები „ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 21 მარტის №8 დადგენილების (matsne.gov.ge გამოქვეყნების თარიღი 23/03/2022 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.158.016555) დანართ 1 -ში: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 21 მარტის №8 დადგენილებაში და დადგენილების დანართი 1 ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან. |
|
დანართი №1
|
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობების განსაზღვრის შესახებ
მუხლი 1. პოლიტიკური თანამდებობის პირები 1. საკრებულოს თავმჯდომარე – 1 (თანამდებობრივი სარგო – 5986 ლარი). 2. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე – 1 (თანამდებობრივი სარგო – 4526 ლარი). 3. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე – 2 (თანამდებობრივი სარგო – 3942 ლარი). 4. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე – 5 (თანამდებობრივი სარგო – 3212 ლარი). 5. საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე – 2 (თანამდებობრივი სარგო – 2920 ლარი). 6. საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე – 9 (თანამდებობრივი სარგო – 2336 ლარი).
მუხლი 2. პროფესიული საჯარო მოხელეები 1. საკრებულოს აპარატის უფროსი (პირველი რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი) – 1 (თანამდებობრივი სარგო – 4234 ლარი). 2. სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება: ა) განყოფილების უფროსი (მეორე რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი) – 1 (თანამდებობრივი სარგო - 3358 ლარი); ბ) პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (მესამე რანგი) – 2 (თანამდებობრივი სარგო – 2482 ლარი). 3. საორგანიზაციო განყოფილება: ა) განყოფილების უფროსი (მეორე რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი) – 1 (თანამდებობრივი სარგო – 3358 ლარი); ბ) პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (მესამე რანგი) – 3 (თანამდებობრივი სარგო – 2482 ლარი); გ) მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (მესამე რანგი) – 3 (თანამდებობრივი სარგო – 2336 ლარი). |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები