დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 83-Iმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 12/12/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/12/2024 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430050000.05.001.102397 |
|
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20, 04.05.2005, მუხ. 143) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის „ჰ6“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჰ6) სპეციალიზებული კომისია – შესაბამისი დარგის ექსპერტებისგან, სპეციალისტებისა და საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ განსაზღვრული პირებისგან შემდგარი, საქართველოს კულტურის მინისტრის მიერ შექმნილი სპეციალიზებული კომისია, რომელიც იმავე მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის ძეგლის ან კაცობრიობის არამატერიალური მემკვიდრეობის რეპრეზენტაციულ სიაში შეტანილი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის საფუძველზე შეიმუშავებს სახელმძღვანელოს/სერიას და წარადგენს მას გრიფირებისთვის. ეს კომისია აგრეთვე უფლებამოსილია დაადგინოს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის ძეგლის ან კაცობრიობის არამატერიალური მემკვიდრეობის რეპრეზენტაციულ სიაში შეტანილი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის საფუძველზე შექმნილი ალტერნატიული სახელმძღვანელოების/სერიების ზემოაღნიშნულ ძეგლთან შესაბამისობა.“. 2. 27-ე მუხლის 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სტატუსის მოპოვების მიზნით, რომლებიც ზოგადი განათლების მიღებასთან ერთად უზრუნველყოფენ პროფილურ სახელოვნებო და სასპორტო მომზადებასა და განათლებას, სამინისტრომ და შესაბამისად საქართველოს კულტურის სამინისტრომ ან საქართველოს სპორტის სამინისტრომ შეიძლება ერთობლივად დააფუძნონ კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.“. 3. 56-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. იმ სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებიც ახორციელებენ მხოლოდ სახელოვნებო საგანმანათლებლო პროგრამებს ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის გარეშე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით აფუძნებს საქართველოს კულტურის სამინისტრო, რომელიც ამტკიცებს მათ წესდებებს, ახორციელებს მათ სახელმწიფო კონტროლს, რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ამ დაწესებულებების ხელმძღვანელებს.“; ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. იმ სკოლისგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებიც ახორციელებენ მხოლოდ სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებს ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის გარეშე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით აფუძნებს საქართველოს სპორტის სამინისტრო, რომელიც ამტკიცებს მათ წესდებებს, ახორციელებს მათ სახელმწიფო კონტროლს, რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ამ დაწესებულებების ხელმძღვანელებს.“. 4. 561 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. სკოლისგარეშე სახელოვნებო ან სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელთა საქმიანობის წარმართვის პირობებისა და წესის განსაზღვრის მიზნით საქართველოს კულტურის სამინისტრო და საქართველოს სპორტის სამინისტრო მონაწილეობენ მასწავლებლის პროფესიული განვითარების პროგრამების რეგისტრაციის დებულების იმ ნაწილის შემუშავებაში, რომელიც ეხება შესაბამისად სკოლისგარეშე სახელოვნებო ან სკოლისგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამებს.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თბილისი, 12 დეკემბერი 2024 წ. №83-Iმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები